ოქმი N119

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და     აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

ერთობლივი სხდომის

ოქმი N119

                                                                       24 მარტი 2012წ.

15:00 საათი.

ჩაქვი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზი  

 

სხდომას უძღვებოდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე.

სხდომას ესწრებოდნენ:

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრები: ხათუნა გოგორიშვილი, დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი,  კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე.

აფხაზეთის ავტოონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე –ელგუჯა გვაზავა და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ მახარაძე და უმაღლესი საბჭოს სხვა წევრები.

მოწვეულები: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – ანზორ ბოლქვაძე

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6   წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ"  განხილვა     

მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი  

 

 

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა ერთობლივი სხდომის მონაწილეებს

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით:

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია.

              მისალმებისა და შესავალი სიტყვის შემდეგ, რომელშიც ხათუნა გოგორიშვილმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოების თანამშრომლობის არსებული ფორმატი, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ არსად კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს პარლამენტის  რეგლამენტში დაფიქსირებული და ჩამოყალიბებული არაა ამ ურთიერთობის სამართლებრივი ჩარჩოები. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების მიერ საკანონმდებლო ინიციატივების განხილვები მიმდინარეობს ინდივიდუალურ რეჟიმში, რაც ცხადია, არ წარმოადგენს სულფასოვან საკანონმდებლო რეჟიმს.

              მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული გარემოების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მოამზადა საკანონდებლო ინიციატივა – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ", რომლის მიზანია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე კოორდინირებული მუშაობა. ამ მიზნის შესაბამისად რეგლამენტს დაემატება მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებისაგან შეიქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.

         ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება იქნება პირველი ეტაპი ერთობლივი საკანონმდებლო საქმიანობის ეფქტურობის ამაღლების და სრულყოფის მიმართულებით.

–              ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში შევლენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ–სამი წევრი;

–              ერთობლივ საკოორდინაცო საბჭოს უხელმძღვანელებს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით ერთ–ერთი მოადგილე;

–              ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები გაიმართება სამ თვეში ერთხელ მაინც;

–               საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებმა რეგლამენტში ამ ცვლილებების ამოქმედბიდან 10 დღის ვადაში უნდა უზრუნველყონ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრთა პარლამენტში წარდგენა.

 

ელგუჯა გვაზავა – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე მიესალმა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ პროექტს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. იგი თავის გამოსვლაში შეეხო აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ მდგომარეობის, მისი არსებობის აუცილებლობის საკითხს და მოიყვანა პოლონეთისა და ჩინეთის მთავრობების, ტიბეტის მაგალითი.

               გვაზავამ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შესაბამისად,  წარმომადგენლობითი ორგანოების ურთიერთობისათვის ოფიციალურ–სამართლებრივი სტატუსის მინიჭება ამ ურთიერთობას სრულიად ახალ სტადიაზე გადაიყვანს.

მიხეილ მახარაძე – აჭარის ავტონმიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე მიესალმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ რეგლამენტში ინიცირებული ცვლილების შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოს შექმნის საკითხს, რაც ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო საქმიანობას კოორდინირებულ ხასიათს მიანიჭებს და უფრო მოქნილს, ეფექტურს გახდის მას. საკანონმდებლო პროცესის აქამდე არსებულ ინდივიდუალურ რეჟიმში ფუნქციონირება რიგ შემთხვევებში შეუძლებელი იყო ხოლმე.

პეტრე ზამბახიძემ მადლობა გადაუხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიეტის თავმჯდომარეს წარმოდგენილი პროექტის გამო და აღნიშნა, რომ საკოორდინაციო საბჭოს შექმნა ხელს შეუწყობს საკანონმდებლო პროცესის კოორდინირებულ და სწრაფ რეჟიმში წარმართვას, მითუმეტეს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მომზადებულია რიგი საკანონმდებლო ინიციატივები, თუმცა საკანონმდებლო პროცედურები ჯერ არ დაწყებულა. პეტრე ზამბახიძემ გამოთქვა აგრეთვე სურვილი და შემოიტანა წინადადება, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უახლოესი სხდომა გამართულიყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ერთად, სხვადასხვა საკითხების უკეთ კოორდინირების მიზნით, რაზედაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგელები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმალესი საბჭოს თამჯდომარე სიამოვნებით დაეთანხმნენ.

ანზორ წოწონავა – აფახაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი მიესალმა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოს შექმნის თაობაზე და გამოთქვა სურვილი, რომ ამ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში გარდა სხვა საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ავტონომიური რსპუბლიკის უმაღლესი საბჭოსთან ერთად იმუშაოს ყველაზე მთავარ საკითხზე– აფხაზეთის სტატუსზე.

              ანზორ წოწონავამ გამოთქვა აგრეთვე მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სასურველი იქნება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რსპუბლიკების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეების მიერ სამ–სამი წევრის პარლამენტში წარდგენის შემდგომ, საკოორდინაციო საბჭოს ერთიანი შემადგენლობის დამტკიცება მოხდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

ხათუნა გოგორიშვილი დაეთანხმა ანზორ წოწონავას მიერ გამოთქმულ მოსაზრებას,  რომ საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკოორდინაციო საბჭოს ერთიანი შემადგენლობის დამტკიცება მოხდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით და კომიტეტის აპარატს დაავალა ეს მოსაზრება ასახულიყო რეგლამენტის პროექტში.

ხათუნა გოგორიშვილმა გარდა ზემო აღნიშნული ცვლილებისა (რომელიც განიხილეს ერთობლივი სხდომის ფორმატში) კომიტეტის წევრებს გააცნო კიდევ ერთი ცვლილება, რომლის თანახმადაც "2012 წლის 1 მაისიდან პარლამენტის პლენარული სხდომები შეიძლება ჩატარდეს", როგორც ქალაქ თბილისში, ისე ქალაქ ქუთაისში.

კომიტეტის წევრების მხრიდან წარმოდგენილ დამატებასთან დაკავშირებით   შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილმა  კენჭისყრაზე დააყენა საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს მიერ შემუშავებულისაქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში " ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენის თაობაზე საკანონმდებლ პროცედურების დაწყების მიზნით.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

         საქართველოს კონსტიტუციის 67–ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი

         საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო პროცედურების დაწყების მიზნით, 

         /კანონპროექტი თან ერთვის/

 

          კომიტეტის თავმჯდომარე

              

                

                                                                                ხათუნა გოგორიშვილი 

 

 

              კომიტეტის  აპარატის                           

                         უფროსი                                           თამარ დიხამინჯია

 
modules