ოქმი #6

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #6

2012  წლის 27 მარტი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                  გია გოგუაძე    (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

                                                               

                                                          

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. დიასამიძე, გ. კაკალაშვილი,  რ. მაისურაძე,  ა. სტურუა, რ. ფიფია.

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი,  ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი:

 

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე – III მოსმენა.

 

(მომხსენებელი: ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე).

 

I. მოისმინეს:

 

ნ. მიქელაძის ინფორმაცია         ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მან განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება განაპირობა სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის გათვალსიწინებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გარკვეულ შემთხვევებში ქონების გადაცემის საკითხის აუცილებლობამ; კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების ფორმირების  ხელშეწყობა; პროექტის მიხედვით, ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ”ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ქონების სახით.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტ – ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად ჩათვალა ისი გატანა პარლამენტის სხდომაზემესამე მოსმენით განსახილველად.

 

 

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი