ოქმი #16

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #16 

2011 წლის 1 ივლისი

   

სხდომის თავმჯდომარე:          არჩილ გეგენავა      (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია. ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, ნ. ნოზაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენელი.

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» - III მოსმენა.

(მომხსენებელი: გიორგი ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).

I. მოისმინეს:

კაპანაძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტის -  «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», რომელიც მესამე მოსმენით წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით სარეგისტრაციო მოსაკრებელი გადაიხდება არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, რითაც მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების ერთ ანგარიშზე კონსოლიდაცია.

      მე-2 მუხლთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ამ კანონის ამოქმედების ვადა განისაზღვრება 2011 წლის 1 სექტემბერით.       

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «სარეგისტრაციომოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მესამემოსმენით განსახილველად.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილ

 
modules