ოქმი N124

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის    სხდომის

ოქმი N124

                                                                      25 აპრილი 2012წ.

17:00 საათი. ოთახი N221  

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე,  კახაბერ სუხიშვილი,  დილარ ხაბულიანი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის   6  წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ"  III მოსმენით განხილვა     

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

2. საქართველოს კონსტიტუციის 67– მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ "საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონების პროექტების განხილვა

                   /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ  საკითხთან  დაკავშირებით:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ"  III მოსმენით განხილვა     

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის  მოხსენება.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის თანახმად, მომხსენებელმა საკანონმდებლო ინიციატივის მესამე მოსმენით განხილვისათვის წარმოადგინა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა პლენარული სხდომების ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის განსაზღვრას. შესაბამისად:

რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის მესამე  პუნქტის თანახმად რეგლამენტის  2714მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

–         "2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს", როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში";

–         პლენარული სხდომების ჩატარების ადგილის შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

               როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეგლამენტის პროექტის სხვა პუნქტების    მიმართ შენიშვნები არ გამოთქმულა.

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ გამოთქმულ შენიშვნას და  კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

1.            პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში "ცვლილებების შეტანის შესახებ"  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე                III მოსმენით განხილვისათვის;

 2.    პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

                  /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით:

      საქართველოს კონსტიტუციის 67– მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ "საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონების პროექტების განხილვა

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც

         საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა – საქართველოს კანონის პროექტი "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის პროექტის "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 67–ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ინიცირებული "საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტებს,  რომელთა წარდგენა მოხდება "საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტთან ერთად.  

 

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ მომხსენებლის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითად პრინციპებს და კენჭი უყარეს დასკვნის პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

1. საქართველოს კონსტიტუციის 67– მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ "საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტის" პროექტიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კანონების პროექტები მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   I მოსმენით განხილვისათვის;

2.  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა და ამონაწერი სხდომის ოქმიდან წარედგინოს ბიუროს;

 3. პროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

/კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/

 

 

        კომიტეტის თავმჯდომარე

                               

                

                                                                                   ხათუნა გოგორიშვილი 

 

 

              კომიტეტის  აპარატის                           

                         უფროსი                                                თამარ დიხამინჯია

 
modules