| ოქმი #26 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #26 2011 წლის 19 დეკემბერი
სხდომის თავმჯდომარე: გია გოგუაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი,ა. სტურუა, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ო. თოიძე - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რ. კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
დღის წესრიგი:
(მომხსენებელი: ოთარ თოიძე - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
(მომხსენებელი: რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე).
I. მოისმინეს:
ო. თოიძის ინფორმაცია - "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ კანონის მომზადება განპირობებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს რეორგანიზაციითა და მის ბაზაზე, ანალოგიური ფუნქციებისა და უფლებამოსილებების მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შექმნის საჭიროებით. ახალი სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სატატუსით, მოიპოვებს მეტ დამოუკიდებლობას, რაც მას მიანიჭებს მეტ მოქნილობას თავის საქმიანობაში. ამ მიზნით ცვლილება შედის "სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შესახებ" საქართველოს კანონში, სადაც განისაზღვრა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. პროექტით ცვლილება შეხება ასევე, "ვეტერინარიის შესახებ" საქათველოს კანონს, რომლის მიზანია, კანონიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო".
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს - "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" - და მიზანშეწონილად ჩათვალა მისიგატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
II. მოისმინეს:
რ. კემულარიას ინფორმაცია – საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების: "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი)" ცვლილება" და "საქართველოსა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ფონდს შორის პროგრამის სასესხო ხელშეკრულების (მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის განვითარების პროგრამა)" ცვლილების" შესახებ. მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრი, ADPჩჩ, როგორც საქართველოში IFAD–ის მიერ დაფინანსებული პროექტების საერთო მართვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია, ლიკვიდირებულ იქნება 2011 წლის 1 ივლისიდან. ლიკვიდაციის შემდეგ მის უფლებებს და მის ნაკისრ მოვალეობებს განახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრის 2010 წლის მაისის ¹2–66 ბრძანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების განხორციელების დეპარტამენტის («IOPID»), დებულების თანახმად, («IOPID»)–ს ენიჭება როგორც დონორის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებლობა. ამის გათვალისწინებით დღეს წარმოდგენილ ფინანსურ შეთანხმებაში შედის შესაბამისი ცვლილებები.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებას – "საქართველოსა და სოფლის მეურნეობისსაერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი)" ცვლილება" და "საქართველოსა და სოფლის მეურნეობისსაერთაშორისო ფონდს შორის პროგრამის სასესხო ხელშეკრულების (მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის განვითარების პროგრამა)" ცვლილებას" - დამიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის. /კომიტეტის დასკვნა და შეთანხმების ტექსტი – ოქმს თან ერთვის/. სხდომის თავმჯდომარე: გ. გოგუაძე სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






