ოქმი N 32

 

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომის

 

 

 

 

ოქმი  N 32

 

3 მაისი, 2012 . 17 . 00 . სთ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სათათბირო ოთახი

 

სხდომას უძღვებოდნენ:

 

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – აკაკი მინაშვილი, და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე – რატი სამყურაშვილი

 

სხდომას დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტიდან ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები - დევი ოვაშვილი, ეკატერინე ხერხეულიძე, ელგუჯა მაკარაძე, ირაკლი კენჭოშვილი, თენგიზ სხირტლაძე, რატი სამყურაშვილი.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ - გურამ კაკალაშვილი, ლაშა დამენია, იორგი ახვლედიანი.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის 6 წევრის დასწრებით.

 

სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ :

 

თოდრაძე დავითი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

           

                        კომიტეტის აპარატის მოხელეები და მასმედიის წარმომადგენლები.

 

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი

 

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და საქართველოს კანონის პროექტები: „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

         მომხსენებელი:

თოდრაძე დავითი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე

                                         სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და გააცნო სხდომის დღის წესრიგი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს შენიშვნები და წინადადებები არ გამოუთქვამთ და კენჭისყრით დაამტკიცეს წარმოდგენილი დღის წესრიგი.

 

           სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით,

            მოისმინეს დავით თოდრაძის ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით, რომლის განცხადებითაც, პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მიზანია განსაზღვროს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, პროცედურა, შინაგანი სტრუქტურა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. მომხსენებლის განცხადებით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება განაპირობა შემდეგმა გარემოებებმა: დღეს მოქმედი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მირების შემდგომ რეგლამენტის აღსრულების, ასევე, პარლამენტის საქმიანობის პროცესში გამოვლინდა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც დახვეწას ან ახლებურ დარეგულირებას საჭიროებენ. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობაში, მათ შორის ასქართველოს კონსტიტუციაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული გარკვეული საკითხები ახლებურად დაარეგულირა. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა საჭირო გახადა ახალი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება.

 

სხდომის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და გამოაცხადა კენჭისყრის პროცედურა.

კომიტეტმა გადაწყვიტა          

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს პარლამენტის რეგლამეტის პროექტს: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი“ და საქართველოს კანონის პროექტებს: „საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. და მიზანშეწონილად მიაჩნია პარლამენტის პლენალურ სხდომაზე მისი განხილვა.

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                         ნუგზარ წიკლაური

 

 

სხდომის მდივანი                                                        ბექა ბიძინაშვილი

 
modules