ოქმი #10

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #10

 

2012  წლის 8 მაისი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                  გია გოგუაძე   (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

                                                                   

                                                          

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  გ. გოგუაძე, რ. მაისურაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. კემულარია, ნ. ლალიაშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი,  რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ნ. ნოზაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  დ. თოდრაძე – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ასათიანი – საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი.

 

დღის წესრიგი:

1.     საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს კანონის პროექტები: საპარლამენტო ფრაქციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზენორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07–3/598; 27.04.2012) .

(მომხსენებელი: დ. თოდრაძე – საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე).

I.  მოისმინეს:

დ. თოდრაძის ინფორმაცია       ”საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” და საქართველოს კანონის პროექტების: ”საპარლამენტო ფრაქციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ”საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ”ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. მან აღნიშნა, რომ  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა დღეს მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მიღების შემდგომ (2004 წლის 17 თებერვალი) რეგლამენტის აღსრულების, ასევე, პარლამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლენილმა გარკვეულმა საკითხებმა, რომლებიც დახვეწას ან ახლებურ დარეგულირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნული პერიოდის შემდგომ განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული რიგი საკითხები ახლებურად დაარეგულირა. ზემოანიშნულმა გარემოებებმა საჭირო გახადა ახალი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება.  პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია განსაზღვროს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, პროცედურა, შინაგანი სტრუქტურა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს: საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი და საქართველოს კანონის პროექტებს: საპარლამენტო ფრაქციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზენორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად ჩათვალა ათი გატანა პარლამენტისსხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

 

 

 

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი

 
modules