|
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N103
1 ივლისი 2011წ.
14.00 საათი. ოთახი N221
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი
სხდომას ესწრებოდნენ:
კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე, დილარ ხაბულიანი.
მოწვეულები: კონსტანტინე გამსახურდია – საქართველოს პარლამენტის წევრი, სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი – თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.
სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი
სხდომის დღის წესრიგი:
პარლამენტის წევრის კონსტანტინე გამსახურდიასათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვა
/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით:
მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის წევრი – კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტის N25/06/02 განკარგულებით დაინიშნა ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირში (ITU) და მეტეოროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციაში (WMO) საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად. იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტის წევრი – კონსტანტინე გამსახურდია, საქართველოს პრეზიდენტის განკაგულების თანახმად, დაინიშნა პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე, კომიტეტი კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, განიხილავს საქართველოს პარლამენტის წევრის – კონსტანტინე გამსახურდიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.
კომიტეტს მიაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრს კონსტანტინე გამსახურდიას შეუწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
გადაწყვიტეს (ერთხმად):
საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინოს კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი – საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის «დ» ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის წევრის კონსტანტინეგამსახურდიას პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე
/კომიტეტის დასკვნა და დადგენილების პროექტი თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის
უფროსი
თამარ დიხამინჯია
|