ოქმი N130

 

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის    სხდომის

 

ქმი N130

                                                                    8 ივნისი 2012.

15:00 საათი

/ოთახი N221/

 

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე.

მოწვეულები: ზვიად კუკავასაქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი ნადირაძედიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 8 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი/პროექტი/:

 

  1. 1.არანაკლებ 30ამომრჩევლის ინიციატივით «უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თ. იოვაშვილი, ნ.ქევხიშვილი, მ. ვარდოსანიძე, ნ. სოფრომაძე, ნ. თათრაშვილი) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

  1. 2.«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების III მოსმენით განხილვა/საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა/;

   /მომხსენებლები: მირზა(პაპუნა) დავითაია, ირაკლი ნადირაძე/

 

  1. 3.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტზე (III მოსმენა საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა).

/მომხსენებლი: ხათუნა გოგორიშვილი/

 

 

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ დღის წესრიგისათვის დაემატებინათ ორი საკითხი, რომლებზეც წამყვან კომიტეტად საქართველოს პარლამენტის 7 ივნისის ბიუროს გადაწყვეტილებით განისაზღვარა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. ეს კანონპროექტებია:

        საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ /საქართველოს პარლამენტის წევრების – პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;

        საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ /საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;

 

კომიტეტის წევრების დაეთანხმნენ სხდომის თავმჯდომარის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას და ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

სხდომის დღის წესრიგი:

  1. 1.არანაკლებ 30ამომრჩევლის ინიციატივით «უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თ. იოვაშვილი, ნ.ქევხიშვილი, მ. ვარდოსანიძე, ნ. სოფრომაძე, ნ. თათრაშვილი) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

/მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი/

  1. 2.«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების III მოსმენით განხილვა/საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა/;

/მომხსენებლები: მირზა(პაპუნა) დავითაია, ირაკლი ნადირაძე/

 

  1. 3.„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტზე (III მოსმენა საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა).

/მომხსენებლი: ხათუნა გოგორიშვილი/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების – პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;

/მომხსენებლი: კახაბერ ანჯაფარიძე/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;

/მომხსენებლი: ზვიად კუკავა/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით:

 

არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თ. იოვაშვილი, ნ.ქევხიშვილი, მ. ვარდოსანიძე, ნ. სოფრომაძე, ნ. თათრაშვილი) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც,

         საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად, განიხილავს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილი «უმუშევართა სოციალური დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (თ. იოვაშვილი, ნ.ქევხიშვილი, მ. ვარდოსანიძე, ნ. სოფრომაძე, ნ. თათრაშვილი) რეგისტრაციის საკითხს.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას, შესაბამისად, მათთვის სარეგისტრაციო მოწმობისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემას.

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ დასკვნის პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1764–ე მე–3 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული იქნეს საინიციატივო ჯგუფი (თ. იოვაშვილის, ნ.ქევხიშვილის, მ. ვარდოსანიძის, ნ. სოფრომაძის, ნ. თათრაშვილის შემადგენლობით) არანაკლებ არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების მიზნით;
  2. 2.სარეგისტრაციო ჯგუფს გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა;
  3. 3.საინიციატივო ჯგუფს გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.

/დასკვნის პროექტი თან ერთვის/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით:

«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების III მოსმენით განხილვა/საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა/;

 

მოისმინეს: ირაკლი ნადირაძის მოხსენება.

   მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საკანონმდებლო     ინიციატივის შემუშავების აუცილებლობა გამოწვეულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უზრუნველყოფისათვის; შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივა მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მქონე პირთათვის საჯარო სამსახურში მუშაობის უფლების მინიჭებას.

     საქართველოს პარლამენტით მესამე მოსმენით განხილვისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად, მომხსენებელმა წარმოადგინა რედაქციული ხასიათის შენიშვნები, კერძოდ კომიტეტის წევრებს მიმართა წინადადებით, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის მე–161 მუხლიდან: «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირთათვის დადგენილი ძირითადი მოთხოვნები და «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტის მე–11 მუხლის „ე“ ქვეპუნქტიდან („უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს სათანადო ცოდნა და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას, შეიძლება მიღებულ იქნეს საჯარო სამსახურში მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე“) ამოეღოთ სიტყვა – „მხოლოდ“.

    

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილი არ დაეთანხმა მომხსენებლის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას – სიტყვის – „მხოლოდ“ – ტექსტიდან ამოღების თაობაზე, ვინაიდან ამგვარი კორექტირება არ წარმოადგენდა რედაქციული ხასიათის შესწორებას და პრინციპულად ცვლიდა ნორმის შინაარსს, რაც მიუღებელი იყო.

     ხათუნა გოგორიშვილმა სხდომაზე წარმოადგინა აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოგზავნილი რედაქციული ხასიათის შენიშვნა, რომლის გათვალისწინებაც მიზანშეწონილი იქნებოდა. კონკრეტულად: ტექსტში – „ფლობს სახელმწიფო ენას“ ჩამატებოდა სიტყვა –„საქართველოს“(ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას“).

     მეორე შენიშვნა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ იყო წარმოდგენილი შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებშიც დასაქმების შესაძლებლობას, რაც მისი აზრით მიუღებელი იყო.

ირაკლი ნადირაძე დაეთანხმა რედაქციული ხასიათის შენიშვნას – სიტყვა „საქართველოს“ ჩამატების თაობაზე.    

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს

 

გადაწყვიტეს(ერთხმად):

  1. 1.სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის –«საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვას;
  2. 2.კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

/დასკვნა თან ერთვის/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტზე (III მოსმენა საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა).

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მესამე მოსმენით განხილვისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად კანონპროექტთან დაკაშირებით რედაქციული ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის ხათუნა გოგორიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ   რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;
  2. 2.კომიტეტის გადაწყვეტილებით Pკანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

(კანონპროექტი თან ერთვის)

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან   დაკავშირებით:

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების –კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/

 

მოისმინეს: კახაბერ ანჯაფარიძის მოხსენება, რომლის თანახმადაც რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულმა ცვლილებამ, რომლის მიხედვითაც ნაცვლად საქართველოს კონტროლის პალატისა, საჯარო სახსრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას ზედამხედველობს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. შესაბამისად პროექტის მიზანია საქართველს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციასთან. პროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით საქართველოს კონტროლის პალატისათვის დაკისრებულ ფუნქციებს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.

 

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილების მე–2 მუხლში განსაზღვრულია, რომ „ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“. ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რომელიც ძალაში 2012 წლის 1 ივლისიდან შედის, შესაბამისად წარმოდგენილი რეგლამენტის ამოქმედების ვადად ასევე უნდა განისაზღვროს 2012 წლის 1 ივლისი, ნაცვლად „გამოქვეყნებისთანავე ამოქმედებისა“.

ხათუნა გოგორიშვილმა კომიტეტის წევრებს და საკითხის ინიციატორს შესთავაზა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან წარმოდგენილი ცვლილებები მხოლოდ ტერმინოლოგიური ხასიათს ატარებდა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ნორმის შესაბამისად, პარლამენტის ბიუროსათვის მიემართათ საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით) განხილვის წინადადებით.

კომიტეტის წევრები და საკითხის ინიციატორი დაეთანხმნენ რედაქციული ხასიათის შენიშვნას, აგრეთვე მოსაზრებას ბიუროსათვის კანოპროექტის გამარტივებული წესით განხილვის წინადადებით მიმართვის თაობაზე.

 

გადაწყვიტეს(ერთხმად):

  1. 1.სხდომაზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადების გათვალისწინებისთ საქართველოს პარლამენტის წევრების – პავლე კუბლაშვილის, კახაბერ ანჯაფარიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა – რეგლამენტის პროექტი – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვიათვის;
  2. 2.საქართველოს პარლამენტის ბიუროს ეთხოვოს პროექტის გამარტივებული წესით – ერთი მოსმენით განხილვა;
  3. 3.კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან   დაკავშირებით:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;

    

მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება, რომლის თანახმადაც წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების“ კანონში განხორციელებული ცვლილებები. შესაბამისად პროექტის მიზანია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კონკრეტულად რეგლამენტის პროექტის 45–ე მუხლს დაემატება მე–6 პუნქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შექმნის მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, არანაკლებ 12 კაცის შემადგენლობით და დაადგენს საკონკურსო პირობებს.

 

აზრი გამოთქვეს:    

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით არ ჩანს, თუ რა საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე იქმნება კომისია? ვის აქვს უფლება წარმოადგინოს კანდიდატურები? მიუმეტეს, რომ ეს რეგულაციები არ არის გაწერილი თვითონ „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების“ საქართველოს კანონშიც. ამ გარემოების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იქნება, რომ წარმოდგენილი ცვლილებით აგრეთვე განისაზღვროს საკონკურსო პირობებისა და საკონკურსო კომისიის დებულების დამტკიცების წესი და შესაბამისად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას 12 წევრის შემადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების წარომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დაცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით“. მე–4 პუნქტს მიზანშეწონილია დაემატოს აგრეთვე მე–5 პუნქტი, რომლის თანახმადაც: „საკონკურსო პირობებს და საკონკურსო კომისიის დებულებას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე“.

     როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რეგლამენტის პროექტის პუნქტების შინაარსიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება წარმოდგენილი ცვლილება დაემატოს საქრთველოს პარლამენტის რეგლამენტის არა 45–ე, არამედ 28–ე მუხლს.

 

კანონპროექტის ინიციატორმა სრულად გაიზიარა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული შენიშვნები და წინადადებები და დაეთანხმა მათ ასახვას რეგლამენტის პროექტში.

 

კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს. კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

  1. 1.კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენისვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა: რეგლამენტის პროექტი –„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ “ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის;
    1. 2.კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

/დასკვნა თან ერთვის/

  

       კომიტეტის თავმჯდომარ

              

                                                                               ხათუნა გოგორიშვილი

 

 

 

             კომიტეტის აპარატის                             თამარ დიხამინჯია

                     უფროსი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 
modules