ოქმი #15

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის 

ოქმი #15 

2011 წლის 24 ივნისი

    

სხდომის თავმჯდომარე:          არჩილ გეგენავა    (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია.

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, ი. ლომთაძე, ნ. ნოზაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენელი.

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» - II მოსმენა.

(მომხსენებელიგიორგი ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).

I. მოისმინეს:

კაპანაძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტის -  «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», რომელიც მეორე მოსმენით წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით სარეგისტრაციო მოსაკრებელი გადაიხდება არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, რითაც მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების ერთ ანგარიშზე კონსოლიდაცია, რაც შესაბამისად გააადვილებს რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას.

     მე-2 მუხლთან დაკავშირებით მოგახსენებთ, გარკვეული სამუშაოებია ჩასატარებელი, უნდა მომზადდეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, ამიტომ ჩვენი თხოვნაა, რომ ამ კანონის ამოქმედების ვადა განისაზღვროს 2011 წლის 1 სექტემბერით.

         

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «სარეგისტრაციომოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მეორემოსმენით განსახილველად.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

       სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი