ოქმი #2

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #2

 

2012 წლის 28 თებერვალი

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                      არჩილ გეგენავა  (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. მაისურაძე, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ::  გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი,ა. სტურუა.

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ლომთაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  გ. აბულაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე

 

დღის წესრიგი:

 

  • საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2012 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა.

 

(მომხსენებელი: ა. გეგენავა – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).

 

 

  • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38- მუხლის შესაბამისად აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.

 

(მომხსენებელი: ა. გეგენავა – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).

I.                   მოისმინეს:

 

ახალბედაშვილის ინფორმაცია - საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2012 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის თაობაზე.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა  დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2012 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა.

 (აღნიშნული გეგმა ოქმს თან ერთვის).              

 

II.                მოისმინეს:

 

გეგენავას ინფორმაცია - ფრაქცია "ძლიერი საქართველო" –დან აგრარულ საკითხთა კომიტეტში რომან მარსაგიშვილის ნაცვლად რატი მაისურაძის გაწევრიანებასა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ასევე ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარდგინებით რატი მაისურაძის არჩევასთან დაკავშირებით.

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38- მუხლის შესაბამისად, ღია კენჭისყრით კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია"ძლიერი საქართველოს" წარდგინებით   ერთხმად აირჩია კომიტეტის წევრი რატი მაისურაძე,

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გეგენავა

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილ