ოქმი N117

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების

გაერთიანებული სხდომის  

ოქმი N117

                                                                       9 მარტი 2012წ.

17:00 საათი. /პირველი რესპუბლიკის დარბაზი/

 

გაერთიანებულ სხდომას უძღვებოდა: იურდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი

გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ:

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე,  კახაბერ სუხიშვილი, გიოგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები;

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები;

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრები

 

მოწვეული: ანდრია ურუშაძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ოთარ თოიძე – . პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების,  იურიდიულ საკითხთა,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის,  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების აპარატების უფროსები, აპარატის თანამშრომლები, თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი და მასმედიის წარმომადგენლები.

გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ"" (07-2/405; 03.02.08)

    მომხსენებელი: ანდრია ურუშაძე  

 

გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი

 

გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით:

 

მოისმინეს: ანდრია ურუშაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობის მერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონებში: "სახელმწიფო პენსიის შესახებ", "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ" და "სოციალური დახმარების შესახებ". ცვლილებების  მიზანია: ხელი შეუწყოს ქვეყანაში ხანდაზმული მოსახლეობისათვის საპენსიო პაკეტის, ხოლო სოციალური დაცვის საჭიროების მქონე მოსახლეობის ცალკეული ჯგუფებისათვის სოციალური პაკეტის შექმნას, დღეისათვის არსებული სხვადასხვა სარგებელის ერთიან სქემაში მოყვანასა და სისტემატიზაციას ერთიანი გასაცემლის სახით.

            ცვლილებების შესაბამისად იგეგმება:

–        2012 წლის 1 სექტემბრიდან ასაკით პენსიონერებისათვის როგორც ფულადი სახის პენსიის, ასევე არაფულადი სახის ჯანმრთელობის დაზღვევის გაცემა. შესაბამისად შემოდის "საპენსიო პაკეტის" ცნება, რომელიც გააერთიანებს გასაცემ ყველა ფულად და არაფულად ბენფიტს;

–        საპენსიო პაკეტის ოდენობა განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით;

–        სხვა კატეგორიის პენსიონერებს შეუნარჩუნდებათ ყველა ფულადი და არაფულადი შეღავათი და გაერთიანდება "სოციალური პაკეტის" სახით.

–        ყველა შეღავთი შეუნარჩუნდება აგრეთვე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ოჯახებს და მიიღებენ დამატებით ფულად დახმარებებს საარსებო შემწეობების სახით;

–        შენარჩუნდება დევნილებისათვის შემწეობების გაცემა;

–        გამარტივდება პენსიის დანიშვნა–მიღების პროცედურები, კერძოდ პენსიის ადმინისტრირების პროცესში შესაძლებელი იქნება ელექტრონული დოკუმენტბრუნვისა და ელექტრონული შეტყობინების გამოყენება;

–        გაუქმდება პენსიის დანიშვნის სავალდებულობა მოქალაქის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, შესაბამისად მოქალაქეს უფლება ექნება მიმართოს სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოს" ნებისმიერ ფილიალს;

–        ყველა პენსიონერს 67 წლის ზემოთ ექნება 140 ლარიანი "საპენსიო პაკეტი", სადაც 15 ლარი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევის სახით გაცემული, ხოლო 125 ლარი ფულადი სახით;

–        60–დან 67 წლამდე ქალებს და 65–დან 67–წლამდე  მამაკაცებს დაენიშნებათ გაზრდილი ოდენობის – 125 ლარიანი საპენსიო პაკეტი, რომლიდანაც 15 ლარი განკუთვნილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევისათვის, ხოლო 110 ლარი გაიცემა ფულადი სახით. ამასთან, მათ ვისაც 2012 წლის 1 სექტემბრამდე დანიშნული ქონდათ 110 ლარზე ნაკლები ოდენობის ფულადი გასაცემელი, საპენსიო პაკეტის ფულადი ნაწილი შეევსებათ 110 ლარამდე;

–        სახელმწიფო კომპენსაციის ყველა მიმღებისათვის სახელმწიფო კომპენსაციის   ოდენობა გამოითვლება უფლებამოსლების შეწყვეტისას არსებული ხელფასიდან;

–        წარმოდგენილი ცვლილებები გათვლილია საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად და დამატებით ასიგნებებს არ საჭიროებს.

  აზრი გამოთქვეს:       

   ჯონდო ბაღათურიამ თავისი მოსაზრებები საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებების პაკეტთან დაკავშირებით ჩამოაყალიბა შემდეგი შეკითხვების სახით:  

–        რატომ არ სრულდება მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის  მიერ "გაცემული დაპირება", რომ პენსიის მინიმალური ოდენობა გაუთანაბრდებოდა 100 დოლარს?

–        რატომ იზრდება პენსიის ოდენობა 2012 წლის 1 სექტემბრიდან და არა 2012 წლის 1 იანვრიდან?

–        რატომ არ ეზრდებათ პენსია პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს, მარჩენალდაკარგულებსა და პოლიტრეპრესირებულებს, რომელთა რაოდენობაც შეადგენს 2400–ს?

–        რა პრინციპით არის შერჩეული და დადგენილი ასაკი  – 67 წელი?

–        რატომ არის განსაზღვრული საპენსო პაკეტის ფულადი ნაწილი 125 ლარი, რატომ არ შეიძლება უფრო მეტი?

–        იმის გათვალისწინებით რომ ასაკით პენსიონერთა რეალური  რაოდენობა შეადგენს 828 ათასს, რატომ ხდება ამ ციფრის გაზრდა მათთვის იმ არასაპენსიო ასაკის პირთა დამატებით, რომლებიც იღებენ შემწეობებს სხვადასხვა სოციალური პროგრამების შსაბამისად?

–        რატომ არ ხდება პენსიონერთა და უმწეოთა გამიჯვნა?

–        რატომ არ ხდება საპენსიო თანხის გაანგარიშება დღეისათვის არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით?

ჯონდო ბაღათურიას აზრით არ შეიძლება სახელმწიფო აძლევდეს თავის მოქალაქეებს საარსებო მინმუმზე დაბალი ოდენობის თანხას. 

ანდრია ურუშაძე – მომხსენებელმა ჯონდო ბაღათურიას მიერ დასმულ შეკითხვებთან და გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონმა განსაზღვრა თარიღი – 2012 წლის 1 სექტემბერი. რაც შეეხება "პენსიებისა"და "შემწეობების" გამიჯვნას, ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით – შემწეობას "სოციალური პენსია" ეწოდება, ხოლო სოციალური პაკეტი უნდა აერთიანებდეს ყველა ბენეფიციარს.

            ანდრია ურუშაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო მზად არის იმუშაოს უნიფიცირებული  დეფინიციების დადგენისა და საპენსიო თუ სოციალური პაკეტის შემდგომი გაზრდის  მიმართულებით. დღეისათვის წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯია ამ გაუმჯობესების გზაზე.

 

თათული თოდუა   – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი მცირე პროგრესია საპენსიო უზრუნველყოფის გაუმჯობესების თვალსაზრისით, თუმცა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცის აზრით, არ შეიძლება "სოციალური პაკეტის " მოცულობის განსაზღვრის პრეროგატივა, რომელიც აქამდე პარლამენტს ეკუთვნოდა, როგორც ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოს, გადაეცეს საქართველოს მთავრობას. ცვლილებების მე–12 1მუხლის თანახმად გათვალისწინებულია, რომ სოციალური პაკეტის მოცულობა განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით.  რამდენი უნდა იყოს სოციალური პაკეტის მოცულობა? – ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა სრულიად თავისუფალია  ოდენობის დადაგენისას.

            სასურველი იქნებოდა აგრეთვე, რომ ცვლილებების 22–ე მუხლში გაჩენილიყო დათქმა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, რომელთაც ეს სტატუსი 2012 წლის შემდეგ წარმოეშვებათ არ გაუუარესდებათ მდგომარეობა.

ანდრია ურუშაძე – მომხსენებელმა თათული თოდუას მიერ გამოთქმულ შენიშვნებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ეფუძნება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და პარლამენტი თავის მხრივ მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს მთავრობის მიერ სხვადასხვა კანონებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე, რაც ბუნებრივია სრულიად გამორიცხავს საქართველოს მთავრობის ნებისმიერ "გაუთვლელ" მოქმედებას

            სოციალური პაკეტის ოდენობის განსაზღვრის მიმართულებით.           

მაგდა ანიკაშვილმა აღნიშნა რომ:

–        სასურველია სოციალური პაკეტის ყველა მიმღებმა მიიღოს აგრეთვე სადაზღვევო პაკეტი;

–        პენსიის ოდენობა წლების განმავლობაში მიმდინარე ინფლაციისა და პროდუციის ფასების მკვეთრი მატების გათვალისწინებით არის ძალიან მცირე;

–        წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად: "60–დან 67 წლამდე ქალებს და 65–დან 67–წლამდე  მამაკაცებს დაენიშნებათ გაზრდილი ოდენობის – 125 ლარიანი საპენსიო პაკეტი, რომლიდანაც 15 ლარი განკუთვნილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევისათვის, ხოლო 110 ლარი გაიცემა ფულადი სახით" – რაც ქალთა ერთგვარი დისკრიმინაცია, რადგანაც მამაკაცისაგან განსხვავებით ქალმა 140 ლარიან საპენსიო პაკეტს უნდა ელოდოს უფრო მეტი;

–        რეგიონებში მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელია ინვალიდი ბავშვების საკითხი;

–        არ არის ჩამოყალიბებული აგრეთვე, რა პირობებით და წესით მოხდება მარჩენალდაკარგულებისა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებისათვის სოციალურ პაკეტის მოცულობის განსაზღვრა?

–        მაგდალინა ანიკაშვილმა აღნიშნა, რომ სხვა გამომსვლელებთან ერთად, მისთვისაც საინტერესოა არგუმენტი თუ რატომ ცდილობს საქართველოს მთავრობა "სოციალური პაკეტის" მოცულობის განსაზღვრის პრეროგატივის საპარლამენტო სივრციდან გატანას?

 

ანდრია ურუშაძემ მაგდალინა ანიკაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ უმთავრესი არგუმენტი საპარლამენტო სივრციდან "სოციალური პაკეტის" მოცულობის განსაზღვრის პრეროგატივის გატანისა და საქართველოს მთავრობისათვის გადაცემის არის ის სწრაფი, პროგრესული ცვლილებები, რომლებიც საპენსიო პოლიტიკის სივრცეში ხდება და მითხოვს უფრო დინამიურ, სწრაფ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ინვალიდ ბავშვებს, ანდრია ურუშაძის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ შემუშავდეს ინდივიდუალური მიდგომა..   

 

ოთარ თოიძემ აღნიშნა, რომ  საქრთველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი ხაზგასმით გამოხატავს ზრდის ტენდენციას საპენსიო და სოციალური პოლიტიკის სირცეში და მისასალმებელია.   

 

პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე რთული მისთვის, როგორც პარლამენტის წევრისათვის, არის ის გადაწყვეტილებები რომლებიც უშუალოდ ადამიანებს ეხება, განსაკუთრებით პენსიონერებსა დ სოციალურად დაუცველებს, უმწეობს, ინვალიდებს, უნარშეზღუდულებს .

პავლე კუბლაშვილი დაეთანხმა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას, რომ საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი როგორც საპენსიო თანხების გაზრდის, ასვე სამედიცინო დაზღვევის კუთხით წარმოადგენს პროგრესულ, წინგადადგმულ ნაბიჯს შესაბამისი სოციალური ფენის მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.    

 

კომიტეტებმა კენჭი უყარეს ცალ–ცალკე  და გადაწყვიტეს:

 

მათ შორის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ერთხმად:

საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პროექტის თაობაზძე გამართული სამუშაო შეხვედრების დროს გამოთქმული შენიშვნები ასახული იქნა მთავრობის მიერ გადამუშავებულ ვარიანტში, მხარი უჭერს საქართველოს მთავრობის  საკანონმდებლო ინიციატივის –"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის წარმოდგენილი რედაქციას.

(საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის გდაწყეტილება თან ერთვის)

 

        

საპროცედურო საკითხთა და წესების

            კომიტეტის თავმჯდომარის

                პირველი მოადგილე

              

                                                                                                დავით თოდრაძე 

 

            იურიდიულ საკითხთა

        კომიტეტის თავმჯდომარე                                       პავლე კუბლაშვილი

 

 

       ადამიანის უფლებათა დაცვისა

    და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის

          თავმჯდომარის მოადგილე,

 

                                                                                          მარიკა ვერულაშვილი

 

 

 

    საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თამჯდომარის

                 თავმჯდომარის მოადგილე

 

 

 

                 კომიტეტის  აპარატის                           

                         უფროსი                                                             თამარ დიხამინჯია

 
modules