ოქმი N123

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის    სხდომის

ოქმი N123

                                                                      20 აპრილი 2012წ.

15:00 საათი. ოთახი N221  

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე,  კახაბერ სუხიშვილი, ელენე ჯავახაძე და გიორგი ხახნელიძის ადგილმონაცვლე მამუკა გაჩეჩილაძე,  

სხდომაზე მოწვეულები: რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  7   წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

1.       საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში "ცვლილებების შეტანის შესახებ"  III მოსმენით განხილვა;      

      /მომხსენებელიხათუნა გოგორიშვილი/

2.  "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

     /მომხსენებელიზვიად კუკავა/

3"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

      /მომხსენებელიზვიად კუკავა/

4. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

      /მომხსენებელირუსუდან კემულარია/

სხდომის თავმჯდომარემ დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ პროექტიდან ამოეღოთ პირველი საკითხი (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ"  II მოსმენით განხილვა) იმ მიზეზით, რომ კენჭისყრა აღნიშნულ საკითხზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ ჩატარებულა (კვორუმის არა რსებობის გამო); აგრეთვე სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს შესთავაზა  წინადადება, რომ დღის წესრიგისათვის მე–4 საკითხად დაემატებინათ საკითხი – "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" პროექტის თაობაზე, როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა.       

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და  შენიშვნას დღის წესრიგის პროექტის კორექტირების თაობაზე.

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

 

სხდომის დღის წესრიგი:

1.  "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

/მომხსენებელიზვიად კუკავა/

2. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

/მომხსენებელიზვიად კუკავა/

3. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

/მომხსენებელირუსუდან კემულარია/

4. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის" განხილვა (საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა)

/მომხსენებელიხათუნა გოგორიშვილი/

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით:

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

 

მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის შემუშავება, განაპირობა  "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის დახვეწის აუცილებლობამ. კანონში ჯერ კიდევ არსებობს ბევრი მოძველებული ნორმა, რომელიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს, ამასთანავე, კანონი არ ითვალისწინებს ნორმებს, რომელთა არსებობაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის რეკომენდირებული. შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის კიდევ უფრო დახვეწა.

         ზვიად კუკავამ ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის ძირითად არსზე: კერძოდ, ცვლილებების თანახმად:

–        სამუშაოს აღწერილობების შემუშავება სავალდებულო ხდება ყველა თანამდებობისათვის, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან გაამარტივებს საჯარო მოსამსახურეთა შეფასების პროცესს;

–        გაუქმდება ატესტაცია და მის ადგილს დაიკავებს ახალი შეფასების სისტემა;

–        ახალი სისტემით შეფასება ჩატარდება დეცენტრალიზებულად. თვითონ დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია თავის სამსახურში დანერგოს შეფასების ეფექტური სისტემა;

–        შეფასება უნდა განხორციელდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ;

–        შეფასებას დაექვემდებარება ყველა საჯარო მოსამსახურე;

–        კონკრეტულ პოზიციაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს პირის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთჯერადად. ამასთან ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე–2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირთა მოვალეობის შემსრულებლები არა უმეტეს 1 წლის ვადით დაინიშნებიან, ხოლო სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით;

–        "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონი არ ითვალისწინებდა კონკურსის საფუძველზე მიღებულ პირთათვის და იმ პირთათვის, რომლებიც სამსახურებრივი წინსვლის შედეგად იკავებენ თანამდებობას გამოსაცდელი ვადის დაწესებას. ცვლილებების თანახმად დაწესებულების ხელმძღვანელს ეძლევა გამოსაცდელი ვადის დაწესების შესაძლებლობა ორივე კატეგორიის პირისათვის;

–        კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საკონკურსო კომისიას კანონით უკვე განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარედგინოს განაცხადი. ელექტრონული ფორმით განაცხადის წარდგენა მოხდება მხოლოდ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ გვერდის მეშვეობით, ხოლო არაელექტრონული ფორმით საკონკურსო განაცხადის წარდგენა განხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით  დამტკიცებული ფორმით;

–        ცვლილებების თანახმად, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარეს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის გარდა ნიშნავს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი;

–         გაუქმდება შეზღუდვა, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ მოხელის დაწინაურება, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობდა არანაკლებ 6 თვისა;

–        სავალდებულო აღარ იქნება თანამდებობრივი სარგოს ოდენობის მითითება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში;

–        გაუქმდება საჯარო მოსმსახურის მიერ სამსახურში შესვლისას და შემდგომ ყოველწლიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისათვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება;   

 

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა გამოთქვა მოსაზრება წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად ატესტაცის ნაცვლად ახალი შეფასების სისტემის შემოტანასთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდება დეცენტრალიზებულად და თვითონ დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებული იქნება თავის სამსახურში დანერგოს შეფასების ეფექტური სისტემა;

      შეფასებას დაექვემდებარება ყველა საჯარო მოსამსახურე და უნდა განხორციელდეს არანაკლებ წელიწადში ერთხელ. აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით, ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა, თუ რა კავშირი იქნება შეფასების ახალი სისტემის სავალდებულობასა და დაწინაურებას შორის? როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, საფრანგეთის სენატში ასევე არსებობს შეფასების სისტემა, რომლის შესაბამისად სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი დასკვნაში წერს, რომ "კონკრეტული მოხელე იმსახურებს დაწინაურებას". ვაკანსიის გაჩენისა და კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მხოლოდ ის მოხელეები იღებენ კონკურსში მონაწილეობას, რომელთაც აქვთ  ხელმძღვანელის მიერ შეფასების საფუძველზე  გაკეთებული დაწინაურების რეკომენდაცია. ანუ ამგვარი მექანიზმის არსებობის შემთხვევაში დაწინაურება პირდაპირ უკაშირდება ხელმძღვანელის მიერ ჩამოყალიბებულ რეკომენდაციას. წარმოდგენილ ცვლილებებში ეს კავშირი არ არის გამოკვეთილი,ამასთანავე გსათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ ჩვენს ქვეყანაში საჯარო სამსახურის განვითარების დონე არ არის იმ საფეხურზე ასული რომ სუბიექტური მომენტი ხელმძღვანელის მიერ თანამშრომლის შეფასებაში მთლიანად გამორიცხული იყოს,  ამიტომ  კანონპროექტის თანახმად შემოთავაზებული ცვლილება, რომ სახელმწიფო მოხელეთა ატესტაციის ნაცვლად ხდება საჯარო მოსამსახურის შეფასების სისტემის შემოღება მიუღებელია, ამიტომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის ყველა ის მუხლი, რომლებშიც ცვლილებები ამ მიმართულებით შედიოდა მიზანშეწონილი იქნება უცვლელი დარჩეს, ასევე  კანონის ის ნორმებიც, რომლებშიც ტერმინი "საკონკურსო–საატესტაციო კომისია" იცვლებოდა ტერმინით «საკონკურსო კომისია».       

როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარება უნდა  უზრუნველყოს ამ მიზნით სახელმწიფო დაწესებულებაში შექმნილმა შესაბამისმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიებმა, რომლებიც მუდმივმოქმედი უნდა იყოს. მიუღებელია აგეთვე კანონპროექტის თანახმად საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციების ახლებურად განსაზღვრა, მისი აზრით, საჯარო სამსახურის ბიუროს ფუნქციები უცვლელი უნდა დარჩეს.

      ხათუნა გოგორიშვილმა გაიზიარა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დროებით მოვალეობის შემსრულებლად თანამდებობის პირები შეიძლება დაინიშნონ არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო სხვა კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. თუმცა ცვლილების წარმოდგენილი რედაქციით მიღების შემთხვევაში არ გამოირიცხება იგივე თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად სხვა პირის დანიშვნის შესაძლებლობა. ამიტომ მიზანშეწონილი იქნებოდა ცვლილების შემდეგი  რედაქციით ჩამოყალიბება: დროებით მოვალეობის შემსრულებელი «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო სხვა კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. იგივე თანამდებობაზე, განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.»

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ნორმის ამოქმედებამ თანაბარ სიტუაციაში უნდა მოაქციოს ყველა ის პირი, რომელიც ასრულებს დროებით მოვალეობას; კონკრეტულად–ცვლილებებით განსაზღვრული ნორმა ერთდროულად უნდა ამოქმედდეს როგორც ადრე, ასევე კანონის მიღების შემდეგ წარმოქმნილი ვაკანსიებისათვის, მიზანშეწონილი და გონივრული იქნება ეს  თარიღი იყოს 2013 წლის იანვარი.

ხათუნა გოგორიშვილის აზრით მიუღებელია სიტყვა "განცხადების" შეცვლა "განაცხადით", აგრეთვე საწყის ეტაპზე არ შეიძლება «საკონკურსო განცხადების» მხოლოდ ელექტრონული ფორმის შემოღება, აუცილებელია შენარჩუნდეს ორივე ფორმა, როგორც ელექტრონული, ასევე არაელექტრონული, ხოლო საკონკურსო განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის შემთხვევაში პირი გათავისუფლდეს კონკურსის შესახებ შეტყობინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გათვალისწინებული სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისაგან.

საჯარო სამსახურში ერთიანი სახელფასო სიტემის შექმნისა და საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპებიდან გამომდინარე, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია "მუდმივობა" (და არა საკონტრაქტო ფორმა),  მიუღებელია რომ საკონკურსო შეტყობინებიდან ამოღებული იყოს ინფორმაცია თანამდებობრივი სარგოს ოდენობის თაობაზე, მითუმეტეს რომ პრემირების სისტემა დაწესებულების ხელმძღვანელს აძლევს მოსამსახურეთა დიფერენცირების საშუალებას, მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესაბამისად.

      ხათუნა გოგორიშვილის აზრით, კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის პირობა უნდა გავრცელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებზეც, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ სსიპ–ების თანამშრომლები იქნებიან საჯარო მოხელეები; მიუღებელია აგრეთვე თანამდებობრივი

      ინსტრუქციების ნაცვლად «სამუშაოს აღწერილობის» შემოღებას ამიტომ კანონპროექტის შესაბამისი მუხლები და VI თავის სათაურიც მიზანშეწონილია უცვლელი დარჩეს.

      ხათუნა გოგორიშვილმა გაიზიარა კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილება, რომლის თანახმადაც გაუქმდება საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში შესვლისას და შემდგომ ყოველწლიურად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურისათვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება;  

კახაბერ ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული "შეფასების სისტემის" დანერგვის შემთხვევაში "შეფასება" შეიძლება იყოს დაწინაურების ერთ–ერთი და არა ერთადერთი კრიტერიუმი; აგრეთვე დაეთანხმა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თანამდებობრივი სარგო აუცილებლად უნდა იყოს დაფიქსირებული, თუმცა არაა აუცილებელი, რომ ეს იყოს საკონკურსო განაცხადში. კახა ანჯაფარიძემ შესაძლებლად მიიჩნია აგრეთვე განაცხადის როგორც ელექტრონული ასევე არაელექტრონული ფორმის შენარჩუნება.

ელენე ჯავახაძემ გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შეფასების სისტემის შემოღების შემთხვევაში, ხელმძღვანელის მიერ ყოველ 6 თვეში გაკეთებული შეფასება, შესაძლოა გახდეს საჯარო მოხელის როგორც დაწინაურების, ასევე სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი. ამ ტიპის გადაწყვეტილებების ობიექტურობის განსაზღვრა საჯარო სამსახურის განვითარების დღევანდელ ეტაპზე, მისი აზრით საკმაოდ რთული იქნება.

რუსუდან კემულარიამ გამოთქვა  მოსაზრება იმის თობაზე, რომ განაცხადის არაელექტრონული ფორმა აუცილებლად უნდა შენარჩუნებული იყოს ელექტრონულთან ერთად გარკვეული ვადით;

დავით თოდრაძემ აღნიშნა, რომ საკონკურსო განაცხადი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ.

ზვიად კუკავა – ინიციატორი  დაეთახმა სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების უმეტესობას და მათ აუცილებელ ასახვას კანონპროექტში მისი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველ მოსმენით განხილვამდე        

 

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებებს და კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1.  კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

       /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/    

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  მეორე საკითხთან  დაკავშირებით:

 

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

 

მოისმინეს: ზვიად კუკავას  მოხსენება, რომლის თანახმადაც კნონპროექტის მიზანია, დეკლარირების სისტემის სრულყოფა და საჯარო სექტორში გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა. ცვლილებების თანახმად გადაწყდა საჯარო მოსამსახურის მიერ დეკლარაცის წარდგენის ვალდებულების გაუქმება, ვინაიდან ამ დეკლრაციების წარდგენას არ ჰქონდა არც საგადასახადო მიზანი და არც გამჭვირვალეობას უწყობდა ხელს, ვინაიდან  ეს დეკლარაციები საჯაროდ არ ქვეყნდებოდა.

        როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამ ვალდებულების გაუქმების სანაცვლოდ, ის პირები, რომლებიც კორუფციის უფრო მაღალი რისკის საფეხურზე იმყოფებიან განისაზღვრნენ "თანამდებობის პირებად" და შესაბამისად მათ დაეკისრებათ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.   

         ცვლილებების თანახმად, თანამდებობის პირებად ჩაითვლებიან საქართველოს სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილეები, სამმართველოს უფროსები, მათთან გათანაბრებული პირები, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი აღმასრულებელი ორგანოების    ხელმძღვანელის მოადგილეები.

 

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კანონპროექტის მიზანია «თანამდებობის პირთა» წრის გაფართოება, თუმცა კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში რეალურად მოხდება «თანამდებობის პირთა» წრის არა გაფართოება, არამედ შემცირება. ვინაიდან თანამდებობის პირებად აღარ ჩაითვლებიან ის მოხელეები (სტრუქტურული ერთეულებისხელმძღვანელების ნაცვლად  თანამდებობის პირებად ჩაითვლებიან სამინსტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელებიმათი მოადგილეები და სამმართველოების ხელმძღვანელები),  რომელთაც კანონის მოქმედი რედაქცია ასეთებად მიიჩნევს. მაგალითად, რიგ სამინისტროებში, (მათ შორის იუსტიციის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) გენერალური ინსპექცია და/ან სამინისტროს ადმინისტრაცია მიუხედავად იმისა, რომ ისინი დებულებების თანახმად წარმოადგენენ სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს არ აქვთ დეპარტამენტის სტატუსი. ამ გარემოების გათვალისწინებით, მიზანშეწონილი იქნება, რომ «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის «თ» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: «საქართველოს სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები”;

         ხათუნა გოგორიშვილის აზრით, ეს გაფართოება მიზანშეწონილია გავრცელდეს საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა მიმართაც, კერძოდ დაემატოს «საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, დეპარტამენტების უფროსები და აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები»;

         კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით გაფართოვების ნაცვლად ხდება პირიქით – თვითმმართველი ქალაქების აღმასრულებელი ორგანოების თანამდებობის პირთა წრის შევიწროვება. კონკრეტულად, ცვლილებების თანახმად, თანამდებობის პირებად ჩაითვლებიან თვითმმართველი ქალაქების აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა მოადგილეები, თუმცა ცვლილების თანახმად ასეთებად აღარ ჩაითვლებიან რაიონებისა და ქალაქის რაიონების აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელთა მოადგილეები. ხათუნა გოგორიშვილის აზრით, კანონპროექტი შესაბამისობაში უნდა მოვიდეს «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონთან და «საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის «ქ» ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: «თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მისი მოადგილე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის და ქალაქის რაიონის გამგებელი და მათი მოადგილეები’’.

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ თანამდებობის პირებად უნდა განისაზღვრონ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების ხელმძღვანელის მოადგილეები, კომისიის თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი. შესაბამისად, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ფ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: «თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, აგრეთვე საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი».

კომიტეტის წევრები და ინიციატორი დაეთანხმნენ კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს

კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1.   გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის – "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას;

2.    კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

             /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/   

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  მესამე საკითხთან  დაკავშირებით:

"საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა I  მოსმენა/;

 

მოისმინეს: რუსუდან კემულარიას მოხსენება, რომლის თანახმადაც კანონპროექტის მიზანია  "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის "ნ" ქვეპუნქტის შესაბამისობაში  მოყვანა "შემოსავლების შესახებ" საქართველოს კანონთან, იმის გამო, რომ ამ კანონში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული ცვლილების შედეგად სსიპ  შემოსავლების სამსახურს აღარ ჰყავს პირველი მოადგილე. 

      როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ცვლილების თანახმად  "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის მიზნებისათვის განსაზღვრულ შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირთა ჩამონათვალიდან ხდება შემოსვლების სამსახურის პირველი მოადგილის ამოღება.

 

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა – კანონპროექტი: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის;

2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

       /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/   

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  მეოთხე საკითხთან  დაკავშირებით:

"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის" განხილვა (საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა)

მოისმინესხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან და იურიდულ დეპარტამენტთან ერთად დაასრულა საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტზე მუშაობის მოსამზადებელი ეტაპი, რომელიც მიმდინარეობდა შემდეგი მეთოდოლოგიის მიხედვით:

–        რა ნორმებმა იმუშავა ანუ რა დარჩება უცვლელი;

–        რა ნორმებმა არ იმუშავა საერთოდ და იქნება ამოსაღები;

–        რა ნორმებს დასჭირდება ცვლილება;

ამ პრინციპით შემუშავდა ახალი რეგლამენტის პროექტი, რომლის ერთ–ერთ ძირითადი პრიორიტეტია ამომრჩევლებთან მუშაობის მექანიზმების დახვეწა–სრულყოფა. კონკრეტულად გაიწერა პროცედურები, როგორც მაჟორიტარი, ისე პროპორციული წესით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, დაიხვეწა პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის შემთხვევაში გამოსაყენებელი საჯარიმო სანქციები, მათი ეფექტური მოქმედების მიზნით.

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა რომ ახალი რეგლამენტის პოექტი მზად არის საკანონმდებლო პროცედურების დაწყებისათვის.

კომიტეტის წევერები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს (ერთხმად):

        საქართველოს კონსტიტუციის 67–ე მუხლის თანახმად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" პროექტი წარედგინოს პარლამენტის ბიუროს საკანონმდებლო პროცედურების დაწყების მიზნით

        /რეგლამენტის პროექტი და დასკვნა თან ერთვის/

 

         კომიტეტის თავმჯდომარე

                

              

                

                                                                                ხათუნა გოგორიშვილი 

 

 

 

 

              კომიტეტის  აპარატის                           

                         უფროსი                                           თამარ დიხამინჯია

                    

 
modules