| ოქმი N120 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N120 29 მარტი 2012წ. 18:00 საათი. ოთახი N221
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით თოდრაძე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ ანჯაფარიძე, გიორგი ხახნელიძე, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი(პროექტი): საქართველოს პარლამენტის 80 წევრის მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა
მომხსენებელი: დავით თოდრაძე
სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:
მოისმინეს: დავით თოდრაძის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავსსაქართველოს პარლამენტის 80 წევრის მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს. პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად სამუშაო ჯგუფმა აპარატის მუშაკების შემადგენლობითა და მისი ხელმძღვანელობით გადაამოწმა პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა. გადამოწმების შედეგად კომიტეტმა წარმოდგენილი 80 ხელმოწერიდან დაადასტურა 80–ივე ხელმოწერის ნამდვილობა. ამგვარად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეამოწმა ხელმოწერების ნამდვილობა და რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა გადამოწმების შედეგები. კომიტეტმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (80 ხელმოწერა) შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლით დადგენილ რაოდენობას. ყოველივე ზემოაღნიშნული, იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას.
გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ. /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავით თოდრაძე
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია |






