ოქმი N 28

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის სხდომის

 

ო    ქ    მ    ი  N 28

22 მარტი, 2012 წ.  14.00. სთ.

კომიტეტის სათათბირო ოთახი (#317)

სხდომას უძღვებოდა:  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას ესწრებოდნენ :

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, თენგიზ სხირტლაძე, რატი სამყურაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ლაშა დამენია.

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა მაკარაძე, გურამ კაკალაშვილი, გიორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :  

         მერაბ ჩუხუა – ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი, ანდრო გაბისონია – ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციების, კომიტეტის ააპარატისა და მასმედიის წარმომადგენლები.

                       

           

                                                              დ              

ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო  გეგმები

            მომხსენებელი:

 

მერაბ ჩუხუა    – ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორი.                                

                                          

    სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

         ნუგზარ წიკლაურმა  აღნიშნა, რომ საქართველოს კავკასიური პოლიტიკა რომელიც წლების მანძილზე აღარ არსებობდა, დღესდღეობით არის აღდგენილი და საქართველოს აქვს უკვე სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხისადმი.  მან ისაუბრა პრიორიტეტებზე ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობისას. აღნიშნა, რომ კომიტეტი მუშაობს კულტურულ–საგანმანათლებლო, სამეცნიერო, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით.

კომიტეტის თავმჯდომარემ  ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველო არ აპირებს  საზღვრების შეცლას და გადახედვას. საქართველოს კავკასიელ ხალხებთან ჰუმანიტარულ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში დიალოგის განვითარების სურვილი ამოძრავებს და ბალანსი ყველა ჩრდილოკავკასიელ ხალხთან ურთიერთობაში უნდა იყოს დაცული. საქართველოს მხრიდან ჩერქეზთა გენოციდის საკითხზე ყურადღების გამახვილება არ უნდა აღიქმებოდეს და არ უნდა ქმნიდეს ისეთ განწყობას, თითქოს საქართველოში მხოლოდ ჩერქეზთა საკითხი აინტერესებთ და არა მთლიანად რეგიონის. კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ასევე ყურადღება  მიექცევა  ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს და მათთან ურთიერთობის საკითხებს. ასევე მნიშვნელოვნია კავკასიურ დიასპორებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება.

სხდომის თავმჯდომარემ ისაუბრა ჩერქეზული კულტურის ცენტრის გახსნის მნიშვნელობაზე. აღნიშნა, რომ ცენტრი აქტიურად მუშაობს არამარტო ჩერქეზულ, არამედ ზოგადად  ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებზე.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ   საკითხთან  დაკავშირები მოისმინეს მერაბ ჩუხუას  ინფორმაცია.

            მომხსენებლებმა დეპუტატებს გააცნო ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო  გეგმები. კერძოდ, 21 თებერვალს ჩერქეზული კულტურის ცენტრში გაიმართა ჩერქეზი მწერლის მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ გირეი) დაბადების 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო; 23 თებერვალს ჩერქეზული კულტურის ცენტრში ვაინახი ერების (ჩეჩნებისა და ინგუშების) გენოციდის დღესთან დაკავშირებით გაიმართა ცენტრის დირექტორის პროფ. მერაბ ჩუხუას სამეცნიერო ნაშრომის "ვაინახები" ელექტრონული ვერსიის პრეზენტაცია; 24 თებერვალს ჩერქეზული კულტურის ცენტრსა და ჯეიმსთაუნის ფონდს შორის  გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი. ღონისძიებაზე დასასწრებად ამერიკის შეერთებული შტატებიდან საგანგებოდ ჩამოვიდა  ჯეიმსთაუნის ფონდის პრეზიდენტი ბ-ნი გლენ ჰოვარდი. დაგეგმილ ღონისძიებას დაესწრნენ: კავკასიოლოგები, საპატიო სტუმრები,  სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები; 14 მარტს ჩერქეზული ენისა და კულტურის დღესთან დაკავშირებით ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრმა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩაატარა ღონისძიება - "ჩერქეზული ენისა და კულტურის დღე თბილისში"; 15 მარტს ჩერქეზული კულტურის ცენტრმა ჩაატარა ღონისძიება "ჩერქეზული სამზარელოს დღე". რესტორან "პურპურში" მოწვეული სტუმრებისა და მედიის წარმომადგენელთა წინაშე თბილისელმა ჩერქეზებმა თავად მოამზადეს ტრადიციული ჩერქზულ კერძები; 15 მარტს თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ჩერქეზული კულტურის ცენტრმა გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი სსიპ "საქართველოს ახალგაზრდობის სახლთან". მემორანდუმის მიხედვით, მხარეები მიზნად ისახავენ, ითანამშრომლონ განათლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მეცნიერების სფეროებში.

            სხდომის თავმჯდომარე მადლობა გადაუხადა მომხსენებელს გაწეული საქმიანობისა და საინტერესო სამომავლო გეგმებისათვის.

 კომიტეტმა გადაწყვიტა         

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოიწონეს ჩერქეზული კულტურის ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო  გეგმები.

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                        ნათია გოგუა

 
modules