ოქმი N104

საქართველოს პარლამენტის

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის    რიგგარეშე

სხდომის

ოქმი N104

                                                                       11 აგვისტო 2011წ.

15.00 საათი. ოთახი N221 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, გურამ მისაბიშვილი, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჯინჯოლავა, კომიტეტის აპარატის მუშაკები და   მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):

საპარლამენტო ფრაქციის: «ერთობა სამართლიანობისათვის» რეგისტრაციის    თაობაზე შემოსული განცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა

      /მომხსენებელიხათუნა გოგორიშვილი/

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან დაკავშირებით:

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციარომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 89–ე მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი განიხილავს ახალი საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ განცხადებას და თანდართულ მასალებს, პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომისათვის დასკვნის წარდგენის მიზნით.

         ხათუნა გოგორიშვილმა კომტეტის სხდომაზე  წარმოადგინა განცხადება, რომელშიც რეგლამენტის შესაბამისად აღნიშნულია: ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება – "ერთობა სამართლიანობისათვის"; ფრაქციის წევრების /გიორგი ცაგარეიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, პეტრე მამრაძე, ჯონდო ბაღათურია, თამაზ დიასამიძე, კარლო კოპალიანი/, ფრაქციის თამჯდომარისა და სხვა  თანამდებობის პირთა ვინაობა.

განცხადებას რეგლამენტის თანახმად, თან ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება, აგრეთვე წარმოდგენილია ფრაქციის 15 ივლისის სხდომის ოქმი N1.    

         ფრაქციის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად:

1.        შეიქმნა საპარლამენტო ფრაქცია –"ერთობა სამართლიანობისათვის" ;

2.        თავმჯდომარედ მონაცვლეობის წესით, წესდებით გათვალისწინებული ვადით აირჩიეს – გიორგი ცაგარეიშვილი;

3.        ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ  აირჩიეს – კარლო კოპალიანი;

4.        ფრაქციის მდივნად აირჩეულ იქნა – დიმიტრი ლორთქიფანიძე;

5.        სხდომამ ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ჯონდო ბაღათურიას კანდიდატურის წარდგენის საკითხს.

მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის როტაციის ვადად წესდების თანახმად განსაზღვრულია – 5 თვე.     

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო ფრაქციის რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილი მასალები შეესაბამება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის87- მუხლის მე-3 პუნქტისა და 88- მუხლის პირველ და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ფრაქცია «ერთობა სამართლიანობისათვის» რეგისტრაცია.

 

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ მოხსენებას და კენჭი უყარეს კომტეტის გადაწყვეტილების პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):     

საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნა – ფრაქციის: «ჩვენი საქართველო» რეგისტრაციის თაობაზე

 /დასკვნა თან ერთვის/

 

      

       კომიტეტის თავმჯდომარე

               

                                 

                                                                               ხათუნა გოგორიშვილი          

 

             კომიტეტის  აპარატის 

    უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                      

                                                                                      

                                                                                   დავით ჯინჯოლავა

                    

 
modules