| ოქმი N118 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N118 13 მარტი 2012წ. 10:30 საათი. ოთახი N221
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი(პროექტი): საქართველოს პარლამენტის 86 წევრის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხის განხილვა მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი
სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს საქართველოს პარლამენტის 86 წევრის მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხს.
პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად სამუშაო ჯგუფმა აპარატის მუშაკების შემადგენლობითა და მისი ხელმძღვანელობით გადაამოწმა პარლამენტის წევრების ხელმოწერების ნამდვილობა. გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ერთი ხელმოწერა თ. ჩარკვიანის მიერ შესრულებული იყო ორჯერ, ხოლო ერთ ხელმომწერ პარლამენტის წევრთან – კობა ხაბაზთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამ გარემოების გათვალისწინებით კომიტეტმა წარმოდგენილი 86 ხელმოწერიდან დაადასტურა 84 ხელმოწერის ნამდვილობა. ამგვარად საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა შეამოწმა ხელმოწერების ნამდვილობა და რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად, კომიტეტის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინა გადამოწმების შედეგები. კომიტეტმადაადგინა, რომ წარმოდგენილი ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა (84 ხელმოწერა) შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის172-ე მუხლით დადგენილ რაოდენობას. ყოველივე ზემოაღნიშნული, იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 102-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით და საქართველოსპარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას.
გადაწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „საქართველოს კონსტიტუციურ კანონში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ. /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია |






