|
3 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც იგი ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ჰანს-გერტ პოტერინგთან ერთად ევროპის საპარლამენტო კონფერენციას - ”ერთად მომავალი 50 წლის მანძილზე” - გახსნის. კონფერენციაზე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ იმსჯელებენ და იმ პრიორიტეტებს განიხილავენ, რომლებიც ევროკავშირს უახლოესი 50 წლის მანძილზე აღმოსავლეთის მიმართულებით უნდა ჰქონდეს. კონფერენციას ევროკავშირის ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციები, ევროპარლამენტისა და ევროკომისიის წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იაპ დე ჰუპ სხეფერს შეხვდება. ასევე, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტში. პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოში 7 ივნისს დაბრუნდება. |