| ოქმი N129 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის
ოქმი N129 1 ივნისი 2012წ. 15:00 საათი /ოთახი N221/
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი, ელენე ჯავახაძე, დილარ ხაბულიანი და გიორგი ხახნელიძის ადგილმონაცვლე გიორგი იმნაძე. მოწვეულები: ირაკლი ნადირაძე – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (დეპარტამენტი) უფროსი, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგი: კენჭსაყრელი საკითხები:
განსახილველი საკითხები:
/მომხსენებლები: მირზა(პაპუნა) დავითაია, ირაკლი ნადირაძე/
/მომხსენებლი: ვაჟა პეტრიაშვილი/
კ ე ნ ჭ ს ა ყ რ ე ლ ი ს ა კ ი თ ხ ე ბ ი:
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტსა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტებზე: „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» ( II მოსმენა – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა);
კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო სხდომაზე დამსწრე კომიტეტის 9 წევრიდან 8 წევრმა. 8 მომხრე შენიშვნა: კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო მაგდალინა ანიკაშვილმა, იმ მიზეზით, რომ კომიტეტის მიერ არ იქნა გაზიარებული მისი ფრაქციის მიერ წარმოდგენილი მოსაზრება – პარლამენტის კომიტეტების რიგი თავმჯდომარეების ოპოზიციიდან არჩევის თაობაზე.
გადაწყვიტეს:
(კანონპროექტი თან ერთვის) შენიშვნა: ხათუნა გოგორიშვილმა კომიტეტის აპარატს დაავალა, რომ მეორე მოსმენით რეგლამენტის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვამდე კიდევ ერთხელ გაიაროს და გადაამოწმოს „მითითებითი“ ნორმები, რომლებზეც აგრეთვე გამახვილებულია ყურადღება პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ შენიშვნებში.
2. კენჭი უყარეს (ერთხმად): „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტს (II მოსმენა – საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა).
გადაწყვიტეს:
(კანონპროექტი თან ერთვის)
გ ა ნ ს ა ხ ი ლ ვ ე ლ ი ს ა კ ი თ ხ ე ბ ი:
/მომხსენებლები: მირზა(პაპუნა) დავითაია, ირაკლი ნადირაძე/
მოისმინეს: ირაკლი ნადირაძის მოხსენება. პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენისათვს დადგენილი პროცედურების შესაბამისად მომხსენებელმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ: – «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის მიხედვით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება მე–161 მუხლი: «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები“, რომლის თანახმადაც „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას, შეიძლება მიღებულ იქნეს საჯარო სამსახურში მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე“ –«უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის თანხმად კი კანონის მე–11 მუხლს ემატება „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირი შეიძლება მიღებული იქნეს საჯარო სამსახურში, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ იგი აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს“. მომხსენებლმა აღნიშნა, რომ გათვალისწინებულია კონიტეტის მიერ პირველი მოსმენით კანონპროექტის განხილვის დროს გამოთქმული ყველა შენიშვნა. ირაკლი ნადირაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების აუცილებლობა გამოწვეულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უზრუნველყოფისათვის; შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მქონე პირთათვის საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მინიჭებას.
კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს
გადაწყვიტეს(ერთხმად):
/დასკვნა თან ერთვის/
გ ა ნ ს ა ხ ი ლ ვ ე ლ ი ს ა კ ი თ ხ ე ბ ი: 2. “ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის, „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე განხილვა (საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა)
მოისმინეს: ვაჟა პეტრიაშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც „ბუღალტერული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოში ბუღალტერული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, ბუღალტერული აღრიცხვის და აუდიტის სისტემის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოვების მიზნით. კანონპროექტით განხორციელდება ბუღალტერული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროებში თვითრეგულირების შემოღება და ამ სფეროში კონკურენტული გარემოს დანერგვა. საქართველოში დაინერგება ბუღალტერული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები, შემოღებული იქნება სტანდარტი მცირე და საშუალო ბიზნესისათვის, დაინერგება აუდიტის თანამედროვე სისტემა და მოხდება აუდიტის ხარისხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, თანამედროვე სისტემის დანერგვის მეშვეობით შესაძლებლი იქნება ორივე საფეხურის მართვა – 1. როგორ უნდა ჩატარდეს აუდიტი? და 2. როგორ ჩატარდა აუდიტი?
აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილი დაინტერესდა შემდეგი საკითხების გარკვევით: – რა ვადაში განხორციელდება ახალი სტანდარტების და სისტემის დანერგვა? – შეეხება თუ არა სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებს? – ვინ უზრუნველყოფს გადამზადებისა და ახალი სისტემის დანერგვისათვის საჭირო დაფინანსებას? ხათუნა გოგორიშვილმა აგრეთვე გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ საკანონმდებლო ინიციატივის საპარლამენტო განხილვისათვის წარმოედგინათ სტატისტიკა საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორთა საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც კერძო კომპანიებისათვის ნებართვების გაცემის უფლების მინიჭების შემდგომ განლევად სტატისტიკაში იმყოფებოდა. დავით თოდრაძე დაეთანხმა მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ბიზნეს საქმიანობაში წარმოქმნილი დავების უმეტესობა წარმოადგენდა რთული საბუღალტრო აღრიცხვის სისტემის შედეგს და შესაბამისად ამ სფეროში ახალი სტანდარტის დანერგვა ხელს შეუწყობდა ბიზნეს სექტორის განითარებას. დავით თოდრაძე დაინტერესდა ვინ იქნებოდა ამ პროგრამის დამფინანსებელი – სახელმწიფო თუ კერძო სექტორი? ვაჟა პეტრიაშვილმა ხათუნა გოგორიშვილისა და დავიტ თოდრაძის მიერ დასმულ შეკითხვებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ახალი სისტემის დანერგვა განხორციელდებოდა თანდათანობით სამი წლის განმავლობაში და არ შეეხებოდა სახელმწიფო – საბიუჯეტო ორგანიზაციებს. რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, დაფინანსდება თვითონ ორგანიზაციების მიერ და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან
გადაწყვიტეს (ერთხმად):
/დასკვნა თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის თამარ დიხამინჯია უფროსი
|






