ოქმი N115

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის    სხდომის

ოქმი N115

                                                                       15 თებერვალი 2012წ.

15:00 საათი. ოთახი N221  

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე,  კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  6   წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

                                                                                  მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი  

 

სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.

 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან  დაკავშირებით:

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,   თავისი საქმიანობის განსაკუთრებული სპეციფიკიდან გამომდინარე, კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის დახვეწის მიზნით,  აგრძელებს მუშაობას პროექტზე: "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" – მთელი საპარლამენტო საქმიანობის განმავლობაში არსებული პრაქტიკული გამოცდილებისა და მომავალი საპარლამენტო  ცხოვრების ახალი რეალობის გათვალისწინებით.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

       

        ცნობად იქნეს მიღებული წარმოდგენილი ინფორმაცია და გაგრძელდეს მუშაობა "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის დასრულების მიზნით.

 

 

 

          კომიტეტის თავმჯდომარე

              

                 

                                                                                ხათუნა გოგორიშვილი 

 

 

 

 

              კომიტეტის  აპარატის                           

                         უფროსი                                           თამარ დიხამინჯია

                    

 
modules