ოქმი #5

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი #5

 

2012  წლის 14 მარტი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                  გია გოგუაძე  (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

                                                                   

                                                         

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, რ. მაისურაძე,  

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი:

 

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე – II მოსმენა.

 

(მომხსენებელი: ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე).

 

I. მოისმინეს:

 

ნ. მიქელაძის ინფორმაცია         ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მან განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება განაპირობა სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის გათვალსიწინებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გარკვეულ შემთხვევებში ქონების გადაცემის საკითხის აუცილებლობამ; კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების ფორმირების  ხელშეწყობა; პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლში. კერძოდ: 47-ე მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ”ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ქონების სახით.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტ – ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად ჩათვალა ისი გატანა პარლამენტის სხდომაზემეორე მოსმენით განსახილველად.

 

 

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი