| 2007 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში გაწეული საქმიანობის მოკლე ანგარიში |
აგრარულ საკითხთა კომიტეტს 2007 წლის საგაზაფხულო სესიის პერიოდში ჩატარებული აქვს 17 საკომიტეტო სხდომა, თვეში საშუალოდ 3 სხდომა, მარტო ივნისის თვეში ჩატარებულია 6 სხდომა. კომიტეტის 2007 წლის საგაზაფხულო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით, გეგმით გათვალისწინებული იყო 11, ხოლო განხილული იქნა 77 კანონპროექტი, აქედან კომიტეტი 28 კანონპროექტზე იყო წამყვანი, ხოლო 49 კანონპროექტზე გაკეთებული აქვს სავალდებულო დასკვნა. კომიტეტის ინიციატივით შემუშავებულ იქნა 5 კანონპროექტი და ერთი პარლამენტის დადგენილების პროექტი, აქედან პარლამეტის მიერ მიღებულია 4, ხოლო ორი განხილვის სტადიაშია. საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით: აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები, რომლებზეც კომიტეტი იყო ინიციატორი ან წარმოადგენდა წამყვან კომიტეტს: 1.«ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც შემუშავდა კომიტეტში, განპირობებული იყო ერთის მხრივ ქართული ღვინოების და ღვინის ბრენდების ფალსიფიკაციისა და მიმსგავსების თავიდან ასაცილებლად, ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირის მიერ მიღებული ნორმებისა და ტერმინოლოგიების შემოღების მიზნით. წარმოდგენილი ცვლილებები ასახავს ქვეყნის მაშტაბით განხორციელებულ რეფორმათა მიმდინარეობას, რაც ხელს უწყობს ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლლური სასმელების ხარისხის გაუმჯობესებას, ამ სფეროში ფალსიფიკაციის მაქსიმალურად თავიდან აცილებას, საექსპორტო პოტენციალის ზრდას, მომხმარებელთა და კეთილსინდისიერ მეწარმეთა ინტერესების დაცვას. 2.«მიწების მელიორაციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებები განაპირობა მელიორაციის სფეროს რეგულირების ცვლილებებმა, განისაზღვრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციები და ფუნქციები სამელიორაციო სისტემების სფეროში. გაუქმდა სამელიორაციო სისტემების სახელმწიფო მართვა და ლიკვიდირებულ იქნა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი, რომლის ბაზაზე შეიქმნა სახელმწიფო 100% წილობრივი მონაწილეობით, ოთხი შ.პ.ს. 3.«სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს კანონი მიღებულია 1997 წელს იმ პერიოდისათვის მოქმედი საკანონმდებლო ნორმატივების, მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკისა და ტერმინოლოგიის შესაბამისად, რომელთა დიდი ნაწილი დღეისათვის მოძველებული და უმოქმედოა. იმის გამო, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ ჩატარებულა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკადასტრო სამუშაოები, ხოლო მიწის ნაკვეთებმა სერიოზული ბუნებრივი, სამეურნეო და სამიწათმოწყობო ცვლილებები განიცადეს. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია შემოღებული იქნეს სასოფლო-სამეურნეო მიწის სანაცვლო საკომპენსაციო თანხები მხოლოდ სარეკრეაციო ტერიტორიების ქ. თბილისისა და ქ. ბათუმის საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო მიწებისათვის, რის შემთხვევაშიც სავარგულის კატეგორიის თაობაზე ცნობების წარმოდგენა საჭირო არ იქნება და ახალი მიწის ათვისების თანხების გაანგარიშება მოხდება ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისათვის ერთი, საშუალოდ განსაზღვრული განაკვეთის შესაბამისად. 4.«ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონპროექტის მიღება განპირობებულია მართზომიერ მფლობელობაში არსებულ, სარგებლობაში არსებულ და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების, საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარებისათვის ხელშეწყობა. საზედამხედველო საქმიანობის კუთხით: კომიტეტის 2007 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის კუთხით, გეგმით გათვალისწინებული იყო 16 საკითხის მოსმენა, განხილულ იქნა 17 საკითხი, მათ შორის: 1. «საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ». (განხილულ იქნა ორჯერ) 2. «საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონების აღსრულების მდგომარეობის შესახებ» 3. «სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსის ანგარიში სამსახურის ამოქმედებასთან დაკავშირებით» 4. »მეჩაიეობის რეაბილიტაციისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.» 5. «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მიმდინარეობის შესახებ.» (განხილულ იქნა ორჯერ) 6. «სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ.» (განხილულ იქნა ორჯერ) 7. მელიორაციის სისტემაში სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შ.პ.ს. საქმიანობის შესახებ. 8. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის, სერვის-ცენტრების განვითარების შესახებ.» 9. «ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების პროექტის» მიმდინარეობის შესახებ». 10. «ფრინველის გრიპის კონტროლისა და ადამიანებში, პანდემიისათვის მზადყოფნისა და რეაგირების პროექტის შესახებ.» 11. ამერიკული თეთრი პეპელას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ. 12. ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ. (ღორის აფრიკული ჭირი) 13. საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. 14. «სოფლის მეურნეობის სამინისტროს დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის რეგიონალური სამმართველოების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ. |






