ოქმი N128

 

 

 

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის    სხდომის 

ქმი N128 

                                                                    24 მაისი 2012.

 

14:00 საათი

 

/პირველი რესპუბლიკის დარბაზი/

 

  

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

 

 სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძის ადგილმონაცვლე მამუკა გაჩეჩილაძე.

 

მოწვეულები: ირაკლი ნადირაძე – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

 

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

კომიტეტის წევრმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

 

 

სხდომის დღის წესრიგი:

 

 

 

  1. 1.არანაკლებ000 ამომრჩევლის ინიციატივით «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

 

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

 

  1. 2.«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების I მოსმენით განხილვა/საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა/;

 

     /მომხსენებლები: მირზა(პაპუნა) დავითაია, ირაკლი ნადირაძე/

 

 

 

  1. 3.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მეორე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა);

 

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

 

4. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა)

 

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

 

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით:

 

 

 

არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

 

 

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც,

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად, განიხილავს არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილი «საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი თარგამაძის, ლევან ვეფხვაძის, მაგდა ანიკაშვილის, გიორგი ახვლედიანის, ნიკოლოზ ლალიაშვილის, რატი მაისურაძის, თამაზ კვაჭანტირაძის, ირაკლი გელბახიანის, თემურ თოლორაიას, ზაზა ვეკუას, გიორგი პაპელიშვილის, მირონ ტუღუშის, ჯაბა სამუშიას, მაგდალინა კოტრიკაძის, ინგა გრიგოლიას, კახა კორძაიასა და ზაზა გაბუნიას შემადგენლობით) განცხადებას.  

 

განხილვის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

 

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას; შესაბამისად, მათთვის სარეგისტრაციო მოწმობისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემას.

 

 

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ დასკვნის პროექტს.

 

 

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

 

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1764–ე მე–3 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული იქნეს საინიციატივო ჯგუფი(გიორგი თარგამაძის, ლევან ვეფხვაძის, მაგდა ანიკაშვილის, გიორგი ახვლედიანის, ნიკოლოზ ლალიაშვილის, რატი მაისურაძის, თამაზ კვაჭანტირაძის, ირაკლი გელბახიანის, თემურ თოლორაიას, ზაზა ვეკუას, გიორგი პაპელიშვილის, მირონ ტუღუშის, ჯაბა სამუშიას, მაგდალინა კოტრიკაძის, ინგა გრიგოლიას, კახა კორძაიასა და ზაზა გაბუნიას შემადგენლობით) არანაკლებ არანაკლებ000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების მიზნით;
  2. 2.სარეგისტრაციო ჯგუფს გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა;
  3. 3.საინიციატივო ჯგუფს გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.

 

/დასკვნის პროექტი თან ერთვის/

 

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით:

 

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების I მოსმენით განხილვა/საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა/;

 

 

 

 

 

მოისმინეს: ირაკლი ნადირაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო     ინიციატივის შემუშავების აუცილებლობა გამოწვეულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უზრუნველყოფისათვის; შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მქონე პირთათვის საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მინიჭებას.

 

     როგორც მომხსენებელმა აღნიშნა: «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის მიხედვით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება მე–151 მუხლი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო მოხელედ მიღების უფლება ასევე ენიჭებათ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულის სტატუსის მქონე პირებსაც, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქენი. «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის თანხმად კი კანონის მე–11 მუხლს ემატება „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირს შესაძლებლობა მიეცემა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მიღებულ იქნეს სახელმწიფო მოხელედ, გარდა პოლიტიკური თანამდებობისა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

 

 

 

აზრი გამოთქვეს:

 

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონს ემატება 151 მუხლი, რომლის მიხედვითაც უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირს ეძლევა შესაძლებლობა მიღებულ იქნეს საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს. თუმცა ვინაიდან მისი მიღება ხდება შრომითი ხელშკრულების საფუძველზე იგი ვერ ჩაითვლება სახელმწიფო მოხელედ, შესაბამისად მიზანშეწონილი იქნება, რომ აღნიშნული მუხლი და შესაბამისად მისი სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

«უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირისათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები

 

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას, შეიძლება მიღებულ იქნეს საჯარო სამსახურში მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე

 

როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, სასურველი იქნება წარმოდგენილი მუხლი, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონს დაემატოს არა 151 მუხლად, არამედ 161 მუხლად.

 

ანალოგიურად უნდა ჩამოყალიბდეს აგრეთვე «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის პირველი მუხლით წარმოდგენილი დამატებაც, კერძოდ;

 

«) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირი შეიძლება მიღებულ იქნეს საჯარო სამსახურში მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს».

 

 

 

კომიტეტის წევრები და კანონპროექტების ინიციატორი დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ შენიშვნას და სრულად გაიზიარეს შემოთავაზებული წინადადებები.

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

 

 

 

გადაწყვიტეს(ერთხმად):

 

  1. 1.კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.
  2. 2.კომიტეტის გადაწყვეტილებით Pკანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

 

/დასკვნა თან ერთვის/

 

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით:

 

 

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მეორე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა)

 

 

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხენება. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მომხსენებელმა ახალი რეგლამენტის პროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, თავებისა და კარების მიხედვით.

 

    

 

მომხსენებელმა განხილვის დაწყებამდე კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე დამსწრე მასმედიის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მეორე მოსმენით ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვამდე გაიმართა სამუშაო განხილვა საპარლამენტო ფრაქციებთან. რიგი მოსაზრებებისა და წინადადებებისა გათვალისწინებული იქნა სამუშაო რეჟიმში, ხოლო დანარჩენი შენიშვნების ერთიანი შეთანხმებული ვარიანტი კომიტეტისათვის ჯერ წარმოდგენილი არ არის. გაიმართა აგრეთვე რეგლამენტის პროექტის განხილვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან მათ მიერ წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესი ნაწილიც ასევე გათვალისწინებულია.

 

 

 

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი შედგება 14 კარის 79 თავისა და 321 მუხლისაგან

 

 

 

კარი I – ზოგადი დებულებანი

 

თავი I – საქართველოს პარლამენტის საქმიანობის საფუძვლები

 

მუხლი 1

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა                

 

 

 

თავი II – პარლამენტის კონსტიტუციური პრეროგატივა

 

მუხლი 2 - 3

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა                

 

 

 

თავი III – პარლამენტის ადგილსამყოფელი, სხდომათა დარბაზი და რიტუალები

 

მუხლი 4 - 7

 

         მე–4 მუხლში გასწორდა ტექნიკური ხარვეზი, კერძოდ გამორჩენილი იყო პუნქტი „სახელმწიფო დროშისა და გერბის თაობაზე “ , რაც დაემატა მე–4 პუნქტის სახით:

 

           „4. პარლამენტის წევრების, პარლამენტის თანამდებობის პირების კაბინეტებში  მოთავსებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა და სახელმწიფო გერბი.

 

         მე–5 მუხლში გათვალისწინებულია პარლამენტის წევრის რატი მაისურაძისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შენიშვნა სხდომათა დარბაზში შეურაცხმყოფელი გამოსვლებისა და მოქმედებების თაობაზე:

 

4. პარლამენტში დაუშვებელია პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი   და მოქმედებანი და უხამსი გამოსვლები.“

 

         დაემატა ამ თავს მე–6 მუხლი, თავისუფლების ორდენისა და პარლამენტის მედლის თაობაზე:

 

„1. საქართველოს პარლამენტში დაწესებულია საქართველოს თავისუფლების ორდენი და პარლამენტის მედალი.

 

2. საქართველოს თავისუფლების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არ მქონე პირს და უცხოელს პარლამენტარიზმის, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში და საქართველოს განვითარების საქმეში, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.

 

3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეები საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 

4. საქართველოს თავისუფლების ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.

 

5. პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით.

 

6. საქართველოს თავისუფლების ორდენით და პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების წესს, ფულადი ჯილდოს ოდენობასა და თავისუფლების ორდენის აღწერილობას ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.“

 

 

 

 

 

კარი II – პარლამენტის სუბიექტები და მათი უფლებამოსილებანი

 

თავი IV – პარლამენტის წევრი, პარლამენტის წევრის სტატუსი

 

მუხლი 8 – მუხლი 28

 

 

 

თავი V – პარლამენტის კომიტეტები

 

მუხლი 29 – მუხლი 54

 

მე–20 მუხლი მოვიდა კანონთან შესაბამისობაში: კერძოდ, მე–20 მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად:

 

         „6. პარლამენტის წევრი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე სარგებლობს დიპლომატიური პასპორტით.“

 

25– ე მუხლში გათვალისწინებულია შენიშვნა: კერძოდ, 25–ე მუხლის 1 პუნქტის თანახმად:

 

         „1. პარლამენტის წევრის ხელფასი მოიცავს კანონით დადგენილ თანამდებობრივ სარგოს, ბიუროს მიერ განსაზღვრულ სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხას, პრემიას და სხვა დანამატებს.

 

26–ე მუხლში გათვალისწინებულია ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატების წევრის მაგდალინა ანიკაშვილის მიერ წამოდგენილი შენიშვნა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დახმარების თაობაზე:

 

         „2. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.“

 

 

 

         3. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.“

 

 

 

თათული თოდუამ აღნიშნა, რომ   მოქმედი რეგლამენტის მე–13 მუხლის „კ“ ქვეპუნქტში არ არის სრულყოფილად გაწერილი საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ 6 თვეში ერთხელ ანგარიშის წარდგენის პროცედურები ამომრჩევლებთან მისი ურთიერთობის თაობაზე. მისი აზრით, მიზანშეწონილი იქნება, რომ ახალ რეგლამენტში ეს პროცედურები სრულყოფილად ჩამოყალიბდეს.

 

ხათუნა გოგორიშვილმა თათული თოდუას მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით აღნიშნა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ახალი რეგლამენტის პროექტში ჩაიწერა სპეციალური ნორმები საქართველოს პარლამენტის წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის შესახებ;

 

           არასასესიო კვირაში დადგინდება სპეციალური დღე – ამომრჩევლებთან შეხვედრის. ეს იქნება სავალდებულ ნორმა, როგორც მაჟორიტარული ისე პროპორციული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრებისათვის. ინფორმაცია აღნიშნული შეხვედრებისა და საკითხების შესახებ (მიუხედავად ფრაქციული კუთვნილებისა) პარლამენტის წევრმა წერილობით უნდა მიაწოდოს შესაბამის კომიტეტს, ხოლო კომიტეტები ამ საკითხებს პერიოდულობით სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ კომიტეტის სხდომებზე. 3 თვეში ერთხელ კომიტეტი ამ ინფორმაციას აცნობებს ბიუროს, პარლამენტს და განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრის ვალდებულებითი ნორმის ამოქმედება და რეაგირების ამგვარი მექანიზმის შემუშავება ხელს შეუწყობს საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებას; ამ ნორმის ამოქმედების ფონზე: „6 თვეში ერთხელ ანგარიშის წარდგენის“ პროცედურა აღარ იმუშავებს. თუ გავითვალისწინებთ საპარლამენტო საქმიანობის უკვე არსებულ გამოცდილებასაც – რეგლამენტის ეს ნორმა იყო „მკვდარი“ ნორმა და არ მუშაობდა.

 

 

 

49 – ე   მუხლის მე–4 პუნქტის მიხედვით:

 

         „4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. მანდატურის სამსახური აღრიცხავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის შესაბამის კომიტეტებსა და ფრაქციებს. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

 

 

 

რეგლამენტის ახალი პროექტის თანახმად დგინდება კომიტეტის სხდომების ანონსირების ორგვარი ფორმა: 1 დღით ადრე – სასესიო კვირაში, როდესაც ოთხშაბათს და პარასკევს ტარდება პლენარული სხდომები, ხოლო სამშაბათსა და ხუთშაბათს კომიტეტის სხდომები და 2 დღით ადრე – ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში.

 

49 – ე   მუხლის მე–5 პუნქტის მიხედვით:

 

         „5. ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში კომიტეტის სხდომის მასალები ურიგდება და ინფორმაცია მისი დღის წესრიგისა და თარიღის შესახებ ეცნობება კომიტეტის წევრებს სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. ინფორმაცია კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე“.

 

ხათუნა გოგორიშვილმა, აღნიშნა, რომ „კომიტეტის სხდომების ანონსირების საკითხზე“ ვერ მოხდა შეთანხმება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კომიტეტის სხდომის 1 დღით ადრე ანონსირების თაობაზე.

 

 

 

თავი VI – დროებითი საგამოძიებო კომისია

 

მუხლი 55 – მუხლი 70

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა                

 

 

 

თავი VII – სხვა დროებითი კომისია

 

მუხლი 71 – მუხლი 85

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა                

 

 

 

თავი VIII – საპარლამენტო ფრაქცია

 

მუხლი 86 – მუხლი 96

 

 

 

86–ე მუხლის მე–2 პუნქტი, სადაც განსაზღვრულია ფრაქცია ამოღებული იქნა სიტყვა „ინტერესები“ და   ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

 

         „2. ფრაქცია არის პარლამენტის წევრთა გაერთიანება საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“

 

 

 

87–ე მუხლს, დაემატა ახალი ნორმა, რომელიც ფრაქციის წევრის ფრაქციიდან გასვლის შესახებ განცხადების ძალაში შესვლის ვადას ეხება, კერძოდ:

 

         „9. ფრაქციის წევრის განცხადება ფრაქციიდან გასვლის შესახებ ძალაში შედის განცხადების გაკეთებიდან მე–7 დღეს.“

 

        ახალი ნორმა აისახა 89–ე მუხლის მე–5 პუნქტში, კერძოდ:

 

„5. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე აცნობებს პარლამენტს.

 

 

 

 

 

თავი IX – უმრავლესობა და უმცირესობა

 

მუხლი 97 – მუხლი 101

 

ამ თავში გათვალისწინებულია ფრაქცია ქრისტიან–დემოკრაწების წევრის ლევან ვეფხვაძის წინადადება იმის თაობაზე, რომ უმცირესობას, მიუხედავად მისი რაოდენობრივი შემადგენლობისა, ჰქონდეს თავისი საკუთარი აპარატი, რაც აისახა, 101–ე მუხლში:

 

              „უმრავლესობისა და უმცირესობის საქმიანობას უზრუნველყოფს უმრავლესობისა და უმცირების აპარატი. უმრავლესობისა და უმცირების აპარატის თანამშრომელთა სახელფასო ფონდს,  რომელიც განისაზღვრება მათში გაწევრიანებული პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად, ხაზინადართა საბჭოს წადგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.“

 

 

 

თავი X – ინტერფრაქციული ჯგუფი

 

მუხლი 102

 

ეს თავი წარმოადგენს პარლამენტის რეგლამენტის ახალ თავს, რომლის თანახმადაც:

 

              „1. პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის მომზადებისას ან განხილვისას წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობის აღმოფხვრისა და ცალკეულ დებულებათა დაკონკრეტება – შეჯერების მიზნით ფრაქციებთან კონსულტაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით იქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი.

 

2. ინტერფრაქციული ჯგუფი უფლებამოსილია კანონპროექტის ან სხვა საკითხის თაობაზე საკუთარი მოსაზრებებით ან წინადადებით მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ბიუროს.

 

3. ინტერფრაქციულ ჯგუფს სათანადო წერილობითი დასაბუთების წარდგენით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით შეიძლება გამოეყოს საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯები.“

 

 

 

კარი III – პარლამენტის თანამდებობის პირები

 

თავი XI – პარლამენტის თანამდებობის პირები

 

მუხლი 103

 

ამ თავში შემავალი მუხლის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

თავი XII – პარლამენტის თავმჯდომარე  

 

მუხლი 104 – მუხლი 111

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

თავი XIII – პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები

 

მუხლი 112 – მუხლი 114

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XIV – პარლამენტის ბიურო

 

მუხლი 115 – მუხლი 118

 

აღდგენილია 117–ე მუხლის მე–8 პუნქტი, რომლის თანახმადაც:

 

         „8. საქართველოს მთავრობის წევრს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის საპარლამენტო მდივნებს და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შეუძლიათ პარლამენტის ბიუროს წინაშე დააყენონ საკითხი და მონაწილეობა მიიღონ მის განხილვაში სათათბირო ხმის უფლებით.

 

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით კომიტეტის აპარატს დაავალა, რომ დამატებით განეხილათ, ამ ჩამონათვალში უნდა იყოს თუ არა შენარჩუნებული „საპარლამენტო მდივნები“ – საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით.

 

 

 

კარი IV – პარლამენტის სესიები

 

თავი XV – ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრება და პირველი სხდომა

 

მუხლი 119 – მუხლი 123

 

 

 

თავი XVI – პარლამენტის სასესიო მუშაობის წესი

 

მუხლი 124 – მუხლი 127

 

125–ე მუხლის მე–2 პუნქტში განსაზღვრულია 4 კონკრეტული შემთხვევა, როდესაც შესაძლებელი იქნება პარლამენტის სხდომის გაგრძელება 2100 საათის შემდეგ:

 

              პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, იმართება როგორც წესი პლენარული სხდომების კვირის ოთხშაბათს და პარასკევს 12 საათიდან 19 საათამდე; 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, პრემიერ-მინისტრის გამოსვლის, პოლიტიკური დებატების, მთავრობის ნდობის საკითხის განხილვის და სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვის და დროს სეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.

 

 

 

127–ე მუხლი არის ახალი, რომელიც ადგენს საზეიმო/საიუბილეო სხდომის ჩატარების პროცედურებს, კერძოდ:

 

              „1. საქართველოში საპატიო სტუმრის ჩამოსვლასთან, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნასთან ან ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს საქართველოს პარლამენტის საზეიმო/საიუბილეო სხდომა.

 

2. საზეიმო/საიუბილეო სხდომა ეძღვნება კონკრეტულ მნიშვნელოვან თარიღს/ფაქტს, აქვს სიმბოლური დატვირთვა და სხდომის მიმდინარეობისას არ ვრცელდება ამ რეგლამენტით დადგენილი ზოგადი ნორმები, გარდა სხდომის თავმჯდომარისთვის სხდომის წარმართვისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებისა. საზეიმო/საიუბილეო სხდომა ტარდება მხოლოდ კონკრეტულ თარიღთან/ფაქტთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სხდომა იხურება.

 

3. საზეიმო/საიუბილეო სხდომას როგორც წესი, წარმართავს პარლამენტის თავმჯდომარე. თუ იგი არ წარმართავს სხდომას, სხდომის თავმჯდომარეობა პარლამენტის თავმჯდომარის ზეპირი ან წერილობითი ბრძანებით დაევალება მის ერთ-ერთ მოადგილეს.

 

4. საზეიმო/საიუბილეო სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნან სპეციალური სტუმრები.

 

5. პლენარული სხდომების მიმდინარეობისას საზეიმო/საიუბილეო სხდომის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარის წინადადების საფუძველზე იღებს პარლამენტის ბიურო, ხოლო რიგგარეშე სესიისა და სხდომის მოწვევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.“

 

 

 

კარი V – პარლამენტის პლენარული სხდომა

 

თავი XVII – პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგი

 

მუხლი 128 – მუხლი 130

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

თავი XVIII – პარლამენტის პლენარული სხდომის წარმართვა

 

მუხლი 131– მუხლი 134

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

თავი XIX – პოლიტიკური დებატები

 

მუხლი 135

 

ამ თავში შემავალი მუხლის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XX – განცხადებები

 

მუხლი 136

 

 

 

136–ე მუხლის პირველ პუნქტში განცხადებებისათის განკუთვნილი დრო დაიყო

 

4 + 1 წუთად, კერძოდ:

 

              „1. სასესიო კვირის ყოველ ოთხშაბათს, დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, პარლამენტის წევრებს ამ თავით დადგენილი წესით ეთმობათ 30 წუთი განცხადებებისათვის. აღნიშნული დრო სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გამომსვლელების რაოდენობის შესაბამისად შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 30 წუთისა. ცალკეული პარლამენტის წევრის განცხადების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს, ამასთანავე მას შეუძლია დამატებითი განცხადებისათვის ისარგებლოს 1 წუთით. მათთვის გამოყოფილი დროის გაზრდა დაუშვებელია.

 

 

 

თავი XXI – ხმის მიცემა და დათვლა

 

მუხლი 137 – მუხლი 140

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

კარი VI – საკანონმდებლო პროცესი

 

თავი XXII – კანონპროექტის მომზადება და პარლამენტში წარდგენა

 

მუხლი 141 – მუხლი 149

 

142–ე მუხლში გათვალისწინებულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები, რომელიც ვადებს შეეხება, კერძოდ:

 

   „2. პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს ამ რეგლამენტის 145-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნების მოსამზადებლად. რის შემდეგაც კანონპროექტი იურიდიული დეპარტამენტის და საბიუჯეტო ოფისის დასკვნებთან ერთად საორგანიზაციო დეპარტამენტის მიერ გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის პარასკევამდე. ამ ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი კანონპროექტი გადაეცემა ბიუროს მომდევნო სხდომას;

 

4) წამყვანი კომიტეტი კანონპროექტს მიღებიდან არა უადრეს 3 დღისა (გარდა იმ კანონპროექტებისა, რომლის დაჩქარებული წესით განსახილვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ბიურომ) და არა უგვიანეს 3 კვირის ვადაში განიხილავს კომიტეტის სხდომაზე

 

 

 

თათული თოდუამ – მადლობა გადაიხადა კომიტეტის მიერ მათი ორგანიზაციდან წარდეგნილი შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების გამო და გამოთქვა მოსაზრება, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის ვადა დადგინდეს აგრეთვე კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვისთვისაც. ეს მოსაზრება არ იქნა კომიტეტის მიერ გაზიარებული, არასაკმარისი მოტივაციისა და არგუმენტაციის გამო.

 

 

 

თავი XXIII – კომიტეტში კანონპროექტის განხილვა

 

მუხლი 150 – მუხლი 153

 

 

 

თათული თოდუამ – კიდევ ერთხელ დააფიქსირა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პოზიცია, კომიტეტის სხდომის 1 დღით ადრე ანონსირების მიუღებლობის თაობაზე

 

 

 

თავი XXIV – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და მიღება

 

მუხლი 154 – მუხლი 165

 

თათული თოდუამ – 161 –ე მუხლის მე–2 პუნქტთან დაკავშირებით („2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პარლამენტის სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პარლამენტის სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით. ) გამოთქვა მოსაზრება, რომ 1 კვირიანი ვადა ძალიან არაგონივრულია და სასურველია შეიცვალოს 2 კვირით. მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირიანი ვადის შემთხვევაში დადგება რიგგარეშე სხდომის გამართვის საჭიროება, მისი აზრით ეს პრობლემას არ შექმნის, კონკრეტული კანონის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობიდან გამომდინარე.

 

ხათუნა გოგორიშვილი არ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, ვინაიდან რიგგარეშე სხდომის მოწვევის საჭიროება ამ პროცესს რეალურად 3 კვირიან რეჟიმში გადაიყვანს და შესაბამისად აზრს დაუკარგავს – „დაჩქარებულ რეჟიმს“ – „2. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება გულისხმობს სამივე მოსმენით მის განხილვასა და მიღებას პარლამენტის სხდომების 1 კვირის განმავლობაში. პარლამენტის სხდომის 1 დღეს კანონპროექტის ერთზე მეტი მოსმენით განხილვა და მიღება დასაშვებია მხოლოდ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით.

 

 

 

თავი XXV _ კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვა და მიღება

 

მუხლი 166

 

ამ თავში შემავალი მუხლის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XXVI – საქართველოს კანონისა და პარლამენტის სხვა აქტების

 

გამოქვეყნება და ამოქმედება

 

მუხლი 167 – მუხლი 168

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XXVII – საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებული კანონპროექტის განხილვა

 

მუხლი 169 – მუხლი 170

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XXVIII – საქართველოს კონსტიტუციის ზოგადი ან ნაწილობრივი გადასინჯვა

 

მუხლი 171 – მუხლი 174

 

დამატებითი განხილვისა და აზრთა საბოლოო შეჯერების შემდეგ, ხელმოწერათა ნამდვილობის გადამოწმება თუ განისაზღვრება, როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ განსახორციელებელი ფუნქცია, მაშინ დაკონკრეტება დასჭირდება 173–ე მუხლის მე–6 პუნქტს და ეს ფუნქცია აისახება 175–ე მუხლშიც

 

 

 

თავი XXIX – ამომრჩეველთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება

 

მუხლი 175

 

 

 

175–ე მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად, საკონტაქტო ინფორმაციას ემატება „ტელეფონის ნომერი“

 

              „2. საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებით მიმართავს პარლამენტის ბიუროს. განცხადებას უნდა დაერთოს კანონპროექტი და საინიციატივო ჯგუფის წევრთა შემდეგი მონაცემები: სახელი, გვარი; დაბადების წელი, თვე და რიცხვი; მისამართი; პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონი. ეს მასალები ბიუროს უახლოესი სხდომიდან 2 დღის ვადაში გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.“

 

175–ე მუხლის მე–6 პუნქტის შესაბამისად კი:

 

              6. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს; დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს; პირად ნომერს; ხელმოწერის თარიღს და ტელეფონის ნომერს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ.“

 

 

 

თავი XXX – საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ ორგანული კანონების პროექტების განხილვა და მიღება

 

მუხლი 176 – მუხლი 178

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XXXI – სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვა და მიღება

 

მუხლი 179 – მუხლი 184

 

საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა ასახულია 179–ე, 180–ე და 181–ე მუხლებში.

 

 

 

თავი XXXII – სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონის პროექტის განხილვა და მიღება

 

მუხლი 185 – მუხლი 186

 

ამ მუხლებში ასახულია საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა

 

 

 

თავი XXXIII – სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვა და დამტკიცება. პარლამენტის კონტროლი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე

 

მუხლი 187 – მუხლი 189

 

ამ მუხლებში ასახულია საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა.

 

  

 

თავი XXXIVკონცეფციის დამტკიცება

 

მუხლი 190 – ამ მუხლში ასახულია საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა

 

 

 

თავი XXXV– აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის

 

დამტკიცების წესი

 

მუხლი 191 – მუხლი 197

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

კარი VII – პარლამენტის ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან, მთავრობასთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან. საქართველოს კონტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა (დანიშვნაზე თანხმობის მიცემა)

 

 

 

თავი XXXVI – პარლამენტის ურთიერთობა პრეზიდენტთან

 

მუხლი 198

 

 

 

დასარეგულირებელი იყო საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატების საკითხი, რაც 198–ე მუხლში დეტალურად გაიწერა:

 

              „პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ იმართება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება გაიმართოს დებატები. დებატების დროს გამომსვლელთა წრე და გამოსვლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ამ რეგლამენტის 134-ე მუხლის შესაბამისად. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.“

 

 

 

თავი XXXVII – პარლამენტის ურთიერთობა მთავრობასთან

 

მუხლი 199 – მუხლი 206

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XXXVIII – პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან

 

მუხლი 207 – მუხლი 210

 

 

 

210–ე მუხლი არის ახალი, რომლის თანახმადაც რეგულირდება პარლამენტის ურთიერთობა აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან:

 

              „1. საქართველოს პარლამენტსა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების საკანონმდებლო პროცესების კოორდინაციის მიზნით საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების წარმომადგენლებისაგან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება ერთობლივი საკოორდინაციო საბჭო.

 

2. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოში შედიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების თავმჯდომარეების მიერ დანიშნული სამ–სამი წევრი.

 

3. ერთობლივ საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარე ან მისი დავალებით მისი ერთ–ერთი მოადგილე.

 

4. ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც.“

 

 

 

თავი XXXIX – საქართველოს კონტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა არჩევა

 

(დანიშვნაზე თანხმობის მიცემა)

 

 

 

მუხლი 211 – მუხლი 218

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

კახა ანჯაფარიძე – გამოთქვა მოსაზრება რომ მთელს პრექტში ტერმინები გადაიხედოს და შეიცვალოს ახალი ტერმინებით (მაგალითად: კონტროლის პალატა), რაზედაც მომხსენებელი დაეთანხმა.

 

 

 

კარი VIII – საქართველოს პარლამენტის საკონტროლო ფუნქციები

 

თავი XL – საპარლამენტო კონტროლის ფორმები

 

მუხლი 219 – მუხლი 224

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XLI – პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი ორგანოების თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლი, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა, თანამდებობიდან გადაყენება, გადადგომა და განთავისუფლება

 

მუხლი 225 – მუხლი 232

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XLII

 

პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ

 

მიღებული ნორმატიული აქტების შესრულებაზე კონტროლი

 

მუხლი 233 – მუხლი 235

 

237–მუხლში გათვალისწინებულია საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნა, კერძოდ:

 

              „1. პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკი – საქართველოს მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი ვალდებულია პარლამენტს ყოველწლიურად, საფინანსო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 4 თვისა, წარუდგინოს თავისი საქმიანობის წლიური ანგარიში.“

 

 

 

თავი XLIII – პარლამენტის მიერ სხვა დამოუკიდებელ ორგანოთა მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვა

 

მუხლი 236 – მუხლი 237

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

კარი IX – პარლამენტის ურთიერთობა ამომრჩევლებთან

 

თავი XLIV – პეტიცია

 

მუხლი 238 – მუხლი 239

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XLV – პარლამენტის ურთიერთობა მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან

 

მუხლი 240 – მუხლი 243

 

პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით

 

240 –ე მუხლის თანახმად:

 

              „1. პლენარული სხდომების კვირის მომდევნო კვირის სამშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათი განკუთვნილია პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრისთვის. შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფს ფრაქციის აპარატი.

 

2. პარლამენტის წევრი ამომრჩევლებთან შეხვედრების შედეგად მიღებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამის კომიტეტს (კომიტეტებს).

 

3. კომიტეტი 3 თვეში ერთხელ მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და რეაგირების შედეგებს აცნობებს პარლამენტის თავმჯდომარეს. ეს ინფორმაცია ქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე.“

 

 

 

კარი X – პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების რატიფიცირება,

 

დენონსირება, გაუქმება

 

თავი XLVI – პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობანი

 

მუხლი 244 – მუხლი 248

 

თავი XLVII –მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციები.

 

მეგობრობის ჯგუფები

 

მუხლი 249 – მუხლი 250

 

თავი XLVIII – საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების

 

რატიფიცირება, დენონსირება, გაუქმება

 

მუხლი 251 – მუხლი 254

 

ამ კარში გათვალისწინებულია ევროპასთან იტეგრაციის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები

 

 

 

კარი XI – განსაკუთრებული პროცედურები

 

თავი XLIX – საქართველოს პარლამენტის, მასთან არსებული ორგანიზაციების,საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტის ფორმირება

 

მუხლი 255 – მუხლი 259

 

გასაშლელი იქნება 258 –ე მუხლი, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბიუჯეტს ეხება: „ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხარჯთაღრიცხვას მისივე წარდგინებით, დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი.

 

 

თავი XLX – საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადების, ომისა და ზავის,

 

სამხედრო ძალთა რაოდენობის დამტკიცების საკითხთა განხილვა

 

მუხლი 260 – მუხლი 265

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

თავი XLXI – საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელისა

 

და კონსტიტუციური წარდგინების შეტანა

 

მუხლი 266 – მუხლი 269

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

თავი XLXII – რეფერენდუმი

 

მუხლი 270 – მუხლი 271

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

კარი XII – პარლამენტის აპარატი და პარლამენტთან არსებული დაწესებულებები

 

თავი XLXIII – პარლამენტის აპარატი

 

მუხლი 272 – მუხლი 279

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

თავი XLXIV – პარლამენტთან არსებული დაწესებულებები

 

მუხლი 280 – მუხლი 282

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

კარი XIII – პასუხისმგებლობა რეგლამენტის დარღვევისათვის

 

 

 

თავი XLXV –რეგლამენტის დარღვევისათვის პარლამენტის წევრისა

 

და თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა

 

მუხლი 283 მუხლი 286

 

ხათუნა გოგორიშვილმა პარლამენტის წევრის პასუხისმგებლობის საკითხთან და საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დღევანდელი სანქციებისაგან განსხვავებით ახალი რეგლამენტის პროექტის შესაბამისად, საჯარიმო სანქციები განისაზრვრა გონივრული ოდენობით, იმისათვის, რომ ამ სანქციებმა იმოქმედონ. (მაგალითისათვის: დღეს მოქმედი სანქციების თანახმად, თუ პარლამენტის წევრმა პულტი სხვას დაუტოვა – მას ექვითება 1 თვის ხელფასი, ამ პარლამენტის წევრის მიმართ ვერ აამოქმედებ სხვა საჯრიმო სანქციას, მის მიერ იმავე თვეში სხვა დარღვევების ჩადენის მიუხედავად). კანონმდებლობით დადგენილი ნორმის თანახმად: „საჯარიმო სანქცია არ შეიძლება იყოს ხელფასის ნახევარზე მეტი“. რეგლამენტით დღეისათვის განსაზღვრული საჯარიმო სანქციების ოდენობა წინააღმდეგობაში მოდის კანონის მოთხოვნასთან, ამიტომ ახალი რეგლამენტის პროექტის თანახმად შემცირდა საჯარიმო სანქციების ოდენობა, მაგრამ არა პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის შემცირების, არამედ ამ სანქციების ეფექტური გამოყენების მიზნით.

 

284–ე მუხლის მე–6 პუნქტის თანახმად:

 

              „6. თუ ერთი დღის განმავლობაში კენჭისყრისა და რეგისტრაციის შედეგების შემოწმებისას გამოვლინდა, რომ პარლამენტის წევრი არ იმყოფება სხდომათა დარბაზში და მისი სახელით მიღებულია მონაწილეობა კენჭისყრაში ან რეგისტრაციაში, აღნიშნულ პირს დაუკავდება თანხა ხელფასის 20 % ოდენობით. იმავე სესიის განმავლობაში იგივე ქმედების მეორე და ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში აღნიშნულ პირს დაუკავდება თანხა ხელფასის 25 % ოდენობით. აღნიშნული ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად.

 

284–ე მუხლის მე–8 პუნქტის თანახმად:

 

              „8. თუ პარლამენტის წევრი, რომელიც გაწევრიანებულია ორ კომიტეტში, კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომას, ხოლო ერთ კომიტეტში გაწევრიანებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 10%.

 

 

 

284–ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა არ ვრცელდება პარლამენტის წევრზე რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის პერიოდში.

 

 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მათ მიერ წარმოდგენილი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საჯარიმო სანქცია დაწესდეს იმ პალამენტის წევრის მიმართაც, ვინც გადასცა სხვას პულტი. ფაქტის დადგენა მოხდეს ვიდეოკადების მეშვეობით.

 

ხათუნა გოგორიშვილი კიდევ ერთხელ არ დაეთანხმა შემოთავაზებულ მოსაზრებას, იმის გამო, რომ შეუძლებელია ვიდეოკადრების მეშვეობით ცალსახად ზუსტად დადგენა იმ პარლამენტის წევრის, ვინც სხვას პულტი გადასცა.  

 

 

 

თავი XLXVI – რეგლამენტის დარღვევისათვის სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა

 

მუხლი 287 – მუხლი 288

 

ამ თავში შემავალი მუხლების მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

თავი XLXVII – პარლამენტის დაცვის უზრუნველყოფა

 

მუხლი 289

 

ამ თავში შემავალი მუხლის მიმართ შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა

 

 

 

კარი XIV – გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

თავი XLXVIII – გარდამავალი დებულებანი

 

მუხლი 290 – მუხლი 319

 

ეს კარი ამოქმედდება კონსტიტუციური ცვლილებების ძალაში შესვლის შემდგომ.

 

 

 

297–ე მუხლში გათვალისწინებულია საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის შენიშვნა, კერძოდ:    

 

             „2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტამდე კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტები – მთავრობის მიერ პარლამენტთან შეთანხმებული სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების ფარგლებში.

 

315 მუხლი მე – 16 პუნქტში გათვალისწინებულია ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შენიშვნა:

 

              „. თუ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია კონსტიტუციური სარჩელი სათანადო საერთაშორისო ხელშეკრულების (შეთანხმების) კონსტიტუციურობის შესახებ, მაშინ მისი რატიფიცირების საკითხის განხილვა გადაიდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე.

 

 

 

 

 

დასკვნითი დებულებანიმუხლი 320 – მუხლი 321

 

განსაზღვრულია:

 

              „ამ რეგლამენტის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2004 წლის 17 თებერვლის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“;

 

              მუხლები, რომლებიც ამოქმედდება2012 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან;

 

              მუხლები, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.

 

 

 

ხათუნა გოგორიშვილმა რეგლამენტის პროექტის მუხლობრივი განხილვის დასრულების შემდეგ წარმოადგინა აგრეთვე რეგლამენტის პროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».

 

ხათუნა გოგორიშვილმა მადლობა გადაუხადა კიდევ ერთხელ   „ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტს“ (NDI), ახალი რეგლამენტის პროექტის შემუშავების პროცესის საუკეთესოდ ორგანიზებისათვის.

 

 

 

 

 

კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივაზე – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მეორე მოსმენით განხილვის შემდეგ არ გამართულა

 

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:

 

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა)

 

 

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენით კანონპროექტის განხილვისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მომხსენებელმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ: კანონპროექტის თანახმად:

 

     საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება მე–51 მუხლი:

 

        1. საქართველოს პარლამენტში დაწესებულია საქართველოს თავისუფლების ორდენი და პარლამენტის მედალი.

 

         2. საქართველოს თავისუფლების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არ მქონე პირს და უცხოელს პარლამენტარიზმის, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში და საქართველოს განვითარების საქმეში, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის.

 

         3. პარლამენტის მედლით ჯილდოვდებიან საქართველოს პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეები საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

 

        4. საქართველოს თავისუფლების ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით.

 

        5. პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით.

 

         6. საქართველოს თავისუფლების ორდენით და პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების წესს, ფულადი ჯილდოს ოდენობასა და თავისუფლების ორდენის აღწერილობას ბრძანებით ადგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 

 

კენჭისყრა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტის (საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა) მეორე მოსმენით განხილვის თაობაზე არ გამართულა

 

 

 

 

 

 

 

 

 

         კომიტეტის თავმჯდომარ

 

              

 

                                                                               ხათუნა გოგორიშვილი

 

 

 

 

 

             კომიტეტის აპარატის                             თამარ დიხამინჯია

 

                     უფროსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
modules