ოქმი #14

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი #14

2012  წლის 12 ივნისი

სხდომის თავმჯდომარე:       პაატა ლეჟავა      (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)       

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, მოადგილე, გ. გოგუაძე, რ. მაისურაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, რ. ფიფია, ნ. ჯანაშია.

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი,  რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  ე. გუნცაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

დღის წესრიგი

1.          საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია (¹1/109; 25.05.2012) – "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმამრთულებები" (07–2/474; 25.05.2012).

(მომხსენებელი: პ. პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე).

I.  მოისმინეს:

ე.გუნცაძის ინფორმაცია "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმამრთულებები"ს – შესახებ. მან ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პროგრამა მოიცავს ქვეყნის აგრარულ სექტორში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და რეფორმების განხორციელებას; კერძოდ: სასოფლო–სამეურნე პროდუქციის წარმოების ზრდისათვის აუცილებელია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების შეძენა და მათი ეფექტური გამოყენება; დაინტერესებულ ფერმერთა ინფორმირება და საკონსულტაციო მომსახურება. სამელიორაციო და სადრენაჟე სისტემების რეაბილიტაცია.  ლიზინგის სისტემის განვითარება და ამ გზით სოფლის მეურნეობის სექტორში თანამედროვე ტექნიკის რაოდენობის ზრდა. ქართულ აგროსასურსათო პროდუქციის, ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციის გაგრძელება; მარცვლეულის წარმოების ინტენსიფიკაცია. სასათბურე მეურნეობების რეაბილიტაცია. სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურების სანერგე მეურნეობების მოწყობა. სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა.

სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა  

    პროგრამის მიზანია სურსათის უვნელობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით რისკის შეფასების საფუძველზე ბიზნესოპერატორების ინსპექტირების განხორციელება, სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგი და პროდუქციის ლაბორატორიული კვლევა. პროფილაქტიკური/იძულებითი ვაქცინაცია დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და ცოფი. პესტიციდების/აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის განხორციელება და საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება. ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებებისა და მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა.

მევენახეობა–მეღვინეობის განვითარება

პროგრამის მიზანია მევენახეობა–მეღვინეობის დარგის განვითარება, ახალი სამომხმარებლო ბაზრების ათვისება და მომხმარებლის დაცვა უხარისხო ღვინოპროდუქციისაგან. ქართული ღვინოპროდუქციის საერთაშორისო და ადგილობრივი დეგუსტაცია–კონკურსებისა და გამოფენების მოწყობა; ქართული ღვინის სადეგუსტაციო ცენტრის მოწყობა. სპეციალიზებული უცხოური ჟურნალებისათვის საქართველოს მევენახეობა–მეღვინეობის შესახებ სტატიების მომზადება და გამოქვეყნება. ალკოჰოლიანი სასმელების სერტიფიცირებული პარტიებიდან აღებული ნიმუშების შედარების უზრუნველსაყოფად ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა. მევენახეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობა.

           გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია –  "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების, სახელმწიფო მინისტრების აპარატებისა და უწყებების საშუალოვადიანი ძირითადი მიმამრთულებების" შესახებ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე განსახილველად.

             

         სხდომის თავმჯდომარე:                                            . ლეჟავა

        სხდომის მდივანი:                                                      . ქიტიაშვილი

 
modules