ოქმი #4

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

  

ოქმი #4

 

2012  წლის 13 მარტი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                      გია გოგუაძე   (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი,  ა. ლეკაშვილი, რ. მაისურაძე, ა. სტურუა.  

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ნ. ნოზაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  ნ. ენუქიძე – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი:

 

1.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები - "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ"; "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

(მომხსენებელი: ნ. ენუქიძე - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე)

I.    მოისმინეს:

 

ენუქიძეს ინფორმაცია "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" და მისგან გამომდინარე პრoექტების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს  დარეგულირებულ იქნეს  სამართლებრივი ურთიერთობები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, რომლებიც ეწევიან ბირთვულ და რადიოაქტიურ მასალებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან დაკავშირებულ საქმიანობას.

           მომზადებული კანონის პროექტით განისაზღვრება  მარეგულირებელი ორგანო და მის ძირითადი  ფუნქციები, ასევე სხვა სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები  ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში.

რეგულირდება ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი საკითხები. განისაზღვრება  სურსათით, სასმელი და მინერალური წყლით ნედლეულითა და ნიადაგით გამოწვეული დასხივების,  ბუნებრივი წყაროებით გამოწვეული  სამედიცინო  დასხივების  შეზღუდვებთან დაკავშირებული საკითხები.   ასევე რეგულირდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაციის,  მათ შორის ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული საკითხები.

         გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს - "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ"; "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტები ოქმს თან ერთვის).

 

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი

 
modules