ოქმი #20

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #20

2011 წლის 24 ოქტომბერი

 

 სხდომის თავმჯდომარე:             გია გოგუაძე   (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია. ი. შამილოვი, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, ე. ჯალაღონია.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, რ. ქუთათელაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: გ. ხატიაშვილი – «კავკასიის გენეტიკის» დირექტორი, ლ. თორთლაძე – სანაშენე საქმის ექსპერტი, საქართველოს ხორცისა და თევზის მეწარმეთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, მატი ლამპი – ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში.

 

დღის წესრიგი:

 

1.       ინფორმაცია - საქართველოს რეგიონებში მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების შესახებ.

(მომხსენებლები: გ. ხატიაშვილი – «კავკასიის გენეტიკის» დირექტორი, ლ. თორთლაძე – სანაშენე საქმის ექსპერტი, მატი ლამპი – ექსპერტი სურსათის უვნებლობის საკითხებში).

I. მოისმინეს:

ხატიაშვილის ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების შესახებ, რომელმაც აღნიშნა, რომ «კავკასიის გენეტიკა» არის ორგანიზაცია, სადაც გაერთიანებულნი არიან მეცხოველეობის სექტორის ექსპერტები, სელექციონერები და ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები. კომპანია დაფუძნდა 2006 წლის დეკემბერში. მან საქმიანობა დაიწყო პატარა კომპანიის სახით, რომელიც ემსახურებოდა აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს, დღეისათვის კი წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობს სანაშენე საქმისა და ხელოვნური განაყოფიერების სფეროში და ემსახურება შემდეგ ძირითად მიზნებს:

§         ცხოველების ხელოვნური განაყოფიერების დანერგვა;

§         სპერმის აღება – კრიოკონსერვაცია;

§         ხელოვნური განაყოფიერების ცენტრების გახსნა;

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს: კონსულტაციები მეცხოველეობის სხვადასხვა საკითხებზე, მეცხოველეობის ფერმების აღჭურვილობის, ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო დანადგარებისა და ხელსაწყოების, აგრეთვე მსხვილფეხა პირუტყვის სათესლე მასალისა და ემბრიონების დისტრიბუცია და მომსახურება. რძის პროდუქტების სექტორისათვის და სადემონსტრაციო ღონისძიებებისათვის კომუნიკაციებისა და მარკეტინგის უზრუნველყოფა. ამავე დროს, «კავკასიის გენეტიკა» მეცხოველე ფერმერებს და რძის მცირე გადამამუშავებლებს უზრუნველყოფს მერძეული და მეხორცული ფერმებისათვის საჭირო ინვენტარით, მასალებით და სხვადასხვა ხელსაწყოებით, ლაბორატორიის მოწყობილობებით და ჰიგიენური მასალებით.

მეცხოველეობის სპეციალისტების ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმაველბლად, იწვევენ უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებს და ტრეინინგებს ატარებენ შემდეგ საკითხებში: მერძეული და მეხორცული მიმართულების ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერება, მაკეობის დიაგნოსტიკა, ცხოველთა სელექცია და მათი მოვლა-შენახვა, მაღალპროდუქტიული ფურების კვების ულუფები და რაციონი, ამასთანავე მეცხოველე ფერმერებს კონსულტაციებს უწევენ ფერმების შენობა-ნაგებობების თანამდეროვე დიზაინსა და მისი დაპროექტების საკითხებში.

         /სრული ინფორმაცია - «კავკასიის გენეტიკის» სანაშენე საქმიანობის შესახებ - ოქმს თან ერთვის/.

 

აზრი გამოთქვეს:

 

1.       გოგუაძე: ჩვენ კომიტეტში გვყავს დასავლეთ საქართველოს რეგიონის წარმომადგენლები. იქნებ მათ შესთავაზოთ თანამშრომლობა, როდის ჩახვალთ, რას წარუდგენთ, რითი დააინტერესებთ, ჩვენ ყველანაირად მხარში დაგიდგებით. რაიონებში თქვენი საქმიანობის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რომ გლეხებმა, ფერმერებმა გაიგონ, რა სერვისია ეს. ყველაფერი დეტალურად უნდა გქონდეთ გაწერილი.

2.      ჯანაშიაწარმოდგენილი ინფორმაცია თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საინტერესოა, კარგია, მაგრამ სასურველი იქნებოდა, რაიონების მიხედვით მუშაობის გაწერილი გრაფიკი ვიცოდეთ. გარდა ამისა, მაინტერესებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სოფლის განვითარების პროგრამასთან, რა კავშირი აქვს თქვენს ორგანიზაციას?

3.      ხატიაშვილიჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელ-ნელა მიიწევს წინ. ფუნქციონირება დავიწყეთ პატარა კომპანიის სახით, ერთბაშად ვერ შევძლებდით ყველა რეგიონის მომსახურებას. პროექტი გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. ჩვენ შეგვიძლია შევთანხმდეთ დღეებზე, შევჯერდეთ და ჩამოვალთ. რაც შეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

4.      მატი ლამპი: ბრუცელოზი, ტუბერკულოზი და ლეიკოზი, ეს ის დაავადებებია, რომელთა კონტროლი შესაძლებელია ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისას. გარდა ამ უპირატესობისა, ხელოვნური განაყოფიერების დროს შესაძლებელია ჩვენთვის სასურველი ჯიშის და ნიშან-თვისების შერჩევა ცხოველებში. მრავალ ქვეყანაში მერძეული საქონლის 90%, ხოლო მეხორცულის - 70% ხელოვნურად ნაყოფიერდება.

5.      კუკულავა:  ძალიან საინტერესოა წარმოდგენილი მასალა. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში ოზურგეთში ბატონ გიორგისთან შეთანხმებით, ადგილობრივი თვითთმმართველი ორგანოს ხელშეწყობით, ფართი გამოიყო და სერვის-ცენტრი მაღალ დონეზე იქნა წარმოდგენილი. 150 სულზე მეტი ცხოველი ხელოვნურად განაყოფიერდა. ოზურგეთიდან მოყოლებული ქობულეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის სოფლებში ფერმერთა დაინტერესება გაიზარდა, დაიწყო ადგილებზე მათი მომზადება. ადგილობრივ ხელისუფლებათან ერთად ერთი უწყების ქვეშ ვაერთიანებთ აგრარულ სფეროში არსებულ სამსახურებს, რომლებიც არ არსებობდა. იქმნება ხელოვნური განაყოფიერების სადგურები. სპეციალური ღონისძიებების ჩატარების გარდა, ვეხმარებით ადგილობრივ ფერმერებს. ადგილებზე, ყველა სპეციალისტის ინიციატივით და ჩართულობით ჩავიდეთ, დავუახლოვდეთ ფერმერებს და დამერწმუნეთ, საუკეთესო შედეგს მივიღებთ.    

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს რეგიონებში მეცხოველეობის სანაშენე საქმის განვითარების შესახებ.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გოგუაძე

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი

 
modules