ოქმი N108

საქართველოს პარლამენტის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის   

სხდომის

ოქმი N108

                                                                       11 ოქტომბერი 2011წ.

13.00 საათი. ოთახი N221 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, გურამ მისაბიშვილი, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე.

მოწვეულები: ხათუნა კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურის წარმომადგენელი.                                                                                                                                  სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი - თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მასმედიის წარმომადგენლები.                                                                                                              სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

1. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"     საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა III  მოსმენა/;

      /მომხსენებელიხათუნა კაპანაძე/

2. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა II  მოსმენა/ .

      /მომხსენებელიხათუნა გოგორიშვილი/

 

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით, რომ  განსახილველად დაემატებინათ საკითხი 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად ¹N17 თელავის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვასილ დავითაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.

 კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და ერთხმად დაამტკიცეს სხდომის კორექტირებული დღის წესრიგი.

 

სხდომის დღის წესრიგი :

1.  2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად ¹17 თელავის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვასილ დავითაშვილის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საკითხის განხილვა

      /მომხსენებელიხათუნა გოგორიშვილი/

2. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"     საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა /საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა III  მოსმენა/;

      /მომხსენებელიხათუნა კაპანაძე/

3. "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა II  მოსმენა/ .

      /მომხსენებელიხათუნა გოგორიშვილი/

 

1. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით:

 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად ¹17 თელავის   საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვასილ დავითაშვილის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე საკითხის განხილვა

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენილი იქნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მასალები (შემაჯამებელი ოქმი, სააღრიცხვო ბარათი) 2011 წლის 2 ოქტომბერს შუალედური არჩევნების შედეგად ¹N17 თელავის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვასილ დავითაშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა აგრეთვე 2011 წლის 5 ოქტომბერს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ ვასილ დავითაშვილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მონაცემთა ბაზაში ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არ იმყოფება და ჩატარებული გამოკვლევის საფუძველზე ნარკომანიისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ ცნობილი იქნეს ვასილ დავითაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.

 

გადაწყვიტეს(ერთხმად):

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა 2011 წლის 2 ოქტომბრის შუალედური არჩევნების შედეგად ¹17 თელავის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული ვასილ დავითაშვილის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე

/დასკვნა თან ერთვის/

 

2. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით:

              "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა

 

მოისმინეს: ხათუნა კაპანაძის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მესამე მოსმენით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა  აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები და წინადადებები კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ ყოფილა.

         ხათუნა კაპანაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ  კანონპროექტის თანახმად: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ"   საქართველოს კანონის  მე–2 მუხლის პირველ პუნქტს ემატება "ი1" ქვეპუნქტი: "საქართველოს საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე". რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობა და მათზეც გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული მოქმედების შეზღუდვა. კერძოდ, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ეკონომიკური ინტერესების განცხადება–გამოქვეყნება და პასუხისმგებლობა კორუფციული სამართლიანობისათვის.

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა მომხსენებელს შეახსენა კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება, რომ ანალოგიური ცვლილება მიზანშეწონილია განხორციელდეს სახალხო დამცველისა და მისი მოადგილის შემთხვევაშიც. კერძოდ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დაემატოს სახალხო დამცველი და მისი მოადგილე.

ხათუნა კაპანაძემ განმარტა, რომ შესაბამისი   საკანონმდებლო ინიციატივარომლის თანახმადაც ",საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დამატება სახალხო დამცველი და მისი მოადგილე – შემუშავების პროცესშია.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

           

1.                               კანონპროექტი: "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად.

2.                              კანონპროექტზე თანამომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით თოდრაძე.

                     /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/

3. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით     "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის განხილვა

 მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომხსენებელმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ:

–         პარლამენტის რეგლამენტის 149–ე მუხლის მე–2 პუნქტს დაემატება მე–7 პუნქტი, რომლის თანხმადაც: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტიით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მათ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი  კანონპროექტები ჩაითვლება უარყოფილად, რის შესახებაც წამყვანი კომიტეტი აცნობებს საქართველოს პარლამენტის ბიუროს, რომლის გადაწყეტილებაც გაფორმდება საოქმო ჩანაწერით;

–         იცვლება პარლამენტის რეგლამენტის 272–ე მუხლის მე–3 პუნქტი და ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმადაც რეგლამენტის 149–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის ამოქმედება  2013 წლის 1 იანვრამდე გადავადდება.

ხათუნა გოგორიშვილმა ბოლო ცვლილებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რეგლამენტის 149–ე მუხლის მე–2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტის თანახმად, ბიუროს სხდომაზე წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა კანონპროექტის ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ნორმის გადავადება 2013 წლისათვის გულისხმობს არა ვალდებულების გაუქმებას, არამედ სუბიექტის ცვლილებას – კონკრეტულად:  2013 წლამდე, ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება კანონპროექტის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე, ნაცვლად იურიდიული დეპარტამენტისა აქვს საკანონმდებლო ინიციტივის მქონე სუბიექტს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას  განმარტებით ბარათში მიუთითებს.

აზრი გამოთქვეს: თათული თოდუამ /ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა/ გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელია საერთოდ არ განხორციელდეს რეგლამენტში ამ სახის ცვლილება, რადგან მათი აზრით, რეგლამენტში შესაბამისი ხარვეზი არ არსებობს, ვინაიდან ამ ტიპის კანონპროექტების განხილვის გაგრძელების საკითხი შესაძლებელია დარეგულირდეს  რეგლამენტის 1491–ე  მუხლით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად. აგრეთვე, მათი აზრით, ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია პარლამენტის მიერ უკვე სამივე მოსმენით მიღებული კანონპროექტის ძალადაკარგულად გამოცხადება. 

ხათუნა გოგორიშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა მის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანშეწონილობის საკითხს, განმარტა, რომ საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი უკვე მიიღო პირველი მოსმენით. რაც შეეხება სამი მოსმენით მიღებული კანონპროექტების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხს ინიციატივის ავტორი დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებას და კომიტეტის აპარატის წარმომადგენელს დაავალა, რომ პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, თუ მიზანშეწონილი იქნებოდა დაფიქსირებულიყო შესაბამისი კონკრეტული დათქმა.

კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო:

სხდომაზე დამსწრე კომიტეტის 8 წევრიდან – 7 წევრმა

7 – მომხრე.

გადაწყვიტეს(ერთხმად) 

1.                 საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის; 

2.                 კანონპროექტზე მომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარე – ხათუნა გოგორიშვილი.  

/კანონპროექტი და დასკვნა თან ერთვის/

    

            კომიტეტის თავმჯდომარე

              

                                 

                                                                                  ხათუნა გოგორიშვილი          

 

           კომიტეტის  აპარატის 

                   უფროსი                                                თამარ დიხამინჯია

                                                                                      

 
modules