ოქმი #1

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #1

 

2012  წლის 17 თებერვალი

 

სხდომის თავმჯდომარე:                      გია გოგუაძე     (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები:  გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, გ. კაკალაშვილი, ნ. ლალიაშვილი,  რ. მარსაგიშვილი,ა. სტურუა,  ნ. ჯანაშია.

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  ზ. კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

დღის წესრიგი:

 

 

  • საქართველოს პარლამენტის წევრების: . კუკავასა და . წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - "სააქციოსაზოგადოების  საპარტნიორო ფონდის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-3/555; 10.02.2012).

 

(მომხსენებლები: ზ. კუკავა, თ. წურწუმია – საქართველოს პარლამენტის წევრები).

I.                         მოისმინეს:

 

კუკავას ინფორმაცია "სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ კანონპროექის მიღება განპირობებულია "სააქციო საზოგადოების – საპარტნიორო ფონდის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების დახვეწის აუცილებლობით, რაც გულისხმობს აღნიშნული კანონის დებულებათა შემდგომ სრულყოფას და ფონდის საქმიანობის ხელშეწყობას. წარმოდგენილი პროექტით იხვეწება ფონდის მიერ საქმიანობის განხორციელების მომწესრიგებელი ნორმები, ასევე ფონდის ორგანოთა უფლებამოსილებანი.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრებისკუკავასა და წურწუმიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტს - "სააქციო საზოგადოების  საპარტნიორო ფონდის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედამიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტი და კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის).

 

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი