| ოქმი N 27 |
|
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომის
ო ქ მ ი N 27 7 მარტი, 2012 წ. 13.00. სთ. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო სხდომას უძღვებოდა: დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.
სხდომას ესწრებოდნენ : კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, ლაშა დამენია, გურამ კაკალაშვილი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ეკატერინე ხერხეულიძე, თენგიზ სხირტლაძე, ელგუჯა მაკარაძე, გიორგი ახვლედიანი. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.
სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ : პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გიორგი გაბრიელაშვილი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე, კომიტეტისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი თანამემამულის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოსმენა მომხსენებლები:
პაპუნა დავითაია – დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; გიორგი გაბრიელაშვილი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.
სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი. ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ 2012 წლის პირველი მარტიდან ძალაში შევიდა "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონი ითვალისწინებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და თანამემამულის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, თანამემამულის სტატუსის მიღების მსურველი პირი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახლმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართულ კავკასიურ ენებს. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურა გააცნო. მოხდა აღნიშნული სერვისის ონლაინ რეჟიმში პრეზენტაცია. მომხსენებლებმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. სხდომის თავმჯდომარე მადლობა გადაუხადა მომხსენებლებს საინტერესო პრეზენტაციისა და გაწეული საქმიანობისათის. კომიტეტმა გადაწყვიტა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა მოიწონეს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა. სხდომის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური სხდომის მდივანი ნათია გოგუა |






