ოქმი N110

საქართველოს პარლამენტის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის    სხდომის

ოქმი N110

4 ნოემბერი 2011წ.

14.00 საათიოთახი N221 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით თოდრაძე.

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი,  კახაბერ სუხიშვილი,  გიორგი ხახნელიძე და ელენე ჯავახაძის ადგილმონაცვლე  მამუკა გაჩეჩილაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები  და   მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა ერთხმად.

 სხდომის დღის წესრიგი:

 

საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ მისაბიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა.

                                                  /მომხსენებელი:  დავით თოდრაძე/ 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით

 

მოისმინეს: დავით თოდრაძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ მისაბიშვილისათვის  პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.

                  მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მისაბიშვილისათვი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 20 ოქტომბრის N20/10/05 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში(ქალაქი ოთი, აბაშის, ზუგდიდის მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულად–გუბერნატორად.  აქედან გამომდინარე მან დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა   და საქართველოს კონსტიტუციის 54–ე მუხლის მე–2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გურამ მისაბიშვილს უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

                 საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის გურამ მისაბიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.

 

 

 

 

 კომიტეტის თავმჯდომარის

          პირველი მოადგილე

                                               

                                                                                          დავით თოდრაძე 

        

 

    კომიტეტის  აპარატის

               უფროსი 

                                                                                        თამარ დიხამინჯია

                    

 
modules