ოქმი N 30

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის

 

 

 

 

ოქმი   N 30

26 აპრილი, 2012 . 13 . 30 . სთ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

სხდომას უძღვებოდნენ:

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი მინაშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ირაკლი კენჭოშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნუგზარ წიკლაური

 

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა მაკარაძე, ირაკლი კენჭოშვილი, თენგიზ სხირტლაძე, რატი სამყურაშვილი.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - გურამ კაკალაშვილი, ლაშა დამენია, იორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

 

       ირაკლი გორდულაძე – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსი                        

           

           

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

 

 

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

 

                1. დავით მუმლაძის კანდიდატურის განხილვა ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

        

2. მამუკა ციხელაშვილის კანდიდატურის განხილვა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

 

            3. შალვა ცისკარიშვილის კანდიდატურის განხილვა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე.

 

 

         მომხსენებელი:

 

გიორგი ტუღუში საქართველოს სახალხო დამცველი

        

                                სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

 

           სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით,

            მოისმინეს ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილ დავით მუმლაძის, ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარდგენილი მამუკა ციხელაშვილის და ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელის თანამდებობაზე წარდგენილ შალვა ცისკარიშვილ ხედვები და სამოქმედო გეგმა მომავალი საქმიანობის განსახორციელებლად, რომელიც შეეხება ქვეყნებს შორის ურთიერთობის ყველა სფეროს, როგორიცაა ჯანდაცვა, ეკონომომიკური თანამშრომლობა თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, მაშტაბური ბიზნესგეგმების განხორციელება და ა.შ. მათი განცხადებით ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა ქართული დიასპორის გააქტიურებას, მათთან კავშირების გაღრმავებასა და გაუმჯობესებას, როგორც ნორვეგიაში ასევე ყაზახეთსა და შვეიცარიაში. მათი განცხადებით ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველომ მეტ წარმატებას მიაღწიოს საერთაშორისო ასპარეზე რაც ხელს შეუწყობის ასევე ქვეყნის ცინსვლასა და განვითარებას.

            ელჩობის კანდიდატებთან დეპუტატებს კითხვები არ დაუსვამთ და წარმოდგენილ კანდიდატების პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 

 

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

 

 

კომიტეტმა გადაწყვიტა          

 

            დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს:

 

            1. დავით მუმლაძის კანდიდატურას ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

           2. მამუკა ციხელაშვილის კანდიდატურას ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე;

          3. შალვა ცისკარიშვილის კანდიდატურას ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                         ნუგზარ წიკლაური

 

 

სხდომის მდივანი                                                       ბექა ბიძინაშვილი