| ოქმი #21 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #21 2011 წლის 27 ოქტომბერი /სხდომა ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან ერთად/
სხდომის თავმჯდომარეები: გია გოგუაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) გიორგი მელაძე(დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, რ. ფიფია. ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, ა. სტურუა.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: გ. ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ხ. კაპანაძე, ო ბეჟანიძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენლები, გ. მელაძე, თ. წურწუმია, ზ. კიკალეიშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჯაბუა, გ. ჩახვაძე – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები, ამავე კომიტეტის აპარატის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენლები. დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (#1/197; 06.09.2011): "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კა ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "კომერციული ბან კების საქ მიანობის შესახებ" სა ქართ ველოს კანონში ცვლილების შე ტანის თაობაზე", "საქართ ველოს სამოქალაქო კო დექსში ცვლილების შეტა ნის თაობაზე", "საქართველოს სა ვაჭრო-სამ რეწველო პა ლა ტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი ლების შე ტა ნის თაო ბაზე", "საქართ ველოს სისხლის სამარ თ ლის კოდექსში ცვლი ლების შეტანის შესახებ", "წი აღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო ბაზე", "საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკ ვე ბის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ","საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს ში ცვლი ლების შეტანის თაობაზე", "საქართველოს კოდექსი პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შე სახებ" (#07-2/337; 06.09.2011). (მომხსენებელი: გ. ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (#1/206; 09.09.2011): "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "წყლის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამშენებლოსაქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე", "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამეწარმეოსაქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" (#07-2/338; 09.09.2011). (მომხსენებელი: გ. ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).
I. მოისმინეს: გ. ხუროშვილის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის პირველ საკითხის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" კანონპროექტის მიზანია კონკურენციის კანონმდებლობის მიახლოება საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებთან. აღნიშნული პროექტის შემუშავებამ განაპირობა "დაზღვევის შესახებ", "კომერციული ბან კების საქმიანობის შესახებ", "საქართ ველოს სამოქალაქო კო დექსში", "საქართველოს სა ვაჭრო-სამ რეწველო პა ლა ტის შესახებ", "საქართ ველოს სისხლის სამარ თ ლის კოდექსში", "წი აღის შესახებ" საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ" კოდექსის მიღების მიზანია საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან მიახლოვება და საქართველოში სურსათის უვნებლობის მყარი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. კოდექსის პროექტი აერთიანებს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში დღეს მოქმედ საქართველოს ძირითად საკანონმდებლო აქტებს. მასში მკაფიოდ არის გამიჯნული სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლზე პასუხისმგებელი უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციები; კოდექსი განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლის ფორმებს და მექანიზმებს, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითადი პრინციპებს. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მომზადების მიზეზია "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ” საქართველოს კოდექსისა და "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება. შესაბამისად, მიზანშეწონილი გახდა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა მიმართ სანქციების ახალებურად ჩამოყალიბება და საჭირო გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებების მომზადება. "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ საქართველოს კოდექსის" პროექტის მიზანია, ადამიანის ჯანმრთელობის, სიცოცხლის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა, განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის, მშენებლობის, სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების, მეტროლოგიისა და ტექნიკური რეგლამენტების მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა განვითარებულ ქვეყნებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. აზრი გამოთქვეს:
1. კ. კუკულავა: მინდა მოგახსენოთ 22–ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სააგენტოს უფლებამოსილებას ამ სფეროში. უფლებამოსილებებია: "ა" რისკის ანალიზის უზრუნველყოფა და განხორციელება; წარმოდგენილი კოდექსით საფრთხეების შეფასება და მის საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელება ევალება სააგენტოს. მიგვაჩნია, რომ ეს ორი ფუნქცია ერთ სტრუქტურაში არ უნდა იყოს წარმოდგენილი. მიზანშეწონილია, რისკის ანალიზი განახორციელოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, როგორც მოქმედი კანონით არის დადგენილი. ამავე მუხლის "გ" პუნქტით, სააგენტო უფლებამოსილია დაადგინოს წარმოებაში, საფრთხის ანალიზისა და კონტროლის შიდა სისტემების არსებობა. კოდექსი არ ადგენს ამ სისტემის დანერგვის აუცილებლობას, მაშინ, როდესაც, მოქმედი კანონით სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ, საფრთხეების ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების დანერგვა სავალდებულოა კომპანიებისათვის. 2. გ. ხუროშვილი: არსებობს იერარქია, საერთაშორისო ვალდებულებები, პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკა, რომელიც ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ დღეს პროექტების ძირითად პრინციპებზე ვსაუბრობთ, მოგვაწოდეთ თქვენი შენიშვნები და წინადადებები და მე მთავრობის მხრიდან მზადყოფნას ვაცხადებ, მეორე მოსმენის დროს გავიაროთ , ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტებს – "თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ", "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კა ნონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "კომერციული ბან კების საქ მიანობის შესახებ" სა ქართ ველოს კანონში ცვლილების შე ტანის თაობაზე", "საქართ ველოს სამოქალაქო კო დექსში ცვლილების შეტა ნის თაობაზე", "საქართველოს სა ვაჭრო-სამ რეწველო პა ლა ტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლი ლების შე ტა ნის თაო ბაზე", "საქართ ველოს სისხლის სამარ თ ლის კოდექსში ცვლი ლების შეტანის შესახებ", "წი აღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაო ბაზე", "საქართველოს კოდექსი სურსათის/ცხოველის საკ ვე ბის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ", "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექს ში ცვლი ლების შეტანის თაობაზე", "საქართველოს კოდექსიპროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შე სახებ" და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. /კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის/.
II მოისმინეს:
გ. ხუროშვილის ინფორმაცია სხდომის დღის წესრიგის მეორე საკითხის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ პროექტების მიღების მიზანია წარმოდგენილი კანონების შესაბამისობაში მოყვანა "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ" საქართველოს კოდექსთან და ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს – "იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტით გამოწვეული დაავადებების პროფილაქტიკის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "წყლის შესახებ”საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამშენებლოსაქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე", "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სამეწარმეოსაქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" დამიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. სხდომის თავმჯდომარე: გ. გოგუაძე სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






