ოქმი N 24

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ევროპასთან ინტეგრაციისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები კომიტეტების ერთობლივი სხდომის

 

ოქმი    N 24

 

19 დეკემბერი, 2011 წ.  17.00. სთ.

პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

სხდომას უძღვებოდნენ:

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, (სხდომის თავმჯდომარე),  დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ წიკლაური.

 

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი,  ირაკლი კენჭოშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ლაშა დამენია, თენგიზ სხირტლაძე,

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ -  რატი სამყურაშვილი,  ელგუჯა მაკარაძე,  გურამ კაკალაშვილი, გიორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ:

         

          ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.         

           

             კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი : "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის" – განხილვა.

          მომხსენებელი:

     ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილე.           

        

                                  სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო  სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს  შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

          სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან  დაკავშირებით,

            მოისმინეს მომხსენებლის ინფორმაცია "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან" დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის ძირითად მიმართულებებს უსაფრთხოების ჭრილში. ამ დოკუმენტში არის საუბარი ყველა იმ საფრთხეზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. სხდომაზე ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ დოკუმენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისათვის არის ორი ძალიან მნიშვნელოვანი თავი: 1. თავი რომელიც ცალკე ეძღვნება დიასპორას და 2. თავი რომელიც ასევე ცალკე ეძღვნება კავკასიის უსაფრთხოებას. მისი განცხადებით ეს კონცეფცია ადეკვატურად პასუხობს საქრთველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს.

            მომხსენებლის განცხადებით ამ დოკუმენტის მნიშვნელობას განსაზღვრავს რამოდენიმე ფაქტორი: 1. ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი ხელისუფლებისათვის; 2. ეს დოკუმენტი არის გზამკვლევი საზოგადოებისათვის და 3. ეს დოკუმენტი არის საქართველოს სავიზიტო ბარათი საერთაშორისო დონეზე.

            სხდომაზე დეპუტატების მხრიდან დაისვა შეკითხვა, თუ რამდენადაა ფრომირებული აღნიშნულ დოკუმენტში ქართული კულტურული ძეგლებისა და ეკლესიების მდგომარეობა საქართველოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაზეც მომხსენებელმა უპასუხა, რომ ამ საკითხებზე ხედვა უშუალოდაა ხაზგასმული უსაფრთხოების კონცეფციაში.

            მომხსენებლის მოკლე მიმოხილვის შემდეგ დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული დოკუმენტის განხილვას საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

           

           

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

კომიტეტმა გადაწყვიტა          

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი : "საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას"  და მიზანშეწონილად მიიჩნევს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის განხილვას.

                             

სხდომის თავმჯდომარე                                          ნუგზარ წიკლაური

სხდომის მდივანი                                                         ბექა ბიძინაშვილი

 
modules