ოქმი #3

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #3

2012  წლის 9 მარტი

/სხდომა ჩატარდა საფინანსო–საბიუჯეტო  კომიტეტთან ერთად/

 

 

   სხდომის თავმჯდომარე:            გია გოგუაძე     (აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

  ბეჟან ბუცხრიკიძე  (საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე)

                                                          

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, რ. მაისურაძე,  ა. სტურუა.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  რ. კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატი, ბ. ბუცხრიკიძე, ზ. კუკავა, თ. წურწუმია, გ. ჩახვაძე და სხვ. – საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯტეო კომიტეტის წევრები, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლები.

დღის წესრიგი:

 

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: (#!/11; 02.02.2012) - "საქართველოს საგადასახდო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ" (07-2/402; 02.02.2012).

 

(მომხსენებელი: რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე).

 

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (#!/33; 22.02.2012) - "საქართველოს საგადასახდოკოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სალიცენზიო და სანებართვომოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საქართველოს სახელმწიფოსაზღვრის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტოკონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", თავისუფალიინდუსტრიული ზონების შესახებ" საქარველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე","საქართველოს ადმინისტრაციულ სამართარდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე", "ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე","სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო (საბაჟო) კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულადსაქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე შემოტანილი, კეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებ" საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე", "ლიცენზიებისა და ნებარვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ" საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საჯარო სამართლის იურიდიულ პირის  - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეულიმომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპულინივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებისშეტანის შესახებ", "საავტომობილო გზების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ",საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე","საზოგადოებრრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე", "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე" და "ნავთობისა და გაზის შესახებ" საქართვე,ლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".(07-2/418; 22.02.2012).

 

(მომხსენებელი: რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე).

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (#1/38; 02.03.2012)  "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/422; 02.03.2012).

 

(მომხსენებელი: რუსუდან კემულარია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე).

 

  • საქართველოს პარლამენტის წევრების: . წურწუმიას, . გოგუაძისა და . კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:"საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/567; 02.03.2012).

 

(მომხსენებელი: თ. წურწუმია, გ. გოგუაძე და ზ. კუკავა - საქართველოს პარლამენტის წევრები).  

 

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (#1/37; 02.03.2012)  ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/421; 02.03.2012).

 

(მომხსენებელი: ნათია მიქელაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე).

 

 

  • საქართველოს პარლამენტის წევრების: . ნათელაშვილის, . გუგავას, . ძაგანიასა და . შატბერაშვილის მიერ საკანონმდელო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტი - "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" (07-3/551; 07.02.2012).

 

 

I. მოისმინეს:

 

. კემულარიას ინფორმაცია  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - "საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლება იმპორტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან მიმართებაში. პროექტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს ემატება "ფ" და "ქ" ქვეპუნქტები, რომლის მიხედვითაც საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) და ასევე, საქართველოში წარმოებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ღორის, ცხვრის და თხის ახალი ან გაცივებული ხორცის მიწოდება თავისუფლდება დამატებული ღირებულების გადასახადისგან ჩათვლის უფლებით.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტ - "საქართველოსსაგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებდა მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

II.                                  მოისმინეს:

 

r. kemularias ინფორმაცია დღის წესრიგის მე–2 საკითხში მოცემული კანონპროექტების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ პროექტების შემუშავების მიზანს წარმოადგენს, მოქმედ კანონმდებლობაში საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობიდან გამომდინარე ტერმინ "საბაჟოს" დამკვიდრება და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. ტერმინოლოგიური ცლილებები შედის წარმოდგენილი პაკეტის კანონთა პროექტების მთელ რიგ მუხლებში და იცვლება რამდენიმე ტერმინი, კერძოდ: ტერმინი "ეკონომიკური საზღვარი" – "საბაჟო საზღვრით", "პორტალი" – "საბაჟო გამშვები პუნქტით", "კონტროლის ზონა" – "საბაჟო კონტროლის ზონით", "სასაქონლო დეკლარაცია" – "საბაჟო დეკლარაციით", "იმპორტის ღირებულება" – "საბაჟო ღირებულებით", "სახელმწიფო ზედამხედველობა" – "საბაჟო ზედამხედველობით", "სახელმწიფო კონტროლი" – "საბაჟო კონტროლით", "ტერმინალი" – "საბაჟო ტერმინალით" და სხვა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებ: - "საქართველოსსაგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილებისშეტანის შესახებ", "საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "შეიარაღებისსამხედრო ტექნიკისა დაორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოსსისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებსაქარველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ვეტერინარიის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართარდარღვევათა კოდექსში ცვლილებისშეტანის შესახებ, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებსაქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ინტელექტუალურ საკუთრებასთანდაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ"საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო (საბაჟოკონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად საქართველოს ეკონომიკურტერიტორიაზე შემოტანილიკეთილსინდისიერად შეძენილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის წესის შესახებსაქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე", კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე", "ლიცენზიებისა და ნებარვების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვისშესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საჯარო სამართლის იურიდიულ პირის  - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსმომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ნარკოტიკული საშუალებებისფსიქოტროპული ნივთიერებებისპრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საავტომობილო გზების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე", "საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ", "საქართველოსსავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრრივი ჯანმრთელობის შესახებსაქართველოსკანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე", "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა "ნავთობისადა გაზის შესახებსაქართვე,ლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად ჩათვალა ათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენითგანსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტები ოქმს თან ერთვის).

 

III. მოისმინეს:

        

რ. კემულარიას ინფორმაცია – "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტების შემუშავების მიზეზია, მოქმედ კანონმდებლობაში საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ტერმინ "საბაჟოს" დამკვიდრება და საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. პროექტის მიხედვით ცვლილება შედის კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის "გ" ქვეპუნქტში და  ხდება ტერმინოლოგიური დაზუსტება, კერძოდ, ტერმინი "ეკონომიკური ტერიტორია"  იცვლება ტერმინით "საბაჟო ტერიტორია". "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონში პროექტის მიხედვით ცვლილება შედის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტში და ტერმინის  "კონტროლის" ნაცვლად იწერება ტერმინი "საბაჟო კონტროლი".

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს – "საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მიზანშეწონილად ჩათვალა ათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

IV.             მოისმინეს:

თ. წურწუმიას ინფორმაცია – "საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ პროექტის მიღების მიზანია უზრუნველყოფილი იქნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდილი პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ეფექტიანი განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. პროექტის თანახმად, ცვლილებები შედის საქართველოს საგადასახადო კოდექსში, კერძოდ: 39–ე მუხლს მე–2 ნაწილს ემატება "ნ" და "ო" ქვეპუნქტებში. ცვლილების თანახმად საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და საჯარო სამართლის იურიდილი პირის – სურსათის ეროვნულ სააგენტოს ექნებათ უფლებამოსილება მოითხოვონ და მიიღონ საგადასახდო ორგანოში არსებული მათთვის საჭირო ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენს საგადასახდო საიდუმლოებას. ამასთან, საჯარო სამართლის იურიდიული პირები უზრუნველყოფენ აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობას.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამეტის წევრების: თ. წურწუმიას, გ. გოგუაძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტ - "საქართველოს საგადასახდო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზედა მიზანშეწონილად ჩათვალა ისი გატანაპარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

V.                      მოისმინეს:

 

ნ. მიქელაძის ინფორმაცია         ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მან განმარტა, რომ წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება განაპირობა სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის გათვალსიწინებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გარკვეულ შემთხვევებში ქონების გადაცემის საკითხის აუცილებლობამ; კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ქონების ფორმირების  ხელშეწყობა; პროექტის მიხედვით, ცვლილება შედის ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლში. კერძოდ: 47-ე მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, თვითმმართველ ერთეულს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ მუხლის პირველი პუნქტის ”გ.ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ”ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ქონების სახით.

აზრი გამოთქვეს:

 

1.     კ. კუკულავა: მივესალმები წარმოდგენილ კანონპროექტს და მაინტერესებს რამოდენიმე საკითხი: პირველი – სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულზე საკუთრებაში გადაცემის შემდეგ,  მათი გამოყენების წესი დღეისათვის არსებობს თუ არა? და მეორე, ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულზე გადაცემული სავარგულების ნუსხაში რატომღაც არ ხვდება საძოვრები. როგორი იქნება შემდგომში მათი გამოყენების ბედი?

2.     ნ. მიქელაძე: ადგილობრივ თვითმმართველობაზე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემა მოხდება როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი ქონების სახით. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობას ექნება უკვე მისი განკარგვის უფლებაც. რაც შეეხება საძოვრების საკითხს, იცით, რომ დღეს "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონი არ ითვალისწინებს საძოვრების პრივატიზებას, გარდა იჯარით გაცემული მიწებისა. შესაბამისად, საძოვრების გადაცემა ადგილობრივ თვითმმართველობაზე ამ ეტაპზე არ მოხდება. აქ საუბარია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, გარდა საძოვრებისა. პერსპექტივაში საძოვრების ბედი როგორ განიხილება და გადაწყდება, ეს უკვე სამომავლო საკითხია.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტ – ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე დამიზანშეწონილად ჩათვალა ისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

            /ამასთან, კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნა: განმარტებით ბარათში სასურველია აღნიშნული იყოს, თუ რა აუცილებლობითაა გამოწვეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაში გადაცემა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის და რა ბედი ეწევა მათ გარკვეული დროის შემდეგ/.

დღის წესრიგით გათვალისწინებული მე–6 საკითხი – "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანისთაობაზე" – გადაიდო მომხსენებლების არგამოცხადების გამო.

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი