ოქმი N105

საქართველოს პარლამენტის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის    სხდომის

ოქმი N105

9 სექტემბერი 2011წ.

13.00 საათიოთახი N221 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  დავით თოდრაძე,  გურამ მისაბიშვილი, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძის ადგილმონაცვლე ზვიად კუკავა და ელენე ჯავახაძის ადგილმონაცვლე მიხეილ ცქიტიშვილი.

მოწვეულები: საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჯინჯოლავა, კომიტეტის აპარატის მუშაკები და   მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

სხდომის დღის წესრიგი დამტკიცდა ერთხმად.

სხდომის დღის წესრიგი:

1.  არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსში» ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ», «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ» და «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ» კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის განხილვა.

                                        (მომხს: ხათუნა გოგორიშვილი)

2. საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა.

                                   (მომხს: ხათუნა გოგორიშვილი)

1.  მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსში» ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ», «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ» და «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ» კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხის  შესახებ.

              მომხსენებელმა აღნიშნა რომ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა (კახა კუკავას, თენგიზ ომანიძის, გიორგი ახალკაცის, მიხეილ ამაშუკელის, ბესიკ ღვინიაშვილის, მაგდა გაბრიჩიძისა და ბეჟან გუნავას შემადგენლობით) საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა ზემოაღნიშნული კანონპროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება (N8187, 22.07.2011წ) შევსებულ ხელმოწერების ფურცლებთან ერთად, სულ 3458 ფურცელი. პარლამენტის ბიუროს 2011 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით (N196/6 ) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დაევალა ხელმოწერების ფურცლების მიღებიდან 2 კვირის ვადაში დადგენილი წესით შეამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა და შედეგები წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას.

აზრი გამოთქვეს:  დავით თოდრაძემ და გურამ მისაბიშვილმა

           

გადაწყვიტეს (ერთხმად):

    1 არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «საქართველოს ორგანულ კანონში «საქართველოს საარჩევნო კოდექსში» ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ», «საერთო სასამართლოების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ», «საქართველოს მოქალაქეობის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ» და «პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ» კანონის პროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ხელმოწერების გადამოწმების მიზნით შეიქმნას ჯგუფი 6  წევრის შემადგენლობით

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე –ჯგუფის ხელმძღვანელი,

კახაბერ სუხიშვილი,        გურამ მისაბიშვილი;

კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები: დავით ჯინჯოლავა,

            მამუკა  გაფრინდაშვილი,   მაკა წულაია.

         2.   ზემოაღნიშნულმა  ჯგუფმა ორი კვირის ვადაში დადგენილი წესით გადაამოწმოს ხელმოწერების ნამდვილობა და კომიტეტს წარუდგინოს დასკვნის პროექტი.

 2. მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის თაობაზე. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ შეიქმნა ახალი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისათვის", რომლის შემადგენლობა  განსაზღვრულია 6 წევრით. იმის გამო, რომ ახლადშექმნილ ფრაქციას კომიტეტებში უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი, საჭიროა   ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტების განსაზღვრა.

მომხსენებელმა აგრეთვე აღნიშნა, რომ   ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კომიტეტებში წარმომადგენელთა რაოდენობა შეუმცირდათ, ამიტომ წარმოდგენილ პროექტში  მათ 17 წევრიან კომიტეტში ეყოლებათ 11, 15 წევრიან კომიტეტში –11, 13 წევრიან კომიტეტში– 9, ხოლო 11 წევრიან კომიტეტში –7 წარმომადგენელი. ყველა დანარჩენ ფრაქციას  კომიტეტებში განესაზღვრათ თითო–თითო წარმომადგენელი,  გარდა  ფრაქცია "საქართველოს რეგიონები– მაჟორიტარებისა", რომლებსაც მხოლოდ 17 წევრიან კომიტეტში ჰყავთ 2 წარმომადგენელი, დანარჩენში – თითო  წარმომადგენელი. ამასთანავე, იმის გამო, რომ დამოუკიდებელი პარლამენტის წევრების  რაოდენობა შემცირდა ოთხამდე, მათ მხოლოდ 17 წევრიან კომიტეტში  ეყოლებათ თითო წარმომადგენელი.

გადაწყვიტეს: (ერთხმად) პარლამენტის ბიუროს გაეგზავნოს დასამტკიცებლად საპროცედურიო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ განსაზღვრული ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები.           

 

 

 

 კომიტეტის თავმჯდომარ

                                               

                                                                                                       ხათუნა გოგორიშვილი 

     

 

 

  კომიტეტის  აპარატის 

  უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                      

                                                                                      

                                                                                                             დავით ჯინჯოლავა                   

 
modules