ოქმი #18

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის   

ოქმი #18 

2011 წლის 22 სექტემბერი

  სხდომის თავმჯდომარე:             გია გოგუაძე   (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები: გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეკაკალაშვილიკემულარიაკუკულავა.ლეკაშვილიმადურაშვილიფიფიაშამილოვიჯალაღონიაჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარელეჟავა – კომიტეტისთავმჯდომარის პირველი მოადგილეაბულაშვილიგულიკაშვილიდიასამიძეთედორაძელალიაშვილი.მარსაგიშვილისტურუა.

 

აპარატის თანამშრომლები: ახალბედაშვილი - აპარატის უფროსილომთაძენოზაძექუთათელაძექიტიაშვილი.

 

მოწვეული სტუმრები: ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური  საკუთრების ეროვნული ცენტრის – «საქპატენტის»გენერალური    დირექტორიკერესელიძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისდეპარტამენტი. 

 

დღის წესრიგი:

 

1.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი(¹1/200; 08.08.2011) - «საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (¹07-2/334; 09.08.2011).

(მომხსენებელი: ირაკლი ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური   საკუთრების ეროვნული ცენტრის – «საქპატენტის» გენერალური   დირექტორი).

 

 I. მოისმინეს:

 

ღვალაძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტის -  «საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიულიაღნიშვნის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნარომ კანონპროექტის მიღების მიზეზია სხვაქვეყნებში ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა და დაცვისათვის შესაბამისიღონისძიებების გატარება.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, «საქპატენტს» გარკვეულ შემთხვევებშიკერძოდროდესაც ადგილწარმოშობისდასახელების და გეოგრაფიული აღნიშვნების «საქპატენტში» რეგისტრაციისას განმცხადებელი არის საჯარო ხელისუფლების ორგანოან საჯარო სამართლის იურიდიული პირიმიენიჭება სხვა ქვეყნებში საქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობებისდასახელებებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა და დაცვისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებისუფლებამოსილება.    

 

      აზრი გამოთქვეს:

 

1.       გოგუაძე: მაინტერესებსროგორი ფორმით მოხდება აღნიშნული საკითხის რეგულაცია რუსეთთან მიმართებაში?

 

2.      ღვალაძე: 2004 წელს ხელშეკრულების - «ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ» - საფუძველზე მოხდა სიებისგაცვლააქ არ არის საუბარი პატენტებზეეს არის საქონელზე ტრადიციულად გამოყენებული აღნიშვნების სიებირომლებიცწარმოადგენენ მხარე სახელმწიფოების ტერიტორიაზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებებს. «საქპატენტსა» და«როსპატენტს» შორის მოხდა მათი გაცვლა დიპლომატიური გზებითსიები გაიგზავნა სხვა ქვეყნებშიცუკრაინში და სხვა.გერმანიაში ღვინოების - «წინანდალი», «ქინძმარაული», «ხვანჭკარა» - შემთხვევაში მთავრობის განკარგულება გვჭირდებოდა მათიდაცვისათვის შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლადწარმოდგენილი ცვლილებით «საქპატენტს» მიენიჭება სხვა ქვეყნებშისაქართველოში რეგისტრირებული ადგილწარმოშობების დასახელებებისა ან გეოგრაფიული აღნიშვნების რეგისტრაციისა დადაცვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების უფლებამოსილება.     

 

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოსკანონის პროექტს - «საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველიმოსმენით განსახილველად 

 

 

 

 

     სხდომის თავმჯდომარე:                        გოგუაძე  

 

 

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი

 
modules