| ოქმი N106 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N106 23 სექტემბერი 2011წ. 15.00 საათი. ოთახი N221 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე და ელენე ჯავახაძის ადგილმონაცვლე ანდრო ალავიძე. მოწვეულები: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებელი ხათუნა კაპანაძე და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თათული თოდუა და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა ერთხმად. სხდომის დღის წესრიგი:
1. არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ", "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების თაობაზე საკითხის განხილვა.
(მომხს: დავით თოდრაძე) 2. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის განხილვა (საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა I მოსმენა). (მომხს: ხათუნა კაპანაძე) 3. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ტატიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა. (მომხს: ხათუნა გოგორიშვილი) 4. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ჩივიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა. (მომხს: ხათუნა გოგორიშვილი) 1. მოისმინეს: დავით თოდრაძის ინფორმაცია არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ", "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის(კახა კუკავას, თენგიზ ომანიძის, გიორგი ახალკაცის, მიხეილ ამაშუკელის, ბესიკ ღვინიაშვილის, მაგდა გაბრიჩიძის და ბეჟან გუნავას შემადგენლობით) მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კომიტეტის 2011 წლის 9 სექტემბერის სხდომაზე შექმნილმა კომისიამ დადგენილ ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1764 მუხლის მე–8 პუნქტის შესაბამისად გადაამოწმა ზემოაღნიშნული საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერები, სულ 3458 ფურცელი. გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა, რომლებიც შესრულებულია 1764 მუხლის მე–6 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, აღემატება 30000 ამომრჩევლის ხელმოწერას, რაც იძლევა საქართველოს კონსტიტუციის 67–ე მუხლის პირველი პუნქტით მინიჭებულ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების უფლებას. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა თუ რა სახის ხელმოწერები იქნა ჩათვლილი ბათილად. მან აღნიშნა, რომ კომიტეტს არ გააჩნია საგამოძიებო უფლება და მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით შეუძლია გადაამოწმოს ხელმოწერა ნამდვილად შეასრულა თუ არა კონკრეტულმა პირმა. ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ მათი საერთო რაოდენობა არ იყოს ნაკლები 30 000–ზე. მომხსენებელმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
გადაწყვიტეს (ერთხმად): არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით "საქართველოს ორგანულ კანონში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ", "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ" კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის(კახა კუკავას, თენგიზ ომანიძის, გიორგი ახალკაცის, მიხეილ ამაშუკელის, ბესიკ ღვინიაშვილის, მაგდა გაბრიჩიძის და ბეჟან გუნავას შემადგენლობით) მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის შესახებ კომიტეტის დასკვნა გაეგზავნოს პარლამენტის ბიუროს (კომიტეტის დასკვნა თან ერთვის). 2. მოისმინეს: ხათუნა კაპანაძის ინფორმაცია "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას. კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებით, რომლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა კანონიერი უფლებების დაცვა და დარღვეული უფლებების აღდგენის ხელშეწყობა. გარდა ამისა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული კანონის მიზნებისათვის ითვლებიან თანამდებობის პირებად. წარმოდგენილი კანონპროექტით თანამდებობის პირთა ჩამონათვალს ემატება საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობა და მათზეც გავრცელდეს კანონით გათვალისწინებული მოქმედების შეზუდვა. კერძოდ, თანამდებობრივი შეუთავსებლობა, ეკონომიკური ინტერესების განცხადება–გამოქვეყნება და პასუხისმგებლობა კორუფციული სამართლიანობისათვის. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ვინაიდან კანონმდებლობა ცნობს მხოლოდ საგადასახადო ომბუდსმენს, ბუნებრივია წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება კანონში, რაც ასევე ნიშნავს, რომ საგადასახადო ომბუდსმენსა და მის მოადგილეზე გავრცელდება კანონით განსაზღვრული მთელი რიგი ვალდებულებები. აზრი გამოთქვა აგრეთვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თათული თოდუამ. მან მისაღებად შეაფასა წარმოდგენილი ცვლილება და გამოთქვა მოსაზრება, რომ ანალოგიური ცვლილება განხორციელებულიყო სახალხო დამცველისა და მისი მოადგილის შემთხვევაშიც. .კერძოდ, "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში თანამდებობის პირთა ჩამონათვალს დამატებოდა სახალხო დამცველი და მისი მოადგილე. ხათუნა გოგორიშვილმა შეაჯამა განხილვის შედეგები და სთხოვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელს, რომ მოსაზრებები წარმოედგინათ წერილობითი სახით. გადაწყვიტეს: (ერთხმად)
1. კანონპროექტი "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. 2. კანონპროექტზე თანამომხსენებლად დაინიშნოს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით თოდრაძე. (კომიტეტის დასკვნა თან ერთვის)
3. მოისმინეს : ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ჩივიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ჩივიაშვილი საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 15 სექტემბრის N149 ბრძანებით დაინიშნა კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე მან დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა და საქართველოს კონსტიტუციის 54–ე მუხლის მე–2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ჩივიაშვილს უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
აზრი გამოთქვეს: კახაბერ სუხიშვილმა, დავით თოდრაძემ.
გადაწყვიტეს: (ერთხმად) საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ჩივიაშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
4. მოისმინეს : ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ტატიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ტატიშვილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N1409/06 განკარგულებით დაინიშნა საქართველოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში(გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულად–გუბერნატორად. აქედან გამომდინარე მან დაიკავა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობა და საქართველოს კონსტიტუციის 54–ე მუხლის მე–2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე–7 მუხლის მე–2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს გიორგი ტატიშვილს უნდა შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. გადაწყვიტეს: (ერთხმად) საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ტატიშვილისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი
თამარ დიხამინჯია |






