ოქმი #24

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

  

ოქმი #24 

2011 წლის 17 ნოემბერი

 

 სხდომის თავმჯდომარე:      გია გოგუაძე   (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია.

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ხ. კაპანაძე - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენელი, დ. თოთლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი.

 

დღის წესრიგი:

 

 

  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/238; 28.10.2011) - "საქართველოს ზოგიერთსაკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" (¹07-2/364; 28.10.2011) - III მოსმენა.

 

(მომხსენებელი: გიორგი ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).

 

I.                   მოისმინეს:

 

კაპანაძის ინფორმაცია - "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან განმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - "სამტრესტი"-ს სახელწოდება შეიცვალა და განისაზღვრა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "ღვინის ეროვნული სააგენტო". შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება იმ პუნქტების შეცვლა, სადაც მითითებულია "სამტრესტი"-ს სახელწოდება. გარდა ამისა, წარმოდგენილ კანონპროექტში აგრარულ საკითხთა კომიტეტის მეორე მოსმენით განხილვისას გამოთქმული შენიშვნები მთავრობის მიერ გათვალისწინებულია.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - "საქართველოსზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზედა მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენითგანსახილველად.                               

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

        სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი

 
modules