| ოქმი #23 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #23 2011 წლის 11 ნოემბერი
სხდომის თავმჯდომარე: არჩილ გეგენავა (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, რ. თედორაძე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ე. ჯალაღონია.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ლომთაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: გ. ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ო. ბეჟანიძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენელი. ა. გიქოშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. დღის წესრიგი:
(მომხსენებელი: გიორგი ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).
(მომხსენებელი: გია ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).
I. მოისმინეს:
გ. ხუროშვილის ინფორმაცია - "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან განმარტა, რომ წარმოდგენილი პროექტით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - "სამტრესტი"-ს სახელწოდება შეიცვალა და განისაზღვრა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "ღვინის ეროვნული სააგენტო". შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება იმ პუნქტების შეცვლა, სადაც მითითებულია "სამტრესტი"-ს სახელწოდება. მომხსენებელმა აღნიშნა, მისთვის ცნობილია, რომ კომიტეტს აქვს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც სხვა მუხლების ფორმულირებასთან არის დაკავშირებული და გამოთქვა მზადყოფნა, რომ აღნიშნულ შენიშვნებს და წინადადებებს, კომიტეტის აპარატთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, საქართველოს მთავრობა გაითვალისწინებს.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათავლისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტს - "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანაპარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. /კომიტეტის დასკვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით – ოქმს თან ერთვის/.
II. მოისმინეს:
გ. ხუროშვილის ინფორმაცია - "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება განპირობებულია იმით, რომ მოხდეს სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის გადახდა არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, რითაც მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სალიცენზიო და სანებართვო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების ერთ ანგარიშზე კონსოლიდაცია, რაც შესაბამისად გააადვილებს ლიცენზიისა და ნებართვის მაძიებლებისათვის სალიცენზიო და სანებართვო საქმიანობას. ცვლილების მიხედვით "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონის ის პუნქტები იქნა ამოღებული, რომლითაც გათვალისწინებულია მოსაკრებელი ლიცენზიისა და ნებართვებისთვის, რაც დაფიქსირდება მთავრობის შესაბამის დადგენილებაში, თუმცა საფასურის ოდენობა იქნება უცვლელი. მხოლოდ სამართლებრივი ტექნიკის თვალსაზრისით გადავა ერთიდან მეორე რეგულაციაში. გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტს – "სალიცენზიო დასანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" - და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზეპირველი მოსმენით განსახილველად. სხდომის თავმჯდომარე: ა. გეგენავა სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






