| ოქმი N113 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N113 8 დეკემბერი 2011წ. 15.00 საათი. ოთახი N221 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძის ადგილმონაცვლე ანდრო ალავიძე. მოწვეულები: საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი – თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 1. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებებისშეტანის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის(ირაკლი პეტრიაშვილის, ეთერ მათურელის, მაია კობახიძის, ლაშა ბლიაძის, ნათია სვანიძის, ნუკრი ყველაშვილის, ნინო რევიას და ნინომამუკაშვილის) მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადების განხილვა; /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/
2. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნითმოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი პეტრიაშვილის, ეთერ მათურელის, ბესიკ ხარატიშვილის, გოჩა კვიტატიანის, სულიკო მაშიას,თამაზ დოლაბერიძისა და ჰამლეტ ლომიძის) მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადების განხილვა; /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/
3. საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა. /მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა კომიტეტების წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით: არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისშესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ირაკლიპეტრიაშვილის, ეთერ მათურელის, მაია კობახიძის, ლაშა ბლიაძის, ნათია სვანიძის, ნუკრი ყველაშვილის, ნინო რევიას და ნინო მამუკაშვილის)მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადების განხილვა;
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად შეისწავლა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი პეტრიაშვილის, ეთერ მათურელის, მაია კობახიძის, ლაშა ბლიაძის, ნათია სვანიძის,ნუკრი ყველაშვილის, ნინო რევიას და ნინო მამუკაშვილის შემადგენლობით) მიერ წარმოდგენილი განცხადება – არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ»საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1764 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებასა და სარეგისტრაციო მოწმობის, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემას.
გადაწყვიტეს(ერთხმად):
1. საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «უმაღლესი განათლებისშესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი პეტრიაშვილის, ეთერ მათურელის, მაია კობახიძის, ლაშაბლიაძის, ნათია სვანიძის, ნუკრი ყველაშვილის, ნინო რევიას და ნინო მამუკაშვილის შემადგენლობით) რეგისტრაციის თაობაზე;
2. საინიციატივო ჯგუფს გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში – კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით:
არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნითმოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი პეტრიაშვილის, ეთერ მათურელის, ბესიკ ხარატიშვილის, გოჩა კვიტატიანის, სულიკო მაშიას, თამაზდოლაბერიძისა და ჰამლეტ ლომიძის) მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი განცხადების განხილვა;
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად შეისწავლა მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი პეტრიაშვილის, ეთერ მათურელის, ბესიკ ხარატიშვილის, გოჩა კვიტატიანის,სულიკო მაშიას, თამაზ დოლაბერიძისა და ჰამლეტ ლომიძის შემადგენლობით) მიერ წარმოდგენილი განცხადება – არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონშიცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1764 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნულის გათვალისწინებით, რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებასა და სარეგისტრაციო მოწმობის, აგრეთვე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემას.
გადაწყვიტეს(ერთხმად):
1. საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «სახელმწიფო კომპენსაციისადა სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ» საქართველოსკანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ირაკლი პეტრიაშვილის,ეთერ მათურელის, ბესიკ ხარატიშვილის, გოჩა კვიტატიანის, სულიკო მაშიას, თამაზ დოლაბერიძისა და ჰამლეტ ლომიძის შემადგენლობით) რეგისტრაციის თაობაზე;
2. საინიციატივო ჯგუფს გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში – კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად. /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით: საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა.
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად კომიტეტი განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნის გათვალისწინებით (კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლობის ქვოტა უნდა იყოს უმცირესობაზე ნაკლები), ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები გადანაწილდა შემდეგი სახით: ფრაქცია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (100 წევრი) – 4 წევრი; ფრაქცია: „საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები“ (16 წევრი) – 1 წევრი ; ფრაქცია: „ქრისტიან–დემოკრატები“ (7 წევრი) – 2 წევრი ; ფრაქცია: „ძლიერი საქართველო“ (6 წევრი) – 2 წევრი ; ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ (6 წევრი) – 2 წევრი ;
გადწყვიტეს (ერთხმად): საქართველოს პარლამეტის ბიუროს წარედგინოს კომიტეტის გადაწყვეტილება და პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო–ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელ საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების თაობაზე
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია |






