| ოქმი N116 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N116 22 თებერვალი 2012წ. 15:00 საათი. ოთახი N221
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი(პროექტი): საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა
მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი
სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტის ("ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე აღმოუჩინონ დახმარება მაჟორიტარ პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ამ პუნქტის შესაბამისად აღმოჩენილი დახმარების შესახებ) შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ყველა მაჟორიტარმა დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კომიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაწეული დახმარების შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მიღების მიზნით კომიტეტმა 2011 წლის 22 დეკემბრის სხდომის გადაწყვეტილების თანახმად /ოქმი N114/ შექმნა სამუშაო ჯგუფი 4 წევრის შემადგენლობით (დავით თოდრაძე – ჯგუფის ხელმძღვანელი, კახაბერ სუხიშვილი – ჯგუფის წევრი, მამუკა გაფრინდაშვილი – ჯგუფის წევრი, აპარატის წამყვანი სპეციალისტი, მაკა წულაია – ჯგუფის წევრი, აპარატის წამყვანი სპეციალისტი). ჯგუფის მიერ გაწეული მუშაობის შედეგად, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა წევრებმა, რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურებისა და ვადების დაცვით, წარმოადგინეს სათანადო ინფორმაციები კომიტეტში.
გადაწყვიტეს (ერთხმად): ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრების მიერ კომიტეტში წარმოდგენილი ინფორმაციები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია |






