ოქმი N112

საქართველოს პარლამენტის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  

რიგგარეშე   სხდომის

ოქმი N112

11 ნოემბერი 2011წ.

14. 00 საათიოთახი N221 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი,  მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი,  გიორგი ხახნელიძე და დილარ ხაბულიანის ადგილმონაცვლე  გოჩა შანიძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები  და   მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა ერთხმად.

 სხდომის დღის წესრიგი:

 

საქართველოს პარლამენტის 83 წევრის მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის  საკითხის განხილვა

/მომხსენებელი: daviT TodraZe/

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით

 

მოისმინეს: დავით თოდრაძის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა (დავით თოდრაძე; კახაბერ სუხიშვილი; მაგდალინა ანიკაშვილი) შეამოწმა ხელმოწერების ნამდვილობა და რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგინა განსახილველად კომიტეტის სხდომაზე გადამოწმების შედეგები,  რომელიც შეეხებოდა   «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის უფლების განხორციელებას.

 კომიტეტმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლით დადგენილ ხელმოწერების რაოდენობას.

ყოველივე ზემოაღნიშნული, იძლევა საქართველოს კონსტიტუციის   102-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას.

აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა, მაგდალინა ანიკაშვილმა            

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს დასკვნა საქართველოს პარლამენტის 83 წევრის მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ.

 

კომიტეტის თავმჯდომარ

                                               

                                                                                          ხათუნა გოგორიშვილი 

        

 

    კომიტეტის  აპარატის

               უფროსი 

                                                                                        თამარ დიხამინჯია   

 
modules