ოქმი N 25

საქართველოს პარლამენტის  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომის

ოქმი    N 25

23  თებერვალი, 2012 წ.  14 . 00 . სთ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

 

სხდომას უძღვებოდნენ:

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე – შოთა მალაშხია და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნუგზარ წიკლაური.

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, თენგიზ სხირტლაძე, ლაშა დამენია,

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ -  ირაკლი კენჭოშვილი,  გურამ კაკალაშვილი, ელგუჯა მაკარაძე, გიორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

 

ალექსანდრე ფარულავა – ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიური"

 

თომა ჩაგელიშვილი – ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიური"

           

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

სატელევიზიო პროექტ ”ჩვენ, კავკასიელების” ფარგლებში კომისიისა და ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლობის დაწყების შესახებ.

          მომხსენებლები:

შოთა მალაშხია – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე;

ალექსანდრე ფარულავა – ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიური";

თომა ჩაგელიშვილი – ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიური".

 სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

            სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით,

            შოთა მალაშხიამ აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მომზადებული ფილმები უკვე გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 25 თებერვლიდან ყოველ შაბათ–კვირას. ეს ფილმები ეხება 14 ქვეყნის ოკუპაციას, როგორც საბჭოთა, ასევე ფაშისტური რეჟიმის მხრიდან. მან აღნიშნა, რომ 23 თებერვალი –  ეს არის ვანახების როდესაც მოხდა როგორც ჩეჩნების, ასევე ინგუშების დიდი ნაწილის გაყრა საკუთარი სამშობლოდან. აღნიშნული პროექტი ემსახურება ჩრდილო კავკასიელი ხალხებისსა თვით ევროპელების ინფორმირებას იმ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც არსებობდა კავკასიელი ხალხის მიმართ საბჭოთა და ფასისტურ რეჯიმებში.

            აღნიშნული 12 ფილმიდან ერთი ცალკე მიეძღვნება რუსეთის სახელმწიფოს, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდა თვითონ რუსეთი გასაბჭოების შედეგად.

            ნუგზარ წიკლაურმა სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩვენი და ჩრდილო კავკასიელი ხალხების ურთიერთობას აქვს დიდი ხნის გამოცდილება, რომელიც იყო მრავალმხრივი, როგორც კულტურის, ასევე პოლიტიკის თუ რიგითი მოქალაქეების დონეზე. აქედან გამომდინარე აღნიშნული პროექტის ავტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ საზოგადოების ყველა ზემოთ აღნიშნული სპექტრი პრექტის განხორციელების პროცესში.

            ნუგზრ წიკლაურის განცხადებით გაეროს ასამბლეაზე ერთიან კავკასიის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოთქმული სიტყვები საფუძვლად უნდა დაედოს ჩვენი ურთიერთობების გაძლიერებასა და კიდევ უფრო გამყარებას. ჩრდილო კავკასია არის ევროპის ნაწილი, რომელიც ახლა ცნობილი მიზეზების გამო მოწყვეტილია ევროპისკენ მიმავალ გზას. სწორედ ამიტომ საქართველო უნდა გახდეს ხიდი ჩრდილო კავკასიისა და ევროპის მყარად დაკავშირების მიზნით.

            მისი განცხადებით ეს არის შესანიშნავი წამოწყება. წიკლაურის განცხადებით ჩვენ საზოგადოებას ობიექტურად უნდა დავანახოთ და ავუხსნათ თუ რა ხდებოდა ჩვენს წარსულში, როგორი იყო ჩვენი ისტორია და რა მდგომარეობაა დღეს. ჩრდილო კავკასიელმა ხალხებმა უნდა იგრძნონ, რომ მათი დახმარება და გვერდში დგომა საქართველოსთვის არის ერთ–ერთი პრიორიტეტული საკითხი.

            აღნიშნულთან დაკავშირებით მოკლე განცხადება გააკეთეს ასევე ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციული კავკასიურის" წარმომადგენლებმა და ამ პროექტის თანამონაწილეებმა ალექსანდრე ფარულავამ და თომა ჩაგელიშვილმა. მათი განცხადებით ყველაფერი გაკეთდება იმისათვის რომ შემდგომში დაგეგმილი პროექტები უფრო ხარისხიანად და მაღალი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდეს.

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

კომიტეტმა გადაწყვიტა          

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოიწონა სატელევიზიო პროექტ ”ჩვენ, კავკასიელების” ფარგლებში კომისიისა და ტელეკომპანია "პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლობის დაწყება.

                             

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                         ბექა ბიძინაშვილი