ოქმი N 26

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გასვლითი  სხდომის 

ი    N 26

25 თებერვალი  2012 წ.  14.00. სთ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი დუისი,

დუისის საჯარო სკოლის შენობა.

 

სხდომას უძღვებოდა:  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

სხდომას ესწრებოდნენ :

კომიტეტის წევრები - რატი სამყურაშვილი, ლაშა დამენია, გურამ კაკალაშვილი, თენგიზ სხირტლაძე, ეკატერინე ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური (დევი ოვაშვილის ადგილმონაცვლე).

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - გიორგი ახვლედიანი, ირაკლი კენჭოშვილი, ელგუჯა მაკარაძე.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7  წევრის დასწრებით.

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :  

პეტრე ცისკარიშვილი – ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი; კობა მაისურაძე –  ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი; ჯარაფ ხანგოშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

         

კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

            საქართველოს კავკასიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები

მომხსენებელი:

ნუგზარ წიკლაური – დიასპორისა და კავკასიის საკითხთა  კომიტეტის   

                                        თავმჯდომარე.

                                         

                                   სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

         ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ დაიწყო ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან აქტიური თანამშრომლობა. მიღებული იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელთაგანაც, პირველყოვლისა, აღსანიშნავია ჩერქეზთა გენოციდის აღიარება, რამაც უდაოდ ხელი შეუწყო ჩერქეზების საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოებას. ასევე, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ლარსისი სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე ჩრდილოეთ კავკასიელი ხალეხებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება. ამან მენტალური გარდატეხა მოახდინა ჩრდილოკავკასიელ ხალხებში. თვით, სასულიერო პირებიც კი წერენ, რომ მათ საქართველოს სახით სრულიად ახალი ქვეყანა აღმოაჩინეს: სადაც არის უსაფრთხოება, კეთილდღეობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა.

            ნუგზარ წიკლაურის თქმით, პანკისში კომიტეტის სხდომის გამართვა  სიმბოლურია, რადგანაც, აქ, ლამის ორი საუკუნეა  ქისტები ცხოვრობენ და არასოდეს ამ ხეობაში ეროვნულ ნიადაგზე კონფლიქტი არ მომხდარა, ყოველთვის ძმურად ცხოვრობდნენ ქართველები და ქისტები. ამიტომ,  ამ ხალხზე უკეთ არავინ იცის როგორ უნდა ჩამოყალიბდეს შემდგომი ურთიერთობები კავკასიელ ხალხებთან. კომიტეტში ამჟამად იწყება ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიაზე მუშაობა.  ჩვენი დიდი სურვილია რომ პანკისის მოსახლეობა ამ საქმეში ისვე აქტიურად იყოს  ჩართული,  როგორც სხვა სახელმწიფოებრივ საქმეებში.

კომიტეტი, აგრეთვე, ხელს უწყობს არასამთავრობო სექტორის განვითარებას. შეიქმნა კავკასიის ფონდი და მის ძირითად პრიორიტეტად განისაზღვარა საქართველოს, როგორც  საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრის აღდგენა კავკასიელი ხალხებისათვის.

            რატი სამყურაშვილმა აღნიშნა, რომ კავკასიური პოლიტიკის პრიორიტეტულობაზე   ნათლად მეტყველებს   ის ფაქტები, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეზე დაიგეგმა და განხორციელდა მრავალი კონკრეტული ღონისძიება. ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავებაში, აუცილებლად მიიჩნია, ქისტური დიასპორის წარმომადგენლების მონაწილოება.

            პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ამ მოწვევის პარლამენტში დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა. უკვე გადადგმულია პრაქტიკული ნაბიჯები. მაგ. სავიზო რეჟიმის გაუქმებამ ჩრდილოკავკასიელებისთვის, ახმეტის მუნიციპალიტეტის მაგალითზე დაგვანახა, რომ ათი, თორმეტი წლის უნახავი ნათესავები ერთმანეთს შეახვედრა. აგრეთვე, უვიზო რეჟიმი ძალზე წაადგა ბიზნესურთიერთობების ინტენსიფიკაციას ჩვენს ხალხებს შორის.

კომიტეტმა გადაწყვიტა

კომიტეტის წევრებმა მოიწონეს  საქართველოს კავკასიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და მხარი დაუჭირეს ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავების იდეას.

 სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                        გიორგი მეხრიშვილი