| ოქმი N114 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N114 22 დეკემბერი 2011წ. 15:00 საათი. ოთახი N221
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი(პროექტი): საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მიღებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნა
მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი
სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა.
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მიღებისათვის სამუშაო ჯგუფის შექმნა
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტის ("ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს უფლება აქვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე აღმოუჩინონ დახმარება მაჟორიტარ პარლამენტის წევრს უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით. პარლამენტის წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ამ პუნქტის შესაბამისად აღმოჩენილი დახმარების შესახებ) შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის ყველა მაჟორიტარმა დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია კომიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაწეული დახმარების შესახებ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მიღების მიზნით მიზანშეწონილი იქნება სამუშაო ჯგუფის შექმნა.
კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას
გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით 2011 წელს გამოყოფილი ხარჯების თაობაზე სათანადო ინფორმაციის მიღების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი; 2. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვროს 4 წევრით დავით თოდრაძე – ჯგუფის ხელმძღვანელი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; კახაბერ სუხიშვილი – ჯგუფის წევრი, კომიტეტის წევრი; მამუკა გაფრინდაშვილი – ჯგუფის წევრი, აპარატის წამყვანი სპეციალისტი; მაკა წულაია – ჯგუფის წევრი, აპარატის წამყვანი სპეციალისტი; /გადაწყვეტილება თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია |






