ოქმი N131

 

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის    სხდომის

ქმი N131

                                                                    21 ივნისი 2012.

15:00 საათი

/ოთახი N221/

 

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, მაგდალინა ანიკაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, ელენე ჯავახაძე, გიორგი ხახნელიძის ადგილმონაცვლე – მამუკა გაჩეჩილაძე.

მოწვეულები: ზვიად კუკავასაქართველოს პარლამენტის წევრი, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლები.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

 

  1. 1.არანაკლებ 30ამომრჩევლის ინიციატივით «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (მ. დოლიშვილი, მ. სამჭკუაშვილი, ბ. ნარსია..) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

   (მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი)

  1. 2.არანაკლებ 30ამომრჩევლის ინიციატივით «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზ. ქორიძე, მ. პოპიაშვილი, ე. გიგაური, ი. მელაშვილი, ლ. ტუღუში, გ.ხუციშვილი და სხვა) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

(მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი)

  1. 3.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;

(მომხსენებლი: ზვიად კუკავა)

  1. 4. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (III მოსმენა – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა);

(მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი)

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით:

არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (მ. დოლიშვილი, მ. სამჭკუაშვილი, ბ. ნარსია..) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც,

           საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად, განიხილავს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილი «საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (მ. დოლიშვილი, მ. სამჭკუაშვილი, ბ. ნარსია..) რეგისტრაციის საკითხს.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები არასრულია (5 წევრზე ნაკლები საინიციატივო ჯგუფში, მონაცემებიდან – მხოლოდ სახელი, გვარი და ხელმოწერა, არ ახლავს კანონპროექტი, განცხადება წარდგენილია არა ბიუროს, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე) და არ აკმაყოფილებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს. (რეგლამენტის აღნიშნული მუხლი ხათუნა გოგორიშვილმა გააცნო სხდომაზე დამსწრე საინიციატივო ჯგუფის წევრებს)

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნების დარღვევის გამო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას, რაც ბუნებრივია არ ზღუდავს საინიციატივო ჯგუფს, რომ რეგლამენტის ყველა მოთხოვნის გათვალისწინების შემდგომ ხელახლა წარმოადგინონ განცხადება რეგისტრაციის თაობაზე

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ დასკვნის პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1764–ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა შეუსრულებლობის გამო მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს (მ. დოლიშვილი, მ. სამჭკუაშვილი, ბ. ნარსია..) არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების მიზნით, უარი ეთქვას რეგისტრაციაზე.

/დასკვნის პროექტი თან ერთვის/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით:

არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზ. ქორიძე, მ. პოპიაშვილი, ე. გიგაური, ი. მელაშვილი, ლ. ტუღუში, გ.ხუციშვილი და სხვა) რეგისტრაციის საკითხის განხილვა;

 

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც,

         საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დავალების შესაბამისად, განიხილავს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით წარმოდგენილი «მაუწყებლობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (ზ. ქორიძე, მ. პოპიაშვილი, ე. გიგაური, ი. მელაშვილი, ლ. ტუღუში, გ.ხუციშვილი და სხვა) რეგისტრაციის საკითხს.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მოწოდებული საინიციატივო ჯგუფის განცხადება და თანდართული მასალები წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 175- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნათა დაცვით.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებას, შესაბამისად, მათთვის სარეგისტრაციო მოწმობისა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუშის გადაცემას.

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს მომხსენებლის მიერ წარმოდგენილ დასკვნის პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1764–ე მე–3 პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული იქნეს საინიციატივო ჯგუფი (ზ. ქორიძე, მ. პოპიაშვილი, ე. გიგაური, ი. მელაშვილი, ლ. ტუღუში, გ.ხუციშვილი და სხვა) არანაკლებ არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის უფლების განხორციელების მიზნით;
  2. 2.სარეგისტრაციო ჯგუფს გადაეცეს სარეგისტრაციო მოწმობა;
  3. 3.საინიციატივო ჯგუფს გადაეცეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ აღნიშნული კანონპროექტის მხარდამჭერთა ხელმოწერების შესაგროვებლად დადგენილი ფორმის (ფურცლის) ნიმუში.

/დასკვნის პროექტი თან ერთვის/

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით:

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ II მოსმენით განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;

    

მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოხსენებელმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად. კონკრეტულად:

   რეგლამენტის პროექტის 28–ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე–4 და მე–5 პუნქტები:

        საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, არანაკლებ 12 კაცის შემადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრალესობით;

        საკონკურსო პირობებს და კომისიის დებულებას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

ზვიად კუკავამ აღნიშნა, რომ მათ მიერ გათვალისწინებული იქნა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გამთქმული ყველა შენიშვნა.

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს.

 

 

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა: რეგლამენტის პროექტი –„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ “ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის;
    1. 2.კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

/დასკვნა თან ერთვის/

  

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან  დაკავშირებით:

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტისა და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტების: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (III მოსმენა – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა);

  

მოისმინეს: ხათუნა გოგორიშვილის მოხსენება, რომლის თანახმადაც რეგლამენტის პროექტში აისახა პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნები: კონკრეტულად, ფრაქცია: „ქრისტიან დემოკრატების“ მიერ შემოთავაზებული წინადადება, იმის თაობაზე, რომ       დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა გარდა სხვა განსაზღვრული შემთხვევებისა შესაძლებელი იყოს კორუფციული სამართალდარღვევის თაობაზე ინფორმაციის მიღებისას. შესაბამისად 55ე მუხლის მე–2 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

     „დროებითი საგამოძიებო კომისიის შექნის საფუძველია ინფორმაცია:

     ა) სახელმწიფო ორგანოების, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებების შესახებ, კორუფციული სამართალდარღვევების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა ინტერესებს;“

     მეორე მოსმენით რეგლამენტის მუხლობრივი განხილვის შემდგომ 175–ე მუხლის მე–6 პუნქტი („6. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს; დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს; პირად ნომერს; ხელმოწერის თარიღს და ტელეფონის ნომერს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. მისი ხელმოწერა უნდა დამოწმდეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ.“), რომლის თანახმად ხელმოწერების ნამდვილობა უნდა დაემოწმებინა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

6. ხელმოწერების შესაგროვებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ დადგენილი ფორმის თითოეულ ფურცელს ხელს აწერს არა უმეტეს 50 ამომრჩევლისა. ხელმოწერების სისწორეზე პასუხისმგებელი პირი აღნიშნავს შემდეგ მონაცემებს: სახელს, გვარს; დაბადების წელს, თვესა და რიცხვს, მისამართს; პირად ნომერს; ხელმოწერის თარიღს და ტელეფონის ნომერს, რასაც ხელმოწერით ადასტურებს ამომრჩეველი. თითოეულ ასეთ ფურცელს ხელმოწერით ადასტურებს ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ხელმოწერების სისწორეზე და პასუხს აგებს ხელმოწერების გაყალბებისათვის. თითოეული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო ბიუროში. ამასთან, ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვებაზე პასუხიმგებელი პირის ხელმოწერის ნოტარიული წესით დამოწმება საკმარისია ერთხელ და მის მიერ ხელმოწერით დადასტურებული ყველა სხვა გვერდი ამავე მუნიციპალიტეტში სანოტარო წესით დამოწმებას აღარ საჭიროებს“ .

 

                      გათვალისწინებული იქნა აგრეთვე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმული შენიშვნა, რომელიც შეეხებოდა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდგომი პროცედურების დაზუსტებას, იმ მიზნით რომ არ დარჩენილიყო პროცედურის ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობა (კონკრეტულად ეს ეხებოდა გამოსვლებისა და დებატების საკითხს – ...“პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ იმართება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო. საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება გაიმართოს დებატები. დებატების დროს გამომსვლელთა წრე და გამოსვლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ამ რეგლამენტის 134-ე მუხლის შესაბამისად. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.“). აღნიშნული შენიშვნის გათვალისწინებით მუხლი 200 ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

   „პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება გამოცხადდეს შესვენება არა უმეტეს ორი საათისა. შესვენების შემდეგ იმართება ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები, რომელთა ხანგრძლივობას ადგენს პარლამენტის ბიურო ან შეიძლება გაიმართოს დებატები. დებატების დროს გამომსვლელთა წრე და გამოსვლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ამ რეგლამენტის 136-ე მუხლის შესაბამისად. დებატების შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნეს რეზოლუცია.“

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ მესამე მოსმენით განხილვის დროს გათვალისწინებული იქნა საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ყველა ტექნიკურ–რედაქციული ხასიათის შენიშვნა, მაგალითისათვის: გამორჩენილი იყო სამთავრობო საათის ჩატარების დრო – პარასკევი, რაც გასწორდა;

   კომიტეტმა გაითვალისწინა აგრეთვე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და მოსაზრებების უმავლესობა, მათთან ერთობლივი განხილვისა და მსჯელობის შედეგად. ის მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებაც ამ ეტაპზე ვერ განხორციელდა, შეიძლება მივიჩნიოთ დისკუსიის თემებად და გავაგრძელოთ მუშაობა, მაგალითისათვის კომიტეტის სხდომების ანონსირების 3 დღიანი ვადის სავალდებულოობის პრინციპის დაცვა ნებისმიერ შემთხვევაში, აგრეთვე ხმის მიცემის პულტის სხვისთვის გადაცემაზე პასუხისმგებლობის მექანიზმების შემდგომი დახვეწა.      

 

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი რეგლამენტის პროექტზე მუშაობის 10 თვიანი პერიოდი დასრულდა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა NDI- ის, სამუშაო რეჟიმის საუკეთესოდ ორგანიზებისათვის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატს – გაწეული რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოსათვის, აგრეთვე ყველა იმ ორგანიზაციას, განსაკუთრებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული ახალი რეგლამენტის პროექტის შემუშავების პროცესში.

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

  1. 1.საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;
    1. 2.კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

/დასკვნა თან ერთვის/

 

 

         კომიტეტის თავმჯდომარ

              

                                                                               ხათუნა გოგორიშვილი

 

 

 

           კომიტეტის აპარატის                             თამარ დიხამინჯია

                     უფროსი

 

 

 

 

 

 

 
modules