ოქმი #25

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #25

2011 წლის 8 დეკემბერი

/სხდომა ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის  კომიტეტებთან ერთად/

 

სხდომის თავმჯდომარეები:               გია გოგუაძე  
                       (აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

                                                         გიორგი მელაძე

(დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე)

                                                         დავით დარჩიაშვილი

(ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა,  ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, რ. ფიფია.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ვ. ლეჟავა – მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი – პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი, თ. კოვზირიძე – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი – პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი, გ. ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენელი, გ. მელაძე, დ. დარჩიაშვილი, ა. ალავიძე, ი. კენჭოშვილი, ზ. კიკალეიშვილი, რ. მაისურაძე, ს. ქიტიაშვილი, თ. წურწუმია, თ. ჩარკვიანი, გ. ჯაბუა, ნ. ერგემლიძე, გ. ჩახვაძე – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების წევრები, ამავე კომიტეტების აპარატის თანამშრომლები, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დღის წესრიგი:

 

1.        საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (¹1/197; 06.09.2011): "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კა ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "კომერციული ბან კების საქ მიანობის შესახებ" სა ქართ ველოს კანონში ცვლილების შე ტანის თაობაზე", "საქართ ველოს სამოქალაქო კო დექსში ცვლილების შეტა ნის თაობაზე", "საქართველოს სა ვაჭრო-სამ რეწველო პა ლა ტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი ლების შე ტა ნის თაო ბაზე", "საქართ ველოს სისხლის სამარ თ ლის კოდექსში ცვლი ლების შეტანის შესახებ", "წი აღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო ბაზე", "საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკ ვე ბის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ","საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს ში ცვლი ლების შეტანის თაობაზე""საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შე სახებ" (¹07-2/337; 06.09.2011) –  II მოსმენა.

(მომხსენებლები: ვ. ლეჟავა – მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი – პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი, თ. კოვზირიძე – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი – პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი/

 

2.        საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (¹1/206; 09.09.2011): "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "წყლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამშენებლოსაქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე", "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილების  შეტანისთაობაზე", "საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების  შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებკანონში ცვლილების  შეტანის თაობაზე", "სამეწარმეოსაქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" (¹07-2/338; 09.09.2011) – II მოსმენა.

(მომხსენებლები: ვ. ლეჟავა – მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი – პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი, თ. კოვზირიძე – საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი – პრემიერ–მინისტრის მთავარი მრჩეველი/

 

I. მოისმინეს:

ლეჟავას ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხის და მისგან გამომდინარე პროექტების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ   "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტის მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის მიახლოება საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებთან. აღნიშნული პროექტის შემუშავებამ განაპირობა "დაზღვევის შესახებ", "კომერციული ბან კების საქ მიანობის შესახებ", "საქართ ველოს სამოქალაქო კო დექსში", "საქართველოს სა ვაჭრო-სამ რეწველო პა ლა ტის შესახებ", "საქართ ველოს სისხლის სამარ თ ლის კოდექსში", "წი აღის შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა.

"პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კოდექსისპროექტის მიზანია, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა, განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის, მშენებლობის, სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, მეტროლოგიისა და ტექნიკური რეგლამენტების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა განვითარებულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.

 

IIმოისმინეს:

 

.კოვზირიძის ინფორმაცია "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ".  კოდექსის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან მიახლოვება და საქართველოში სურსათის უვნებლობის მყარი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.

კოდექსის პროექტი აერთიანებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში დღეს მოქმედ საქართველოს ძირითად  საკანონმდებლო აქტებს. მასში მკაფიოდ არის გამიჯნული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში  სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციები; კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის ფორმებს და მექანიზმებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის  ძირითადი პრინციპებს.

"საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მომზადების მიზეზია "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კოდექსისა და  "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება. შესაბამისად, მიზანშეწონილი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა მიმართ სანქციების ახალებურად  ჩამოყალიბება და საჭირო გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მომზადება.

 

აზრი გამოთქვეს:

 

1.კ. კუკულავა: აღნიშნული კოდექსის მიღების შემთხვევაში უქმდება კანონი \ვეტერინარიის შესახებ\, სადაც კარგად არის მოცემული, რომ ცხოველთა დაავადებების, ასევე ზოონოზოური დაავადებების, როგორც პრევენციული, ასევე სამკურნალო ღონისძიებების გატარება მთლიანად გადადის ბიზნეს–ოპერატორის ფუნქციებში, რომელიც თვითონ უკავშირდება სააგენტოს მეშვეობით ვეტერინარ–სპეციალისტებს. ბიზნეს–ოპერატორების სფეროში არსებულ ცხოველთა რაოდენობა დაახლოებით 20–25%–ია საქართველოში, ხოლო საშუალოდ 80% ცხოველებისა –  მოქცეულია მთლიანად ოჯახურ, წვრილ გლეხურ მეურნეობებში. აქედან გამომდინარე, ოჯახური მეურნეობები რჩება რეგულირების გარეშე.  ამასთან დაკავშირებით ჩვენ ადრეც გვქონდა შენიშვნები წარმოდგენილი. ჩვენი თხოვნაა, კიდევ ერთხელ გადახედოთ მას და ეს საკითხი იქნას გათვალისწინებული, რადგან \ვეტერინარიის შესახებ\ კანონის გაუქმების შედეგად ვეტერინარული კლინიკები, კერძო მომსახურების სფეროები არ ფიგურირებს ახალ კოდესში, ხოლო ვეტერინარული მომსახურების გარეშე დარჩენილი მოსახლეობის საკუთრებაში არსებული პირუტყვის  დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების რეგულირების არარსებობა, ჩვენ ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს. მეორე მომენტი: კოდექსში ძალიან კარგად არის მოცემული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, ეტიკეტზე იოლია მინიშნება, რომ ეს არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, გარკვეული ჩამონათვალი არის მოცემული მისი შემადგენლობის თვალისაზრისით, მაგრამ  რომელი სამსახურის მეშვეობით ხდება კონტროლი ეტიკეტზე მოცემული ინფორმაციისა მის შესაბამისობაზე? ეს საკითხი გვაინტერესებს და იქნებ დააკონკრეტოთ?

2. ასტურუა: მე მინდა 2 საკითხზე შევჩერდე: ერთი ის,რომ სოფლად მცხოვრები ოჯახების უმეტესობა დაკავებულია მეცხოველეობით, რძის პროდუქტებით და კონკრეტულად ყველის წარმოებით. ყველის წარმოება არ არის პირველადი წარმოება და ვერ იქნება განხილული, როგორც ტრადიციული წარმოების მეთოდი. მაინტერესებს, ახალი სამართლებრივი რეგულირებით, ხომ არ დადგება საჭიროება იმისა, რომ ის ადამიანები და ოჯახები, რომლებიც დაკავებულია ამ მიმართულებით, დარეგისტრირდნენ ბიზნეს–ოპერატორებად და მოექცნენ ახალ სამართლებრივ ჩარჩოში? ეს ხომ არ შექმნის პრობლემას იმისა, რომ ხელი შეეშალოს სოფლად მცხოვრებ ოჯახებს ყველის წარმოებასა და მის რეალიზაციაში? მეორე არის შემოწმების საკითხი. ეს ეხება საინსპექციო ორგანოს მიერ ბიზნეს–ოპერატორის შემოწმებას. მაინტერესებს შემოწმებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები ვის მიერ იქნება ანაზღაურებული, ბიზნეს–ოპერატორის, თუ სახელმწიფოს ან სააგენტოს მიერ?

3. კოვზირიძე: დიდი მადლობა შეკითხვებისთვის. ყველა მათგანი მნიშვნელოვანია. რაც შეეხება \ვეტერინარიის შესახებ\ კანონის გაუქმებას და ოჯახურ მეურნეობებს: ეს კანონი შინაარსობრივად ინტეგრირდა აღნიშნულ კოდექსში და შესაბამისი დებულებები შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ევროკავშირის მოთხოვნებთან. რა უფლება–მოვალეობები აქვს სააგენტოს ამ კუთხით იმ შემთხვევებში, როდესაც გარკვეული დაავადებების აღმოჩენასთან გვაქვს საქმე? ასეთ შემთხვევაში დაავადების აღმოფხვრასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა არ რჩება ცალკეული პირუტყვის მფლობელზე, ეს არის სააგენტოს ფუნქცია და გაწერილია კოდექსის 22–ე მუხლში. შესაბამისი დაფინანსება გათვალისწინებულია სააგენტოს ბიუჯეტში და ფინანსური ანაზღაურება ხდება სააგენტოს მიერ. რაც შეეხება ეტიკეტს, მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული კოდექსი ამბობს, რომ ეტიკეტირება ხორციელდება დადგენილი წესით. ამ ეტაპზე არსებობს ეტიკეტირების წესი, რომელიც დამტკიცებულია სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით. მოხდება შესაბამისი ბრძანების დახვეწა იმ თვალსაზრისით, რომ უფრო სრულად მოხდეს მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მოთხოვნებთან. არსებობს ევროკავშირის ჰორიზონტალური და ვერტიკალური კანონმდებლობები. შესაბამის ვერტიკალურ კანონმდებლობაში მოხდება იმის დადგენა, თუ როგორ უნდა იყოს ეტიკეტირებული შესაბამისი პროდუქტი. ამ თვალსაზრისით აღმასრულებელი სტრუქტურა არის \სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სააგენტო\. რაც შეეხება მცირე ზომის მწარმოებლებს, ანუ ოჯახურ მეურნეობებს, ჩვენს მიერ წარმოდგენილი კოდექსის პროექტი ითვალისწინებს, რომ ოჯახური წარმოების სუბიექტი არის გამონაკლისი კოდექსის რეგულირების სფეროდან. ეს არის მიღებული პრაქტიკა, ასე ხდება ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ვალდებულება, რომ ისინი დარეგისტრირდნენ, როგორც ბიზნეს–ოპერატორი, არ წარმოიშვება.  ამ შემთხვევაში ბიზნეს–ოპერატორს წარმოადგენს აგრარული ბაზარი. აქედან გამომდინარე, სააგენტო ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო კონტროლს. რაც შეეხება იმას, თუ რა კუთხით უნდა მოხდეს ამ სფეროში მიკვლევადობა და როგორ უნდა შემოწმდეს ეს ბაზარი, შესაბამის ბიზნეს–ოპერატორს, ბაზრის მფლობელს თუ მენეჯერს, ეკისრება ვალდებულება, რომ მას ქონდეს ინფორმაცია იმ მწარმოებლების შესახებ, რომლისგანაც ჩაიბარა პროდუქტი. კანონი შესაბამის მუხლში არ ახსენებს სიტყვას – ბიზნეს–ოპერატორი, არამედ მწარმოებელს. ეს ნიშნავს, რომ ოჯახურ მეურნეობას არ აქვს ვალდებულება, დარეგისტრირდეს, როგორც ბიზნეს–ოპერატორი. რაც შეეხება კონკრეტულად ყველის წარმოებას, ტრადიციული მეთოდი ევროკავშირის კანონმდებლობით, ყოველთვის არ ნიშნავს პრიმიტიულ მეთოდს. ტრადიციული წარმოება შეიძლება იყოს ქარხნული წესით, მაგრამ მეთოდი, რომელიც ამ წარმოების დროს გამოიყენება, იყოს დადგენილი, როგორც ტრადიციული. ასეთი ტიპის წარმოებებისთვის არის უფრო შემსუბუქებული წესები, თუმცა თუ ის ოჯახური მეურნეობაა, კანონი მასზე არ გავრცელდება. რაც შეეხება შემოწმებას, ევროკავშირის ქვეყნებში უმრავლეს შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოს მიერ განხოციელებული ინსპექტირება ფასიანია. ეს იყო რამოდენიმე ევროკავშირის ექსპერტის ერთერთი რეკომენდაცია, რომ გარკვეული საფასურები არსებობდეს მომსახურებაზე, იმისათვის რომ სააგენტოს ქონდე საკმარისი რესურსი, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს დაავადებების გავრცელების ან რისკის სიტუაციების შემთხვევაში. კოდექსით გათვალისწინებული ის, რომ ინსპექტირების ფუნქცია ასევე აქვთ კერძო სამართლის იურიდიულ პირებსაც, ეს მოხდება ეტაპობრივად და შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც  ეს სამსახურები შეიქმნება და გაივლიან აკრედიტაციის პროცედურებს.  მომსახურება იქნება ფასიანი, მაგრამ არ ველოდებით, რომ იქნება ძალიან ძვირი, სამაგიეროდ განვითარდება შესაბამისი ბაზარი, ახალი ბიზნესი, შეიქმნება სამუშაო ადგილები, იქნება კონკურენცია, რაც უზრუნველყოფს ხარისხის ადეკვატურობასაც, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ ზოგად ზედამხედველობას ინარჩუნებს სახელმწიფო სტრუქტურა და ამ შემთხვევაში სურსათის უვნებლობის სააგენტო, რომელსაც რჩება უფლებამოსილება, განახორციელოს არაგეგმიური ინსპექციები.

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტებს –  "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კა ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "კომერციული ბან კების საქ მიანობის შესახებ" სა ქართ ველოს კანონში ცვლილების შე ტანის თაობაზე", "საქართ ველოს სამოქალაქო კო დექსში ცვლილების შეტა ნის თაობაზე", "საქართველოს სა ვაჭრო-სამ რეწველო პა ლა ტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი ლების შე ტა ნის თაო ბაზე", "საქართ ველოს სისხლის სამარ თ ლის კოდექსში ცვლი ლების შეტანის შესახებ", "წი აღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო ბაზე", "საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკ ვე­ბის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს ში ცვლი ლების შეტანის თაობაზე","საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შე სახებ".

/კანონპროექტები, კომიტეტის დასკვნა და პირველი მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი – ოქმს თან ერთვის/.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებ – "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "წყლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში  ცვლილების შეტანის თაობაზე", "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ"  საქართველოს კანონშიცვლილების  შეტანის თაობაზე", "საქართველოს  საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების  შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებკანონში ცვლილების  შეტანისთაობაზე", "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებისშეტანის თაობაზე".

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

         სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი