ოქმი N 31

 

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

 

 

 

ოქმი   N 31

 

2 მაისი, 2012 . 13 . 00 . სთ.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

 

სხდომას უძღვებოდნენ:

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნუგზარ წიკლაური

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, რატი სამყურაშვილი, ირაკლი კენჭოშვილი, გურამ კაკალაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე,

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - ლაშა დამენია, ელგუჯა მაკარაძე, თენგიზ სხირტლაძე, იორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

 

 

            კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

დ ღ ი ს     წ ე ს რ ი გ ი

 

            1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე ინფორმაციის მოსმენა

        

              2. დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები

        

მომხსენებელი

პაპუნა (მირზა) დავითაია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

 

            3. პროექტის – „ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია“ განხილვა.

                

         მომხსენებელი:

                  

       

გიორგი საბედაშვილი –   დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის აპარატის სპეციალისტი.

 

                                სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

 

           სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით,

            მოისმინეს პაპუნა დავითაიას მოხსენება, რომლის განცხადებითაც საქართველოში დიასპორული პარლამენტის ჩამოყალიბება იგეგმება. მისი თქმით, ეს საკითხი დაიხვეწება და საკანონმდებლო ინიციატივის სახით მალე პარლამენტს წარედგინება. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, დიასპორული პარლამენტი სათათბირო ორგანოს სახით დიასპორებთან ურთიერთობის სახელმწიფო მინისტრთან იარსებებს. დიასპორული პარლამენტი წელიწადში ერთხელ, 5-დღიან სესიაზე შეიკრიბება და სხდომები პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართება. პარლამენტში იქნება რამდენიმე კომიტეტი. რაც შეეხება პარლამენტის არჩევის პრინციპს, პაპუნა დავითაიას განცხადებით, იგი შედგება 45 წევრისაგან, საიდანაც 30 პირდაპირი წესით იქნება არჩეული დიასპორების მიერ, ხოლო 15- დიასპორებთან ურთიერთობების საკითხში სახელმწიფო მინისტრი დანიშნავს. საქართველოს დიასპორულ პარლამენტში დეპუტატის ყოლის შესაძლებობა იმ ქვეყნებში არსებულ საქართველოს დიასპორებს ექნებათ, სადაც ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა არანაკლებ 1 000–ია, თითოეულ ქვეყანას მაქსიმუმ სამი კვოტა ექნება. როგორც პაპუნა დავითაიამ აღნიშნა, დიასპორული პარლამენტი ქართული ნოვაცია არაა, მსგავსი გამოცდილება არსებობს ფინეთში, ხორვატიასა და იტალიაში.

მაისის ბოლოს პირველი 50 ჩვენი თანამემამულე მიიღებს თანამემამულის სტატუსს. ამის თაობაზე, ასევე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას მან "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებსაქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. კანონი ძალაში 1 მარტიდან შევიდა. „თანამემამულის სტატუსის მინიჭებით საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეგზავნება მკაფიო სიგნალი იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი ჩვენთვის“, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. მან დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზეც ისაუბრა.

დიასპორის დღე საქართველოში უკვე მეხუთე წელია აღინიშნება და მას 27 მაისს ზეიმობენ. სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, წლევანდელი ზეიმი განსხვავებული იქნება. გაიმართება წარმომადგენლობითი კონფერენციადიასპორა და მიგრაციული პროცესები“. საზღვარგარეთის ქვეყნებში დაარსებული ქართული საკვირაო სკოლების პედაგოგებისათვის სპეციალური სემინარი გაიმართება, რომელშიც 23 ქვეყნიდან 50–მდე მასწავლებელი მიიღებს მონაწილეობას.

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან დაკავშირებით,

სხდომაზე კომიტეტის მოწვეულმა სპეციალისტმა, ორგანიზაციათავისუფალი კავკასიისწარმომადგენელმა გიორგი საბედაშვილმა "ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიისპროექტის პრეზენტაცია წარმოადგინა. „ჩვენი ამოცანაა სტაბილური, უსაფრთხო და მშვიდობიანი კავკასია. ამდენად, ეს სტრატეგია საქართველოს ინტერესების განხორციელებას ემსახურება, თუმცა ამით ვამბობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობა“, – განაცხადა მომხსენებელმა.~

სტრატეგიის პროექტის მიხედვით საქართველო კავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილია და მისთვის კავკასიაში მიმდინარე ყველა პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო უშუალოდაა დაინტერესებული, ჩრდილოეთ კავკასია იყოს სტაბილური, უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებული რეგიონი, რომლის მოსახლე ხალხებს მიეცემათ ყველა საშუალება, იცხოვრონ მშვიდობიან და კეთილდღეობის გარემოში. ამას კარნახობს, როგორც ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიმართ, ასევე უშუალოდ საქართველოს ეროვნული ინტერესები.

მომხსენებლის განცხადებით სტრატეგიის მიზანია ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, კომერციის, ვაჭრობის, ადამიანური კავშირების და სხვა ჰუმანიტარულ სფეროებში არსებული კავშრების გამყარება და გაღრმავება. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის საფუძველია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის თავის, „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“,1.2 ქვეთავის („რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა“) დებულებები. ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ემსახურება მშვიდობისა და ხალხთა შორის მეგობრობის მიზნებს.

 

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა, რომ სტრატეგიასთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები კომიტეტში წარადგინონ. ამ დოკუმენტის ფართო განხილვა, სავარაუდოდ, ერთ კვირაში შედგება.

 

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

კომიტეტმა გადაწყვიტა          

 

       დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოისმინა:

          

            1. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე ინფორმაცია;

        

              2. დიასპორის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები;

  

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მოიწონა:

 

3. პროექტის – „ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგ პროექტი.

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                         ნუგზარ წიკლაური

 

 

სხდომის მდივანი                                                        ბექა ბიძინაშვილი