| ოქმი N132 |
|
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ოქმი N132 27 ივნისი 2012წ. 15:00 საათი. ოთახი N221
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ ანჯაფარიძე, კახაბერ სუხიშვილი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე. სხდომაზე მოწვეულები: ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):
/მომხსენებლი: ზვიად კუკავა/
/მომხსენებელი: ზვიად კუკავა/ 3.,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა/; /მომხსენებელი: ზვიად კუკავა/
სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.
სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის – „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ III მოსმენით განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრის – ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა/;
მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მესამე მოსმენისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოხსენებელმა აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. ამასთანავე კანონპროექტში გათვალისწინებული იქნა პირველი და მეორე მოსმენით განხილვის დროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა და მოსაზრება. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 28–ე მუხლს დაემატება მე–4 და მე–5 პუნქტები, რომელთა შეაბამისადაც: – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი ქმნის მარეგულირებელ ორგანოსთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას, არანაკლებ 12 კაცის შემადგენლობით, რომელშიც შედიან სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სახალხო დამცველისა და შესაბამისი დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრალესობით; – საკონკურსო პირობებს და კომისიის დებულებას საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა კანონპროექტის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 29 ივნისს დასრულების გათვალისწინებით, გაერკვიათ და დაეზუსტებინათ, რამდენად იქნებოდა შესაძლებელი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ კანონის ამოქმედებამდე საკონკურსო კომისიის დებულების შემუშავება და დამტკიცება. ზვიად კუკავა დაეთანხმა ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას კანონის ამოქმედების ვადასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებასთან დაკავშირებით. კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს კომიტეტის გადაწყვეტილების პროექტს. გადაწყვიტეს (ერთხმად):
/დასკვნა თან ერთვის/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით: ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა/; მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად, კანონპროექტი მომხსენებელმა წარმოადგინა მუხლობრივად, კონკრეტულად: ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს:
– ამ კანონის 29-ე–32-ე მუხლების მოქმედება, ასევე ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა, რომლებიც ეწევიან კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ საქმიანობას. – საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის კონკურსის ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკონკურსო კომისია, რომელიც იქმნება ამ კანონის 362-363 მუხლებით გათვალისწინებული წესით. საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ამ კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით. 2. ამოღებულ იქნება მე-18 მუხლის 1-3 პუნქტები 3. ამოღებულ იქნება 4-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები . 4. 29-ე მუხლი – თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: – პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად, გარდა 30-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. – კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”. 5. 30-ე მუხლს – თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნა – დაემატება მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: – თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ: ა) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ თანამდებობაზე დასანიშნი ან ასარჩევი მოხელეები; ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ ასარჩევი მოხელეები; გ) მინისტრის მოადგილეები, თანაშემწეები და მრჩევლები; დ) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები; ე) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს; – დროებით მოვალეობის შემსრულებელი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს 1 წლის ვადით, ხოლო სხვა კონკურსის წესით შესავსებ თანამდებობაზე – არა უმეტეს 3 თვის ვადით. იგივე თანამდებობაზე, განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.~ 6. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: – საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით. ამასთანავე, კანდიდატებს განცხადების წარსადგენად ეძლევათ არანაკლებ 10-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან. კონკურსის გამოცხადების დღედ ითვლება ბოლო გამოცხადების მომენტი. – კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს მაინც: ა) სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების და კონკურსის წესით შესავსები თანამდებობის დასახელებები; ბ) კანდიდატისთვის წაყენებული მოთხოვნები; გ) შესასრულებელი სამუშაო; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა; ვ) შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართი. 7. 32-ე მუხლი –განცხადების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის – ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით: – კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენა ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებ-გვერდის მეშვეობით. 8. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება შემდეგი შინაარსის 361-364 მუხლები: ` მუხლი 361 საკონკურსო-საატესტაციო კომისიები 1. მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. 2. მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებენ შემდეგი საკონკურსო-საატესტაციო კომისიები: ა) საქართველოს პარლამენტის აპარატის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია - პარლამენტის აპარატის მოხელეთათვის; ბ) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოხელეთათვის; გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მოხელეთათვის, ხოლო საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეთათვის – შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისია; დ) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების (საქართველოს სამინისტრო, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება) მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია – შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მოხელეთათვის; ე) სასამართლო დაწესებულებების (საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები) მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია - შესაბამისი სასამართლო დაწესებულების მოხელეთათვის; ვ) სახელმწიფოს შესაბამისი დაწესებულების მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია - ამ დაწესებულების მოხელეთათვის; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის კომისია - ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის; 3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. მუხლი 362 საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის გარდა, შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 2. როგორც წესი, დაწესებულების მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ ინიშნება ამავე დაწესებულების ხელმძღვანელი ან მისი მოადგილე. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს ადგილობრივი თვითმმართველობის საკრებულო. 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 363 საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საკონკურსო - საატესტაციო კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები და დამოუკიდებელი სპეციალისტები. 2. თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 3. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება. მუხლი 364. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობა: საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესი, აგრეთვე კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. 77-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნება. 10. 84-87-ე მუხლები ამოღებულ იქნება. 11. დაემატება შემდეგი შინაარსის 1342 მუხლი: კონკურსის გამოცხადების წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ – „2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოაცხადონ აგრეთვე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში.“ 12. დაემატება შემდეგი შინაარსის 1343 მუხლი: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადების წარდგენის წესი – „2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ საჯარო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადება შეიძლება წარდგენილ იქნეს აგრეთვე არაელექტრონული ფორმით, შესაბამისი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მისამართზე.“ კანონპროექტის თანახმად: – იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკვე დანიშნულები არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლად, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება ამ პუნქტის ამოქმედებისთანავე. – ეს კანონი გარდა პირველი მუხლის მე-5 პუნქტისა ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. – ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ამოქმედდება 2013 წლის 1 იანვრიდან. მომხსენებელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწის აუცილებლობამ; კერძოდ კანონში ჯერ კიდევ არსებულმა მოძველებულმა ნორმებმა, რომლებიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებენ, ამასთანავე, კანონში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობამ. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა კანონპროექტის განხილვისას გამოთქვა შემდეგი სახის შენიშვნები და წინადადებები: – კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას მიღებული დათქმის შესაბამისად – კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის პირობა გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებზეც და მიზანშწონილი იქნება, რომ აღნიშნული წესი არ იქნეს გამოყენებული იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც ეწევიან კულტურულ, საგანმანათლებლო, რელიგიურ საქმიანობას; – იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ გამოცხადებულ კონკურსებში რეგიონებში ზოგ შემთხვევაში შეუძლებელია განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ, ელექტრონულ ფორმაზე სრულად გადასვლამდე, მიზანშეწონილი იქნება გარდამავალი ნორმის სახით გაკეთდეს დათქმა, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოაცხადონ აგრეთვე შესაბამის ბეჭდვით ორგანოში, ხოლო მსურველთა მიერ განცხადებების წარდგენა მოხდეს არაელექტრონული ფორმითაც. ხათუნა გოგორიშვილმა გამოთქვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტში რამოდენიმე საკითხი დაზუსტებას საჭიროებს. კერძოდ, –`საჯარო სამსახურის შესახებ~ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ჩამონათვალში, სადაც მითითებულია ის პირები, რომლებიც თანამდებობაზე ინიშნებიან უკონკურსოდ, აუცილებელი იქნება დაფიქსირდეს პარლამენტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეები, ვინაიდან ისინი ინიშნებიან თანამდებობაზე შესაბამისი პირების უფლებამოსილების ვადით; – დასაზუსტებელი იქნება აგრეთვე, საკითხი იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა საჯარო სამსახურის ბიუროს შესაბამისი ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა დაწესებულებებში საჯარო კონკურსების გამოცხადებისა და განცხადებების ელექტრონული ფორმით წარდგენის საშუალებასა და სისტემატიზაციას, აგრეთვე სხვადასხვა დაწესებულებების წვდომას ელექტრონულ ბაზასთან. იმ შემთხვევაში თუ არ არსებობს ეს სისტემა, მაშინ მიზანშეწონილი იქნება აღნიშნული ტექნიკური პირობები და შესაბამისი მუხლის ამოქმედების თარიღი გადაიწიოს 1-2 თვით. კანონპროექტის თანახმად `საჯარო სამსახურის შესახხებ~ საქართველოს კანონს ემატება 364 მუხლი, სადაც მითითებულია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურების პირობები და ოდენობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. აღნიშნულ მუხლში დასაზუსტებელია საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ შრომის ანაზღაურების პირობა გავრცელდეს კომისიის მხოლოდ მოწვეულ წევრებზე. იურიდიული ტექნიკის თვლასაზრისით დასახვეწი იქნება, აგრეთვე, კანონპროექტის მე-2 მუხლი, რომელიც ეხება კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის ამოქმედების ვადას.
აზრი გამოთქვეს აგრეთვე: კახაბერ ანჯაფარიძე, ელენე ჯავახაძემ, კახაბერ სუხიშვილმა კანონპროექტის ინიციატორი დაეთანხმა კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის წევრების – ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა: კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვისათვის; 2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით: ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა II მოსმენა/; მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად, კანონპროექტი მომხსენებელმა წარმოადგინა მუხლობრივად, კონკრეტულად: “საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თ) საქართველოს სამინისტროების სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები და აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები;”. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატებას შემდეგი შინაარსის კ1) ქვეპუნქტი: „საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, მისი მოადგილე, დეპარტამენტების უფროსები და აგრეთვე მათთან გათანაბრებული პირები~. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ფ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) და მუნიციპალიტეტის საკრებულოების თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები, აგრეთვე საკრებულოს კომისიათა თავმჯდომარეები და საკრებულოს მდივანი“. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ქ) თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მისი მოადგილე, აგრეთვე მუნიციპალიტეტის და ქალაქის რაიონის გამგებელი და მათი მოადგილეები’’. კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული ის პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედებამდე არ იგულისხმებოდნენ ტერმინში ,,თანამდებობის პირი” თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენენ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 60-ე დღეს. როგორც მომხსენებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, კნონპროექტის მიზანია, დეკლარირების სისტემის სრულყოფა და საჯარო სექტორში გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა. აზრი გამოთქვეს: ხათუნა გოგორიშვილმა მიზანშეწონილად მიიჩნია კანონპროექტში საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის მოსაზრების გაზიარება იმის თაობაზე, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლში თანამდებობის პირთა ჩამონათვალში მიეთითოს აგრეთვე საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილეებიც, როგორც ეს გათვალისწინებულია მაგალითად, კანცელარიის უფროსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისა და მათი მოადგილეების შემთხვევაში. კომიტეტის წევრები და ინიციატორი დაეთანხმნენ კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს გადაწყვიტეს (ერთხმად): 1. გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივის – ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე II მოსმენით განხილვას; 2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი. /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ხათუნა გოგორიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია
|






