ოქმი N111

საქართველოს პარლამენტის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  

რიგგარეშე   სხდომის

ოქმი N111

11 ნოემბერი 2011წ.

1130 საათიოთახი N221 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი,  მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი,  გიორგი ხახნელიძე და ელენე ჯავახაძის ადგილმონაცვლე  ეკა ხერხეულიძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები  და   მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა ერთხმად.

 სხდომის დღის წესრიგი:

 

საქართველოს პარლამენტის 83 წევრის მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის გადასამოწმებლად  სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვა

                                                                       /მომხსენებელიხათუნა გოგორიშვილი/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავსსაქართველოს პარლამენტის 83 წევრის მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების საკითხს.

                  პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა ხელმოწერების ნამდვილობის გადამოწმების მიზნით შესაქმნელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა:

1.     დავით თოდრაძე – ჯგუფის ხელმძღვანელი;

2.      კახაბერ სუხიშვილი – ჯგუფის წევრი;

3.      მაგდალინა ანიკაშვილი – ჯგუფის წევრი.

 

კომიტეტის წევრების მხრიდან ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

საქართველოს პარლამენტის 83 წევრის მიერ "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის გადასამოწმებლად  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი – დავით თოდრაძის (ხელმძღვანელი), კახაბერ სუხიშვილის (წევრი)  და მაგდალინა ანიკაშვილის (წევრი) შემადგენლობით.

 

კომიტეტის თავმჯდომარ

                                               

                                                                                         ხათუნა გოგორიშვილი 

        

 

    კომიტეტის  აპარატის

               უფროსი 

                                                                                        თამარ დიხამინჯია                  

 
modules